საძინებლისთვის ნათელი და მკვეთრი ფერების შერჩევა ერთი შეხედვით მოულოდნელი, თუმცა საკმაოდ საინტერესო გადაწყვეტილებაა. როგორც წესი, ამ სივრცეში ადამიანებს უფრო მშვიდი და ნეიტრალური ჩრდილები სურთ, რათა ოთახი მაქსიმალურად მყუდრო და წყნარი იყოს, მაგრამ თქვენი საყვარელი თამამი ფერების გამოყენებით შეგიძლიათ საძინებელში ძალიან ინდივიდუალური და გამორჩეული ხასიათის შექმნა.
კაშკაშა ტონებისა და მუქი აქცენტების ერთობლიობას სივრცეში სიმყუდროვის განცდა მოაქვს ისე, რომ ოთახი თვალისთვის გამაღიზიანებელი და გადაჭარბებულად ენერგიული არ არის. ასეთი კომბინაციებისთვის ხშირად იყენებენ ისეთ ჩრდილებს, როგორებიცაა ყვითელი, მწვანე, ნარინჯისფერი და სხვა.
დღევანდელ სტატიაში ექვს ნათელ ფერს შემოგთავაზებთ, რომლებიც ინტერიერის დიზაინერებმა საგულდაგულოდ შეარჩიეს საძინებლის დიზაინისთვის და ბოლო დროის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ტენდენციად აქციეს.
სალბისფერი მწვანე
ეს ფერი განსაკუთრებით უხდება ყვითელ, იისფერ და წითელ ფერთა პალიტრას და მათი ერთად გამოყენების შემთხვევაში, მკვეთრი სიმწვანე სასიამოვნოდ არის დაბალანსებული. ეს ხდება იმის გამო, რომ სალბისფერს კარგად ესმის ფერების თეორია და ოთახს არ ანიჭებს ძალიან მკვეთრ და ნათელ ჩრდილებს, ამის ნაცვლად იგი უფრო რბილ და მშვიდ ბალანსს ქმნის სხვა შედარებით უფრო თბილ ფერებთან.
ასეთ მწვანე ფერს შეიძლება მოუხდინოთ მკვეთრი წითელი ფერიც კი, რადგან ისინი ერთმანეთთან შესანიშნავ კონტრასტს შექმნიან და სივრცეს ჰარმონიულ ხასიათს სძენენ. ამასთან, სალბისფერს აქვს ნაცრისფერი შტრიხებიც, რის გამოც ის სივრცეს დამატებით ბუნებრივ აქცენტებს ანიჭებს.
მდოგვისფერი ყვითელი
თამამი მდოგვისფერი შეიძლება საუკეთესო არჩევანი არ ჩანდეს მშვიდი და ბუნებრივი განწყობის მქონე საძინებლის მოსაწყობად, მაგრამ როდესაც ის ღრმა, ელეგანტურ და წყნარ ტონებთან არის დაბალანსებული, სივრცეში ძალიან მყუდრო და დამაინტრიგებელი შეგრძნება იღვიძებს. ასეთი ფერისთვის იდეალურია მუქი ლურჯი, რომელსაც აქვს დამამშვიდებელი თვისებები და შეუძლია, რომ ყვითლის სიკაშკაშე სასიამოვნოდ გაანეიტრალოს.
ვარდისფერი
ვარდისფერი წარმოუდგენლად მრავალმხრივი და მდიდარი ფერია, რომელიც თანამედროვე ფერთა ტენდენციებში ერთ-ერთ მოწინავე ადგილს იკავებს და დიზაინერებს მისი გამოყენება განსაკუთრებით მოსწონთ ნაცრისფერ ჩრდილებთან ერთად. ეს ფერი შესანიშნავია საძინებლის დიზაინისთვის, რადგან არის ნათელი და გონებას გამოღვიძებაში ეხმარება, თუმცა არ იწვევს თვალის ზედმეტ გაღიზიანებას.
მუქი წითელი
საძინებელი, რომელსაც წითელი აქცენტები აქვს, გამოიყურება როგორც ოპტიმიზმითა და დადებითი ემოციებით სავსე სივრცე, არის ძალიან დახვეწილი და ქმნის დასრულებულ, კარგად გააზრებულ ინტერიერს. იმისთვის, რომ წითელი ოთახში ძალიან კაშკაშა და ნათელი არ იყოს, ინტერიერის დიზაინერები გთავაზობენ მის შედარებით მუქ, შინდისფრის მსგავს ჩრდილს, რომელსაც აქვს მოულოდნელი და ძალიან ელეგანტური ხასიათის შექმნის შესაძლებლობა.
ტერაკოტა
ტერაკოტა დღეს ასევე ერთ-ერთი ძალიან პოპულარული ფერია, რომელსაც ახასიათებს თბილი ტონი და ადამიანებში მზესა და ბუნებასთან სიახლოვის შეგრძნებას აღვიძებს. ეს ფერი ძალიან დამამშვიდებელი და მყუდროა, რის გამოც იდეალური არჩევანია საძინებლის დიზაინისთვის.
ცისფერი
ტერაკოტას მსგავსად, ცისფერი ქმნის უხილავ კავშირს ცასთან, ბუნებასთან და ზაფხულის სასიამოვნო მოგონებებთან. სწორედ ამიტომ, ამ ფერით გაფორმებულ საძინებელში გაღვიძება ყოველთვის ძალიან ამაღელვებელი და სასიამოვნოა. მის გასანეიტრალებლად და სივრცეში კონტრასტის შემოსატანად, ინტერიერის დიზაინერები გირჩევენ თბილი ვარდისფრის და მომწვანო ელფერების გამოყენებას.
რუბრიკა “ფერების” წარმდგენია კაპაროლი