საძინებელი ოთახი დასვენებისა და განტვირთვის ადგილია. თითოეულ ადამიანს სურს მასში თავი მყუდროდ, მშვიდად და კომფორტულად იგრძნოს. ამ ეფექტის მისაღწევად, პირველ რიგში, ყურადღება უნდა მიექცეს ოთახის დიზაინს, განსაკუთრებით კი ფერებს. ფერების ფსიქოლოგია ძალიან მნიშვნელოვანია საძინებლის მოწყობისას. ამ ოთახში უმჯობესია ნათელი და გამაღიზიანებელი ტონალობების თავიდან არიდება, რადგან მათ შფოთვის და მღელვარების გამოწვევა შეუძლია.
შესაბამისად, სახლის ამ ნაწილისთვის მშვიდი და ბუნებრივი ტონები ბევრად უფრო შესაფერისია. ლურჯი, მწვანე, კრემისფერი, ტერაკოტა და მსგავსი ფერები საუკეთესო არჩევანია, თუმცა უნდა ეცადოთ და მოერიდოთ კონტრასტებსა და მკვეთრ ჩრდილებს, რომლებმაც შეიძლება თვალის გაღიზიანება გამოიწვიოს. მაგრამ ეს მხოლოდ თეორიაა, პრაქტიკაში კი ამ რჩევების გათვალისწინება ხშირად საკმაოდ რთულია. სწორედ ამიტომ, დღევანდელ სტატიაში გაჩვენებთ 5 ფერს, რომელთა გამოყენებასაც როგორც დიზაინერები, ასევე ფსიქოლოგებიც არ გვირჩევენ საძინებელი ოთახისათვის.
წითელი
წითელი ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული ფერია. ეს არის აგრესიული, მებრძოლი ტონი, რომელიც ნაკლებად შესაფერისია საძინებლისთვის. წითელი საფრთხისა და ძალის სიმბოლოა, ძალიან მკვეთრმა ფერმა შეიძლება გამოიწვიოს აგრესია და სიბრაზე.
მკვეთრი იისფერი
იისფერი ასოცირდება შემოქმედებასთან, სიძლიერესა და ექსტრავაგანტურობასთან, თუმცა ექსპერტები ამბობენ, რომ ეს ფერი კოშმარებს ახალისებს. შედეგად, თქვენ განიცდით მუდმივ დაღლილობასა და უძილობას.
ნარინჯისფერი
ნარინჯისფერი, ისევე როგორც წითელი, ძალიან ინტენსიურია საძინებელში გამოსაყენებლად. კედლების და ავეჯის ამ ფერში შეღებვა რეკომენდებული არ არის, თუმცა შეგიძლიათ ის პატარა დეტალებისა და აქცენტების სახით დაამატოთ ოთახს.
ყავისფერი
ყავისფერი ძალიან მუქი ფერია მშვიდი ძილისთვის. კვლევების მიხედვით, ადამიანები რომლებსაც ყავისფერ ოთახში სძინავთ, უფრო მეტად განიცდიან უძილობას. ეს ფერი სევდის, შფოთვის, მარტოობისა და დეპრესიის სიმბოლოა.
შავი
შავი საკმაოდ პოპულარული ფერია ინტერიერის დიზაინერებს შორის, მაგრამ უმჯობესია ის საძინებელში არ გამოიყენოთ. ეს ფერი იზიდავს ნეგატივს, შიშს, შფოთვასა და უძილობას.
რუბრიკა “ფერების” წარმდგენია კაპაროლი