in

7 არაბანალური ფერი სამზარეულოს ავეჯისთვის

ფერადი სამზარეულო დღეს დიდი პოპულარობით სარგებლობს. დიზაინერები ამბობენ, რომ შესაძლოა უკვე დადგა დრო, როდესაც სამზარეულოში ქვის მასალისა და შავ-თეთრი ფერების გამოყენებას თავი უნდა დავანებოთ და შედარებით თამამ ფერებზე გადავიდეთ.

ერთ ფერში შეღებილი სამზარეულო შეიძლება ძალიან დახვეწილი და მდიდრული იყოს, თუმცა მისი დაბალანსება კონტრასტული ფერის ავეჯის გამოყენებით შეგიძლიათ.

მუქი ლურჯიდან ყვითელ ფერებამდე, დიზაინერები გვირჩევენ რამდენიმე ფერს, რომელთა დახმარებითაც თქვენს სამზარეულოს ცოცხალ და ფერად ხასიათს შესძენთ.

მუქი ლურჯი

მუქი ლურჯი სამზარეულოს ვინტაჟურ ხასიათს ანიჭებს და განსაკუთრებით უხდება ხისფერ ავეჯს, რომელიც მუქის ფონზე უფრო გამოკვეთილად ჩანს.

ცისფერი

ამ ფერს ბევრი განსხვავებული ტონალობა აქვს, თუმცა განსაკუთრებულად უხდება ფერად ხალიჩებს, თეთრ კედლებსა და სადა ფერის ტექნიკას.

ღია ვარდისფერი

თუ ფერადი სამზარეულო გსურთ, მაგრამ მუქი ფერები არ გიზიდავთ, მაშინ ეს ტონალობა საუკეთესო არჩევანია. ფერი მისი სადა ელფერითაა გამორჩეული და განსაკუთრებულად უხდება ღია ცისფერ ან ყავისფერ დეტალებს.

მწვანე

მწვანე ფერის შეხამებას შავ და წითელ დეტალებთან გვირჩევენ. ამასთან, მწვანე ფერის ავეჯთან და ტექნიკასთან იდეალურია ხისფერი ქოთნებისა და მწვანე მცენარეების განთავსება.

ნარინჯისფერი

ნარინჯისფერი გამოადგებათ იმ შემთხვევაში თუ სამზარეულოში ბევრი ფერის ერთობლიობა სურთ, რადგან ეს ფერი უხდება როგორც წითელს, ასევე მწვანეს, ლურჯსა და ყავისფერს.

ნაცრისფერი

ეს ტონი უხდება როგორც სადა და მინიმალისტურ სტილში მოწყობილ სამზარეულოს, ასევე იდეალურ კონტრასტს ქმნის მუქ, განსაკუთრებით კი წითელ და მწვანე ფერების პალიტრასთან.

იისფერი

ეს ფერი განსაკუთრებით მოეწონებათ ვინტაჟური და მდიდრული სტილის მოყვარულებს, რადგან ის სახლში სიმდიდრისა და ფუფუნების ეფექტს ქმნის.

რუბრიკა “ფერების” წარმდგენია კაპაროლი

არქაული ელემენტებით შექმნილი განსხვავებული დიზაინი პლეხანოვზე — პიტო სეთურის ინტერიერი

რა თანხებთან არის დაკავშირებული კერძო სახლის მშენებლობა საქართველოში?