კერამიკული ფილები სივრცის გაფორმების ერთ-ერთი უნიკალური გზაა. გადის დრო, იცვლება დიზაინის ტენდენციები, თუმცა, ფილები ყოველთვის რჩება იმ “ინსტრუმენტად”, რომლითაც სივრცე უფრო კლასიკურ და მყუდრო ადგილად გადაიქცევა ხოლმე. მიუხედავად იმისა, რომ ფილები ხშირად გონებაში მხოლოდ კონკრეტულ ადგილას წარმოგვიდგენია, არსებობს მრავალი გზა, გამოვიყენოთ ისინი სახლის სხვადასხვა ნაწილში. მაშ ასე:
შემოსასვლელი
ეს არის პირველი ადგილი, რომელსაც ხედავთ, როდესაც სახლში შედიხართ, ამიტომ შესასვლელი არის შესანიშნავი სივრცე საიმისოდ, რომ იზრუნოთ მის დიზაინზე. რა გააფორმებს შემოსასვლელ სივრცეს, თუ არა ფილები – დააგდეთ რამდენიმე კვადრატულ მეტრ იატაკზე ფერადი ფილები ან გამოიყენეთ შავი და თეთრი, თუკი გსურთ, რომ კლასიკური სტილის მიმდევარი ხართ.
სამრეცხაო
რა თქმა უნდა, სამრეცხაო ოთახი არის თქვენი სახლის სამუშაო ადგილი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ თქვენ იქ არ შეგიძლიათ გაერთოთ – ეს ნამდვილად იდეალური ადგილია ექსპერიმენტებისთვის და სარისკო დიზაინ გადაწყვეტებისთვის. შესაბამისად, ფილებით მორთული კედელი მაშინაც კი მოგგვრით სიამოვნების განცდას, როცა სარეცხ მანქანაში მოსათავსებელ ნივთებს დაახარისხებთ. თანაც – ფილები მარტივად იწმინდება და ასეთი ოთახისთვის ზედგამოჭრილია.
ბუხრის ოთახი
ხშირად ნებისმიერ საცხოვრებელ სივრცეში ბუხრის ოთახი, ანდაც უბრალოდ მისაღები სივრცე ყოველთვის ყურადღების ცენტრშია. ყურადღებას კიდევ უფრო მიიქცევს ეს ოთახი, თუკი მას მონოქრომატული ფილებით გააფორმებთ. აქვე პროფესიონალური რჩევა: ეცადეთ, ავეჯი ფილების გარშემო სადა იყოს, რათა ფილებით მოპირკეთებული ადგილი გამორჩეულად გამოიყურებოდეს.
სახლის ოფისი
ახლა, როდესაც ჩვენ ყველანი უფრო ინტენსიურად ვმუშაობთ სახლიდან, ვიდრე ოდესმე, კარგი დროა სამუშაო სივრცის დიზაინზე საზრუნავად. რატომაც არ უნდა გამოვიყენოთ აქ სახალისო ფილებით მორთული იატაკი? მსგავსი ფილები ისევე იწვევს ენერგიისა და კრეატივის დონის ამაღლებას, როგორც ნამუშევრები კედელზე.
ბარი
მიუხედავად იმისა, აქ ყავას მიირთმევთ თუ კოქტეილს, სახლის ეს ნაწილი პოტენციურად ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ადგილია და მისი ფილებით მოპირკეთება დაგეხმარებათ ბარის დიზაინის გამრავალფეროვნებაში. ეს ის ადგილია, სადაც შეგიძლიათ ნამდვილად გამოიყენოთ თამამი დიზაინი.
საპირფარეშო
გადააქციეთ ეს ადგილი სპას მსგავს სივრცედ, ფილებით მოპირკეთებული აქცენტიანი კედლით, რომელიც საკმაოდ ელეგანტური იქნება. ამიტომაც, შეგიძლიათ, ბანალური სველი წერტილი გამორჩეულ სივრცედ აქციოთ.