in

ფერი, ფსიქოლოგია, დიზაინი

color; interior design and decorating inspiration

უპასუხეთ კითხვას: “თქვენი ნება რომ იყოს და არანაირი შეზღუდვა არსებობდეს, რა ფერში შეღებავდით სახლის კედლებს?“

როგორც წესი, უმრავლესობა თეთრს, ბეჟს ან რუხის სხვადასხვა ელფერს ირჩევს.  საყვარელ ფერს კი არავინ ასახელებს. იკითხავთ რატო? ხშირად პასუხი ნაკარნახებია უახლოესი ადამიანებისა და მეგობრებისგან წამოსული რეაქციის შიშით, რაც “ზედმეტად გამომწვევი” ინტერიერის შექმნას უკავშირდება.

ეჭვ გარეშეა, რომ ფერი ადამიანებზე გარკვეულ ზემოქმედებას ახდენს. ზოგიერთი ჩვენგანი ამას ყოველდღიურობაში ვერ აღიქვამს, მაგრამ არსებობს სამი ელემენტი, რომელიც ამ პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ფერი, ფსიქოლოგია და დიზაინი კონკრეტულ სიტუაცებში ჩვენს რეაქციებსა და ემოციებს განაპირობებს. ამ სამ ელემენტს ტანსაცმლის, ჩვენი სახლების დიზაინის, კომფორტის ზონებისა და ავტომობილის ფერის შერჩევის დროსაც კი დიდი ზეგავლენა აქვს ჩვენზე.


მეცნიერების თქმით, ფსიქოლოგია კავშირშია მზის სხივებზე თვალის რეაქციასთან და ინფორმაციის ტვინში გადაცემასთან. იმპულსი, რომელიც ტვინში წარმოიქმნება, ემოციონალური რეაქციების ნარევს გამოიწვევს. ფერებთან დაკავშირებული აქტივობა შეიცავს ოთხ ელემენტს: შუქის წყაროს, ობიექტს, თვალებს, რომლებიც ობიექტიდან არეკლილ შუქს ღებულობენ და ტვინს, რომელიც აღნიშნული შეგრძნებების ინტერპრირებას ახორციელებს.

რა კავშირი აქვს მოცემულ ინფორმაციას დეკორთან და დიზაინთან? -ეს ოპტიკური დიაპაზონის ელექტრომაგნიტური გამოსხივების ხარისხობრივი დახასიათებაა, რომელიც ფერის მხედველობითი შეგრძნების საფუძველზე წარმოიქმნება. ფერებს თავიანთი განსაკუთრებული მახასიათებლები აქვთ. ისინი უპირველეს ყოვლისა ტალღური დიაპაზონის სპექტრზეა დამოკიდებული.

წითელი ნიშნავს სითბოს, სიმდიდრესა და დიდებულებას. ის ყურადღებას მისი მოკლე ტალღით იპყრობს, რომელიც თვალებისთვის ცეცხლის სწრაფ ეფექტს იძლევა. წითელს, ზომიერ ფარგლებში, დრამატული შეუძლია იყოს, მაგრამ სიჭარბის შემთხვევაში, შეუძლია წარმოშვას სენსორული გადატვირთვა. თუ ეფექტი, რომელსაც თქვენი დიზაინისთვის ეძებთ,  ენერგიას და ძლევამოსილებას ითხოვს, აუცილებლად გამოიყენეთ ბევრი წითელი.

მწვანე გვახსენებს ბუნებას, ხეებს, ბალახსა და მცენარეებს. თვალის აღქმისთვის, სხვადასხვა ელფერის მიხედვით, ის გრილ, მშვიდ და მსუბუქ ფერად ითვლება.

ლურჯი, არსებულ ფერთა გამას შორის, გრილ ფერად ითვლება. ის სივრცესთან, ცისა და ოკეანის მსგავსად, რეზონირებს. მუქი ლურჯი ასოცირდება პროფესიონალიზმთან. ტოპ მენეჯერები ხშირად ატარებენ ლურჯ ან სერ პიჯაკებს.

მოყვითალო მოყავისფრო და ღია ყავისფერი თბილი და მეგობრული ფერებია. ისინი ძალიან პოპულარულია და გამოიყენება ბევრ ოთახში.

ვარდისფერი გულისხმობს შთაგონებას და სინატიფეს. ბევრი საბავშვო წიგნი და სათამაშო ოთახი თავიანთ ფერთა სქემაში ვარდისფერს შეიცავს. განსაკუთრებულად მიღებულია ღია ვარდისფერი.

ნარინჯისფერი გვთავაზობს სითბოს, სინათლესა და ენერგიას. ზომიერი რაოდენობით ის ძალიან დეკორატიულია. ზოგიერთი ადამიანი თვლის, რომ ნარინჯისფერი წარმატებას უწყობს ხელს.

