in

რომელი ფერების გამოყენება სჯობს საძინებელში? – რამდენიმე საინტერესო რჩევა ექსპერტებისგან

არსებობს ფერები, რომლებიც ხელს უწყობს მშვიდ და კომფორტულ ძილს და ადამიანს სწრაფად ჩაძინებაში ეხმარება. მეცნიერულად, ამგვარ ეფექტს „ფერად ხმებს“ უწოდებენ, რაც განსხვავებული საღებავების გამოყენებით იქმნება. ზოგიერთი ამ ფარულ ხმებს ძილის საიდუმლოსაც კი უწოდებს, რადგან სწორედ მათზეა დამოკიდებული ძილის ხარისხი.

მაგალითად, “თეთრი ხმაური” არის ეფექტი, რომელსაც საძინებელში ცივი და მკვეთრი თეთრი საღებავის გამოყენება იწვევს. ასეთი ფერი კარგია დასასვენებლად და კონცენტრირებისთვის, მაგრამ ძილისთვის სჯობს თეთრის შედარებით უფრო რბილი და თბილი ჩრდილის გამოყენება. გარდა თეთრისა, არსებობს ფერადი ბგერების მთელი სპექტრი, რომლებიც განსხვავდება მცირე ნიუანსების მიხედვით.

რომელი ფერებია საუკეთესო დასაძინებლად? ექსპერტები ამ შეკითხვის საპასუხოდ სამ ტონს გამოარჩევენ და ესენია თეთრი, ვარდისფერი და ყავისფერი. თითოეულ შემთხვევაში მნიშვნელოვანია მათი მსუბუქი ჩრდილების შერჩევა, რადგან მკვეთრმა საღებავებმა შესაძლოა გონებაზე საპირისპირო ეფექტი იქონიოს და თვალის გაღიზიანება გამოიწვიოს.

გარდა ამ სამი მთავარი ფერისა, საძინებელში სასურველია სადა ნაცრისფრის, მწვანე აქცენტებისა და ლურჯის გამოყენებაც. მწვანე კარგია ბუნებასთან უხილავი კავშირის შესაქმნელად, რაც გონებას დამშვიდებასა და დაძინებაში ეხმარება, ლურჯი, მწვანეს მსგავსად, ცას და მასთან დაკავშირებულ ბუნებრივ შეგრძნებას აღვიძებს.

ამ რამდენიმე ფერს შორის არჩევანის გასაკეთებლად მნიშვნელოვანია თქვენი ინდივიდუალური სურვილების გათვალისწინებაც. ზოგიერთ ადამიანს დაძინებაში ყველაზე კარგად “მტვრიანი ვარდისფერი” ეხმარება, ზოგს კი ღია და ჰაეროვანი ნაცრისფერი. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ძილისთვის საუკეთესო გზა კედლების ვარდისფერი საღებავით შეღებვაა. ის საკმაოდ ნაზია იმისთვის, რომ ორგანიზმს მოდუნებაში და დამშვიდებაში დაეხმაროს. ამას გარდა, კვლევებმა აჩვენა, რომ ვარდისფერი ხელს უწყობს ხანგრძლივ და ღრმა ძილსაც, რაც დაგეხმარებათ იმაში, რომ დილით ენერგიულად გაიღვიძოთ.

დასკვნის სახით, შეიძლება ითქვას რომ საძინებლისთვის შესაფერისი კედლების შერჩევისას, სჯობს არჩევანი ვარდისფერს, თეთრს, მწვანეს, ყავისფერს, ლურჯსა და ნაცრისფერს შორის გააკეთოთ, შედეგად კი ძალიან მყუდრო და კომფორტულ ინტერიერს მიიღებთ, სადაც ყოველდღიურად ენერგიით სავსე გაიღვიძებთ.

რუბრიკა “ფერების” წარმდგენია კაპაროლი

ფრანგული სტილი ინტერიერში – Homeis.ge-ს მკითხველთა რჩეული პროექტები საქართველოდან

სადა ელეგანტურობა – რაში მდგომარეობს სკანდინავიური სტილის საიდუმლო?