პლინტუსი დიდი ხნის განმავლობაში მოიაზრებოდა როგორც კედლისა და იატაკის შეერთების დაფარვისა და იატაკზე არსებული ხარვეზების აღმოფხვრის საშუალება, თუმცა დღეს აღარავინ დავობს, რომ მას საკმაოდ მნიშვნელოვანი დეკორატიული დატვირთვაც გააჩნია ინტერიერში. ამ აქსესუარს შეუძლია უამრავი დიზაინერული ჩანაფიქრის განხორციელება და ინტერიერის სრულყოფა.
პლინტუსების დასამზადებლად, როგორც წესი, გამოიყენება ხე, MDF, HDF, პლასტმასი და იშვიათად ქვა ან რეზინი. თითოეული მათგანის შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, რომ მასალა მაღალი ხარისხის მახასიათებლებით გამოირჩეოდეს, რათა მექანიკური თუ სხვა სახის ზემოქმედების შედეგად, პლინტუსი არ დაზიანდეს ან ვადაზე ადრე არ გახდეს საჭირო მისი დემონტაჟი და ახლით ჩანაცვლება. სწორედ ამიტომ, დღევანდელ სტატიაში იმ კომპანიების ჩამონათვალს შემოგთავაზებთ, სადაც სხვადასხვა გემოვნებაზე მორგებული პლინტუსების შეძენას შეძლებთ.
გერმანული სახლი • Deutsches Haus