in

რამდენიმე მაგალითი იმისა, რომ ფერებითა და ფაქტურით დატვირთული შპალერი ყოველთვის უგემოვნობას არ ნიშნავს

იდეები შთაგონებისთვის
იდეები შთაგონებისთვის მობილური

შეიძლება თამამად ითქვას, რომ თანამედროვე მსოფლიოში მინიმალისტური სტილია გაბატონებული, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ე.წ. “მაქსიმალისტური” სტილი დავიწყებას მიეცა. მაქსიმალიზმი გულისხმობს ფერებით, ფაქტურით, პატერნებითა და სხვადასხვა ტიპის მასალით დატვირთულ სტილს, რომელიც საერთო ჯამში, საკმაოდ სასიამოვნოა თვალისთვის.  მაქსიმალისტები ხშირად მიმართავენ ფერადი და ფაქტურიანი შპალერის გამოყენებას. მიუხედავად იმისა, რომ ამ სტილის შპალერი ბევრისთვის უგემოვნობასთან ასოცირდება, არსებობს რამდენიმე მიზეზი, რის გამოც ამ ტიპის კედლის მოპირკეთებაზე დაფიქრება ღირს. პირველ რიგში, ფერებითა და ნახატებით დატვირთული შპალერი ქმნის უნიკალურ ატმოსფეროს და ამძაფრებს დიზაინის თემატიკას. ის ასევე მოქმედებს როგორც აქცენტური კედელი და აძლიერებს ვიზუალურ დინამიკას სივრცეში. ამასთანავე, ზოგჯერ უფრო ეფექტურია, ვიდრე ნახატები ან სხვა ტიპის დეკორი. დღევანდელ სტატიაში სწორედ ის პროექტები გავაერთიანეთ, რომლებშიც მაქსიმალისტური სტილის შპალერი იმდენად ოსტატურადაა გამოყენებული, რომ ამ დიზაინ ელემენტის ხელახლა გადააზრებისკენ გვიბიძგებს.

რუბრიკის წარმდგენია მონოლით ჯგუფი

The Sketchblock – ANA architecten-ის პროექტი ამსტერდამში

როგორ მოვაწყოთ პატარა ბინა: დიზაინერ აირენ განთერის გამოცდილება