in

რას გვეუბნება ფერი თქვენი პიროვნების შესახებ?

თითოეულ ადამიანს კულტურული, ეროვნული მახასიათებლებისა და ცხოვრებისეული გამოცდილების საფუძველზე ფერის ინდივიდუალური აღქმა გააჩნია. ფსიქოლოგები ფერს დიდ ყურადღებას აქცევენ, რადგან ის არის ძლიერი ფაქტორი, რომელიც ადამიანის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე ზემოქმედებს. ჩვენი დღევანდელი თემა კი სწორედ ფერების ფსიქოლოგიაა. ქვემოთ რამდენიმე ფერის განხილვას გთავაზობთ:

შავი

რენესანსის დროს შავმა არისტოკრატების წრეში პოპულარობა მოიპოვა. თუ შავი ფერისა და მისი მნიშვნელობების ყველა კვლევას ერთ წინადადებაში გავაერთიანებთ, მაშინ ასეთ შედეგს მივიღებთ – ბოროტება, ცდუნება და სრული თავისუფლება. ინტერიერში შავი ზედმეტად პირქუში ჩანს, მაგრამ საძინებლის შავად შეღებვის იდეის უარყოფას ნუ იჩქარებთ. მუქი ფერის საძინებელი ძალიან ელეგანტურად გამოიყურება, ხაზს უსვამს დამოუკიდებელ ბუნებას ძლიერი ნებისყოფით და საკუთარი შეხედულებით ცხოვრებაზე.

ნაცრისფერი

ნაცრისფერს ბევრი მოწინააღმდეგე და ამდენივე თაყვანისმცემელი ჰყავს. ხელოვნებაში ეს მოღრუბლული ცისა და ფერფლის ფერია. ნაცრისფერს მინიმალიზმისა და ტექნოლოგიური ინოვაციების მოყვარულები ირჩევენ. გარდა ამისა, ნაცრისფერი ადამიანს სამუშაო პროცესისთვის განაწყობს. ნაცრისფრის მოყვარულები შრომისმოყვარეები არიან. საძინებელში ნაცრისფერი ტონები ხელს უწყობს მოდუნებას და არ იწვევს გაღიზიანებას. ამ ფერის თაყვანისმცემლებს გაწონასწორებული ხასიათი აქვთ და ისინი ცდილობენ, ცხოვრება მაქსიმალურად გაიმარტივონ. ასევე, უყვართ წესრიგი, ამიტომ მათ სახლში უნაკლო სისუფთავე სუფევს.

თეთრი

თეთრი ფერი არც ისეთი უბრალოა, როგორც ჩანს. მის შესაქმნელად მხატვარმა მთელი პალიტრის ყველაზე დახვეწილი ელფერები უნდა გამოიყენოს. თეთრის ფსიქოლოგიური ინტერპრეტაცია სიმბოლიზმის ტრადიციებს ეფუძნება, რაც სამყაროს ორმაგობის გაგებით ხასიათდება: ბოროტი და კეთილი, ცუდი და კარგი, შავი და თეთრი. თეთრი ასოცირდება სრულყოფილებასთან, სიმშვიდესთან, უმანკოებასთან, ერთგულებასთან, მშვიდობასა და უსაფრთხოებასთან. მის აღქმაში მთავარი ცნება არის სიწმინდე. ის საკუთარ თავში არაფერს მალავს, რისი საშუალებით ინტუიციურ ნდობას იწვევს.

წითელი

ვნების, სექსუალობის, ყურადღებისა და დღესასწაულის შეგრძნების ფერი. ასევე, ენერგიის, სიცოცხლისა და სისხლის სიმბოლო. ყოველივე ამის შემდეგ, სულაც არ არის გასაკვირი, რომ პირველი საღებავები წითელი იყო. წითელი ასევე არის ძალაუფლების ფერი – გაიხსენეთ დოჟების სასახლე ვენეციაში, კარდინალების პორტრეტები წითელ სამოსში. ადამიანები, რომლებიც უპირატესობას ამ ფერს ანიჭებენ, თამამები და ოპტიმისტები არიან. წითელი ადამიანს თავდაჯერებულობას სძენს და მასში ჩამქრალ ცეცხლს ანთებს. ღია წითელი არტერიულ წნევას და ტემპერატურას ზრდის, მაგრამ, იმავდროულად, ზრდის აქტივობას და, პირველ რიგში, შრომისუნარიანობას. ხშირად წითელი გამოიყენება ოთახებში, სადაც დიდი ენერგიაა საჭირო.

მწვანე

ფერების მთელ პალიტრას შორის, ბუნებრივ ტონებს ადამიანზე ყველაზე სასარგებლო გავლენა აქვს. მწვანე ერთ-ერთი დომინანტური ფერია, ამიტომ ინტერიერის დიზაინში გამოყენებისას იგი მაქსიმალურად ორგანულად აღიქმება და იწვევს ძლიერ ასოციაციებს აყვავებულ ბაღთან, რომელიც შუა საუკუნეების ადამიანების გონებაში დედამიწაზე სამოთხის გამოვლინებასთან იყო დაკავშირებული. მწვანე ფერმა შესაძლებელი გახადა სპეკულაციური მიახლოება ღვთაებრივ სრულყოფილებასთან, რომელიც ადამიანის ცოდვილი ბუნების გამო დაიკარგა. აქედან გამომდინარე, სამეფო პალატების მწვანე ინტერიერები სავსეა სიმბოლური მნიშვნელობით და ჭეშმარიტი მეფობის მეტაფორას ემსახურება.

