in

PLEASE WAIT to be SEATED – ორიგინალური სტილის მქონე დიზაინის “თავაზიანი” ბრენდი

PLEASE WAIT to be SEATED არის დანიური დიზაინის კომპანია, რომელიც 2014 წელს ინტერიერის ყოფილმა ფოტოგრაფმა, ტომას იბსენმა დააარსა. დღეს ის ბრენდის კრეატიული დირექტორია და პროდუქციის დიზაინის შექმნაზე მუშაობს. 2016 წლის სექტემბერში კომპანიას პიტერ მალერ სერენსენი შეუერთდა როგორც აღმასრულებელი დირექტორი და თანამფლობელი. ამ უკანასკნელს, რომელიც ასევე გამგეობის წევრი და მრჩეველია, აქვს მრავალწლიანი გამოცდილება ბრენდინგის, დიზაინისა და ავეჯის ინდუსტრიაში.

როგორც ბრენდის წარმომადგენლები ამბობენ, მათი მიზანია, წარმოადგინონ ისეთი დიზაინები, რომლებსაც აქვთ კლასიკური ხასიათი.

“სანამ ახალ დიზაინს შევქმნით, ჩვენ ყოველთვის ვეკითხებით საკუთარ თავს: გახდება თუ არა ეს დიზაინი მთლიანობაში გრძელვადიანად აქტუალური, ჩვენ შეგვეძლება ის ჩვენ შვილებამდე მივიტანოთ?”

ბრენდი გამოირჩევა დეტალებზე ორიენტირებულობით, ხარისხით, გამორჩეული მასალებითა და მდგრადობით. ხშირად PLEASE WAIT to be SEATED აკეთებს კოლაბორაციულ პროექტებს მსგავსი იდეოლოგიისა და სტილის ბრენდებთან, მხატვრებთან, დიზაინერებთან.

“კითხვაზე, თუ რატომ არის კომპანიის სახელი “გთხოვთ დაელოდოთ ადგილს”, ჩვენ ვპასუხობთ, რომ ჩვენი სახელი აჯამებს ვინ ვართ ჩვენ – თავაზიანი ადამიანები ინტერიერისადმი დიდი ინტერესით, იუმორის გრძნობით და, რაც მთავარია, ორივე ფეხი მყარად გვაქვს მიწაზე დადგმული. ასე რომ, შემდეგ ჯერზე, როცა აღმოჩნდებით რესტორანში მაგიდის მოლოდინში და დაინახავთ ნიშანს, იფიქრეთ ჩვენზე,” – ამბობენ ბრენდის წარმომადგენლები.

დღესდღეობით კომპანია აწარმოებს: სკამებს, მაგიდებს, სანათებს, აქსესუარებს, დივნებს. გადავწყვიტეთ, მისი ფართო ასორტიმენტიდან რამდენიმე გამორჩეულ ნამუშევარზე გიამბოთ.

ერთმანეთთან დაკავშირებული სამი ხის ნაჭრისგან დამზადებული AHM სკამი აცოცხლებს ადრეული 1950-იანი წლების დახვეწილ სტილს თანამედროვე კუთხით. ის იდეალურია სახლისთვის, ოფისისთვისაც ან სულაც საზოგადოებრივი სივრცეებისთვის.
მსუბუქი, ელეგანტური, პრაქტიკული, ორგანული და გლუვი და ელეგანტური – ასე შეგვიძლია დავახასიათოთ AHM სკამი.

PODGY ცდილობს შექმნას ზუსტი განათება, რომელიც ემსახურება ყოველდღიური ცხოვრების საჭიროებებს. ის წარმოადგენს სკანდინავიური დიზაინის მემკვიდრეობის რამდენიმე კლასიკური ელემენტის შერწყმას, რომელიც კონცენტრირებულია კომპოზიციასა და მასალაზე. PODGY არის ალუმინის კონსტრუქცია, რომელიც ასხივებს სასიამოვნოდ დიფუზურ შუქს, ასევე უზრუნველყოფს მიმართულ/ფოკუსირებულ განათებას.

ტოკიოს სამაგიდო ნათურა შემოღებულ იქნა 1980 წელს შიგეაკი ასაჰარას მიერ და ცოტა ხნის წინ PLEASE WAIT to be SEATED-მა ის განახლებული დიზაინით დააბრუნა. ეს კლასიკური და ელეგანტური სანათი ასევე გამოირჩევა ფუნქციონალურობითა და მოქნილობით. განათების ინტენსივობის და რეგულირებადი ფორმის გათვალისწინებით, ტოკიოს სამაგიდო ნათურა რელევანტურია, როგორც მუშაობის დროს, ისე – კითხვისა და განტვირთვისთვის.

MIMESIS არის ძველი ბერძნული ტერმინი, რომელიც ეხება იმიტაციისა და მიმიკის ესთეტიკას, კონტრასტს გარეგნობასა და რეალობას შორის. MIMESIS თავისი ძლიერი და მკაფიო ხაზებით აირეკლავს მის გარშემო არსებულ ასიმეტრიულ გამოსახულებას.
როგორც ლუის კეროლის ალისამ აღმოაჩინა, ეს არის ერთგვარი კარი სხვა სამყაროში.

Keystone ერთგვარად არქიტექტურული ფორმების კომბინაციაა, თუმცა, ყველაზე ორიგინალური ამ ამბავში ისაა, რომ ეს ნამუშევარი სკამია. სკამი მოიცავს სამ ავტონომიურ, მაგრამ სიმბიოზურ ელემენტს: ბეტონის უკანა ნაწილს, ნაზად მოხვეულ, კერამიკულ თაღს და რეზინის ბუდეს.

სკამი თავდაპირველად იყო 450 კილოგრამიანი ქანდაკება, რომელიც გამოიფინა მილანის სამხატვრო გალერეაში 2014 წელს. თომას იბსენმა PWtbS– დან ჰოლანდიელ დიზაინერებს მიმართა: „რატომ არ უნდა გავხადოთ ეს 30 კილო და არ დავსხდეთ მასზე?” მას შემდეგ, სკამი გახდა კოლექციონერის ნივთი, რომელიც გაიყიდა გალერეებსა და თანამედროვე ხელოვნების შოურუმებში მთელ მსოფლიოში.

ქართული სასურსათო პროდუქტის კონცეპტუალური მაღაზია „წერტი“ – Dadiani Architects-ის ნამუშევარი

ანმერ ჰოლი, ჰერცოგ და ჰერცოგინია კემბრიჯელების ქალაქგარე სახლი ნორფოლკში