კრემისფერი ანუ სპილოს ძვლის ფერი განასახიერებს სინათლეს, სითბოსა და მხნეობას. მას ძირითადად ცუდი განათების მქონე შენობებისთვის იყენებენ. თავისუფლად შეიძლება დიზაინში მისი დიდი რაოდენობით გამოყენება, განსაკუთრებით კედლებზე და ჭერზე.

იისფერი, ქლიავისფერი და ლავანდისფერი – თბილი ფერებია, რომლებიც მეტყველებენ დიდებულებაზე, სამეფო ძალაუფლებასა და ღირსებაზე. სამეფო ოჯახის წევრები იისფერ სამოსს ხშირად ატარებენ. დიზაინერების უმეტესობა სახლში მისი ზომიერად გამოყენების რეკომენდაციას იძლევა. ფსიქოლოგია კვლავ პირველ ადგილზე გამოდის. თუ თქვენი პიროვნება სამეფო მასშტაბისაა, სახლში, ტასაცმელსა თუ აქსესუარებში, ეს ფერები თამამად აირჩიეთ.


ოქრო და ვერცხლი ნიშნავს სიმდიდრეს, მათი გამოყენება მოპირკეთებაში და სხვა ადგილებში აუცილებლად მიიპყრობს ყურადღებას.


შავი და თეთრი ითვლება ნეიტრალურ ფერებად. ეს ფერები შექმნის კონტრასტს და ფაქტიურად სხვა ფერების აქცენტირებას მოახდენს.

ბევრ სახლში ძირითადად ერთი ფერის სხვადასხვა ტონალობა გამოიყენება. ეს თვალისთვის მსუბუქ ნაკადს ქმნის. მაყურებლის ფსიქიკისთვის მკვეთრი ბიძგების გარეშე. მეორეს მხრივ, მხატვრები, მუსიკოსები და სხვა ბევრი შემოქმედებით ადამიანი საჭიროებს ფერებს. ისინი თავიანთი ტვინის მარჯვენა ნახევარსფეროს გამოყენებაში უფრო დახელოვნებულნი არიან, სადაც მეცნიერულად დადასტურებულია, რომ შემოქმედებითი აზროვნება ხდება. ადამიანები, რომლებიც უპირეტესად მარცხენა ნახევარსფეროს იყენებენ, უფრო მეთოდურები და პრაქტიკულები არიან ვიდრე მათი მარჯვენამხრიანი კოლეგები, რომლებსაც უჩვეულო და მოულოდნელი უფრო იზიდავთ.

თუ თქვენი მიზანია, რომ თქვენს სახლში დეკორატიული აქსესუარები დომინირებდნენ, მაშინ არჩევანი ნეიტრალური ფერის კედლებზე შეარჩიეთ. პროექტირების ან მოპირკეთების დროს გაითვალისწინეთ, რომ მთავარი ადგილებია იატაკი, კედელი და ჭერი. მეორადი – ფაჯრების ზონა და რბილი ავეჯის დიდი საგნები. და მესამეხარისხოვანი – სკამები, სურათები, ლამფები, ბალიშები და სხვა მსგავსი აქსესუარები.

დღევანდელობაში ფერების გამოყენება მოდურია და სულ უფრო მეტი ინტერიერის ავეჯისა და ტანსაცმლის დიზაინერი ასახავს ამ ტენდენციას თავის საქმიანობაში. ისინი ფერების ადამიანის ემოციურ სისტემაზე ზეგავლენას ეფუძნებიან. ზოგიერთი საავადმყოფო ირჩევს წითელ ფერებს ზომიერი რაოდენობით, ვინაიდან ეს მგრძნობიარე და თბილი ფერია, რომელიც სასიცოცხლო ძალისა და ენერგიის გამომხატველია და დეპრესიას შეამსუბუქებს. ასეთივე ლოგიკა იხმარება სახლის დიზაინის დროს.

თუ თქვენ მიეჩვიეთ თქვენს ტელეფონსა და სხვა თანამედროვე ხელსაწყოებს, ფერების მსხვილ მწარმოებლებს მათი ამორჩევის დახმარებისათვის უკვე თავიანთი აპლიკაციები გააჩნიათ. ეს აპლიკაციები კარგად დაგეხმარებათ, ვინაიდან ყველას არა აქვს მხატვრის თვალი და არ შეუძლია კარგი დიზაინერის დაქირავება.

და ბოლოს, თქვენი პირადი კერის თუ ფეშენებელური აპარტამენტების გაფორმებისას გახსოვდეთ სამი ჯადოსნური სიტყვა:

ფერი, ფსიქოლოგია, დიზაინი

Homeis-ის 3 რჩეული ბინა ტერასით Airbnb-ზე

ტექნოლოგიები და დიზაინი