ითვლება, რომ მწვანე წარმატებასა და სიმდიდრეს იზიდავს. მწვანე ფერის მოყვარულებს გაწონასწორებულობა, სერიოზულობა და სიმშვიდე ახასიათებს. ასევე, ისინი არიან კეთილგანწყობილები, მოწესრიგებულები, დროულად იხდიან გადასახადებს და ყოველთვის პირველი პასუხობენ ტელეფონს. მწვანე ფერის სიყვარული შეიძლება მიუთითებდეს, რომ თქვენში დაგროვილია დაძაბულობის დიდი პოტენციალი, რომელსაც ვერ ავლენთ, რადგან უარყოფის შიში გაქვთ. შინაგანი სამყაროს მხრიდან დიდი წინააღმდეგობა გაიძულებთ თავი პრინციპებისა და რწმენის ფარგლებში მოაქციოთ. მიუხედავად იმისა, რომ თავდაჯერებულობას ინარჩუნებთ და ადამიანებისგან პატივისცემას იმსახურებთ, თქვენი მოთხოვნები საკუთარი თავისა და სამყაროს მიმართ ხშირად ძალიან მაღალია. რეალობის მიღების შეუძლებლობა კი შინაგან დაძაბულობას იწვევს.

ყვითელი

ყვითელი ერთ-ერთი უძველესი ფერია. საკმარისია გავიხსენოთ ყვითელი ცხენი ლასკოს გამოქვაბულში – ის 17,000 წელზე მეტს ითვლის. ყვითელი საკმაოდ მარტივად მიიღებოდა, მქრქალი-ყვითელი თიხის ქანებისგან, ამიტომ ის ხშირად იყო წარმოდგენილი კლდოვან და ძველი სამყაროს გვიანდელ ხელოვნებაში. ყვითელი არის მზის ფერი, ოქროს სიმბოლო, საბერძნეთში – აპოლონის ფერი, ხოლო ჩინეთში – იმპერატორის. ბუდიზმში ეს არის თავად ბუდას, სამონასტრო სამოსის ფერი, ფერი ყვითელი კრაკუსისა, როგორც ყველაფერი ამქვეყნიურის უარყოფის სიმბოლო. ინტერიერის დიზაინისთვის ყვითელსა და მის ელფერებს საოცრად იშვიათად ირჩევენ. თუმცა, თუ სივრცის სიხარულით ავსება გსურთ, ყვითელი გამოიყენეთ. ეს არის სიცილის, სიცოცხლისადმი სიყვარულის, მოქმედებაში თავდაჯერებულობის ფერი. მას შემოქმედებითი და ხელოვანი ადამიანები ირჩევენ, რადგან ეს ფერი ენერგიით არის აღსავსე.

ლურჯი

ლურჯი – ეს არის სიმშვიდის, ერთგულების, ნდობის, ინტუიციის, კეთილსინდისიერებისა და სიკეთის ფერი. ადამიანთა უმეტესობისთვის სწორედ ეს არის საყვარელი ტონი. ინტერიერში ლურჯი ჩვენზე დადებითად ზემოქმედებს, ასუფთავებს გონებას, ამშვიდებს, თრგუნავს აგრესიას, ხსნის სტრესს, აუმჯობესებს კონცენტრაციას, ასტიმულირებს შრომისუნარიანობას. მრავალი ერისთვის ლურჯი არის ცისა და მარადისობის სიმბოლო, ხოლო ჰერალდიკაში ეს ელფერი უბიწოებას, დიდებასა და ერთგულებას ასახავს. ქრისტიანულ კანონიკაში ლურჯი ზეციური სამეფოსა და ქალწული მარიამის სიმბოლოა. კაბალისტიკაში ლურჯი მოწყალების ფერია. ფსიქოლოგი მაქს ლუშერი, ფერთა ტესტის შემქმნელი, თვლიდა, რომ ადამიანები, რომლებიც ლურჯ ტონებს ანიჭებენ უპირატესობას, თავდაჯერებულები არიან და კონფლიქტების გადასაჭრელად დიპლომატიურ მიდგომას პოულობენ. მათ გააჩნიათ ე.წ. შინაგანი ბირთვი (ბიზნესმენებისთვის, ანალიტიკური აზროვნების მქონე ადამიანებისთვის ყველაზე დამახასიათებელი თვისებები). ლურჯის მოყვარული ადამიანები არიან პერფექციონისტები და ყველაფრის იდეალიზაციისკენ ისწრაფვიან.

რუბრიკა “ფერების” წარმდგენია კაპაროლი

Baccarat – ბროლის 200-წლიანი ისტორია

ელიტ ელექტრონიქსმა ახალი კონცეფციის მაღაზია გახსნა