in

ფერი აბაზანაში – იდეები სივრცის გასაფორმებლად

უნივერსალური თეთრი აბაზანისთვის ყველაზე პოპულარული ფერია, მაგრამ დრო იცვლება. დიზაინერები აცხადებენ, რომ დღეს მთავარია მოწყენილობის თავიდან აცილება ნებისმიერ ფასად. ამის საუკეთესო საშუალება კი სანახაობრივ ფერებსა და მასალებზე ორიენტაციაა.

აბაზანა არის სივრცე, რომელიც დილით გაღვიძებაში, ხოლო საღამოს დასაძინებლად მომზადებაში გეხმარებათ. დღეს ის განიხილება არა მხოლოდ როგორც უტილიტარული სივრცე, არამედ როგორც კიდევ ერთი ოთახი სახლში. სწორედ ამიტომ იმსახურებს აბაზანა დიზაინისადმი ისეთივე ფრთხილ მიდგომას, როგორც სახლის სხვა ნაწილები. აბაზანაში სწორის ფერის შერჩევა კომფორტული ატმოსფეროს შექმნაში დაგეხმარებათ და საშუალებას მოგცემთ, რომ გახალისდეთ, დაისვენოთ და მთელი დღისთვის პოზიტიურად განეწყოთ.

„უსაფრთხო“ თეთრი, ნაცრისფერი და კრემისფერი ტონების გარდა, დიზაინერები ექსპრესიულ ელფერებს იყენებენ, დაწყებული დელიკატური პასტელური ფერებით, დამთავრებული მდიდარი და ნათელი ტონებით. ისინი ხელს უწყობს მომხმარებლის ინდივიდუალობის გამოხატვას და აყალიბებს დეკორაციას იმ სივრცისთვის, რომელიც ჩვეულებრივ საკმაოდ კომპაქტურია და ბევრი გაფორმების საშუალებას არ იძლევა.

პალიტრის არჩევა პირადი პრეფერენციების საკითხია. თუმცა, აბაზანისთვის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ფერი არის ცისფერი, რომელიც სივრცეში სიმშვიდისა და სიგრილის ეფექტს ქმნის.

ღირებული შესაძლებლობა, რომელსაც აბაზანის ფერი გვაძლევს, არის სივრცის ვიზუალური გარდაქმნა. ღია ფერები უფრო მსუბუქი და ჰაეროვანი ოთახის შთაბეჭდილებას შეგიქმნით, ბნელი ტონები აბაზანას მყუდრო სივრცედ გადააქცევს, ელფერების კარგად გააზრებული კომბინაცია კი წარუმატებელი პროპორციების მქონე ოთახის „გადარჩენაში“ დაგეხმარებათ.

აბაზანაში ტონების დამატების მრავალი ხერხი არსებობს: გამოიყენეთ ფერები კედლებისთვის ან იატაკისთვის. შესაძლებელია სხვადასხვა ელემენტებისთვის, როგორიც არის, მაგალითად, ნიჟარა განსხვავებული ფერი შეარჩიოთ, რათა სივრცეში სიახლე შემოიტანოთ.

აბაზანის გასაფორმებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ კერამიკული ფილები, ფაიფურის ქვა ან მოზაიკა, ასევე, ბუნებრივი ქვა და ა. შ. ეს პრაქტიკული და გამძლე ვარიანტები ფერების თავდაჯერებული არჩევანისთვის არის განკუთვნილი. მათ, ვისაც სივრცის უფრო ხშირად განახლება ურჩევნიათ, არჩევანი უნდა შეაჩერონ საღებავზე ან შპალერზე – დღესდღეობით ხელმისაწვდომია სპეციალური ტენიანობისადმი გამძლე ვარიანტების ფართო ასორტიმენტი.

რუბრიკა “ფერების” წარმდგენია კაპაროლი

გამორჩეული დიზაინის მქონე 6 მაღაზია თბილისში

CARL HANSEN & SØN – 13 მნიშვნელოვანი ფაქტი კომპანიის ისტორიიდან