in

5 წესი, რომელიც ფრანგული ინტერიერის დიზაინის შექმნაში დაგეხმარებათ

ფრანგული ინტერიერის დიზაინს აქვს ჯადოსნური ძალა, რომელიც ძალიან მოდურია და არ მოითხოვს ზედმეტ ძალისხმევას. ასეთი ინტერიერი ითვალისწინებს ლამაზი პროპორციების შექმნას და ორიგინალური დეტალების ხაზგასმას. ფრანგული დიზაინი, განსაკუთრებით კი პარიზული, ერთი შეხედვით ამოცნობადი კლასიკური დეკორით ხასიათდება. ძალიან გავრცელებულია პარკეტის იატაკი და კარნიზები XVIII საუკუნის სტილში, რაც შესაძლებლობას იძლევა, რომ სახლში შეუდარებელი კავშირი შევქმნათ წარსულსა და აწმყოს შორის. დღევანდელ სტატიაში რამდენიმე სასარგებლო რჩევას გაგიზიარებთ იმისთვის, რომ მარტივად შეძლოთ თქვენს ინტერიერში ფრანგული ესთეტიკის შემოტანა.

ქვეცნობიერის ძალა

ფრანგული სტილის საიდუმლო დახვეწილობაში მდგომარეობს. ნამდვილი პარიზელივით ცხოვრება სცილდება ესთეტიკას, ეს არის ცხოვრების წესი, რომელიც მოდის ქვეცნობიერიდან. ფრანგული დიზაინის გასაგებად უნდა გვესმოდეს, რომ ნამდვილი ელეგანტურობა არის მშვიდი ფუფუნების არსი და ასეთი ინტერიერი ხასიათდება დიზაინით, რომელიც ამაღლებულია მისი სიმარტივით და არა გადატვირთულობითა და მდიდრული ნივთების ერთიანობით. პარიზული ცხოვრების სტილის მიმზიდველობა მოდის იმ დახვეწილი ნიუანსებიდან, რომლებიც ასახავს თავისუფლად ცხოვრების არსს.

კონტრასტი მარტივსა და ექსპრესიულს შორის

ფრანგული სტილი ითვალისწინებს კავშირის პოვნას ძველსა და თანამედროვეს შორის. ასეთი დიზაინი უნდა იყოს მინიმალისტური, მაგრამ ჰქონდეს კონტრასტული და მკვეთრი აქცენტებიც. ინტერიერის დიზაინი პარიზში ძალიან ზუსტი და მოწესრიგებულია, ოთახებში კედლის ფერები იდეალურადაა შერჩეული, შემდეგ კი მარტივი ხდება მისი გაწყობა ავეჯით, ხელოვნების ნიმუშებითა თუ სხვა დეკორატიული ნივთებით.

ასეთი თამაში სუფთა სივრცეებსა და უფრო ექსპრესიულ ობიექტებს შორის საშუალებას გვაძლევს, ერთმანეთთან შევახამოთ განსხვავებული სტილი და ეპოქა. უფრო მეტიც, ინტერიერი რჩება ძალიან მოწესრიგებული და საინტერესო.

კულტურა

საფრანგეთს დიდი კულტურა და ისტორია აქვს. ფრანგებს ძალიან უყვართ ძველი შენობები და არქიტექტურა, რაც ინტერიერის დიზაინშიც აისახება. მათი არქიტექტურა უნიკალურია და ის, თუ როგორ ქმნიან ინტერიერს, სწორედ ამ არქიტექტურული ნიმუშებიდან არის შთაგონებული. ფრანგული დიზაინი ექსპორტირებულია მთელ მსოფლიოში, ასე რომ, თუ გსურთ ავთენტურობის განცდა შეიტანოთ თქვენს ცხოვრებაში, თვალი ადევნეთ მათ კულტურასა და ტენდენციებს.

სიმეტრიის პატივისცემა

ზოგიერთი თანამედროვე ინტერიერის დიზაინერისთვის ასიმეტრია არის ინსტრუმენტი, რომელიც განასხვავებს თანამედროვე და კლასიკური ინტერიერის დიზაინს. თუმცა, პარიზულ დიზაინში სიმეტრია არის ის, რაც აკავშირებს ძველსა და ახალს. პარიზული დეკორებისთვის საკმაოდ უნიკალურია გარკვეული სიმეტრია, სადაც ყველა ელემენტი საგულდაგულოდ არის გააზრებული, დაწყებული ჭერიდან და კედლებიდან, დასრულებული კედლის ნახატებითა და დეკორაციებით.

სოციალური სივრცეები

ფრანგულ დიზაინში დიდი ყურადღება ექცევა იმას, თუ როგორ არის მოწყობილი სტუმრების მისაღებად განკუთვნილი სივრცეები. ელეგანტური მისაღები სივრცე არის ფრანგული მიდგომებისა და ინტერიერის ბუნებრივი მახასიათებელი, ასე რომ, თუ გსურთ ნამდვილი პარიზული საცხოვრებელი შეიქმნათ, დიდი ყურადღება დაუთმეთ იმაზე ფიქრს, თუ როგორი სტილის დიზაინი იქნება კომფორტული და დახვეწილი თქვენი სტუმრებისათვის.

რუბრიკის წარმდგენია დეველოპერული კომპანია ბლოქსი 

უძრავი ქონების გამოფენა – მთავარი პლატფორმა ბინის შეძენის მსურველთათვის 26-28 აპრილს ელის დამთვალიერებელს

მარმარილო თუ გრანიტი? — რა განსხვავებაა მათ შორის და როგორია მათი ფასი ქართულ ბაზარზე