in

რა განსხვავებაა პრემიუმ ხაზის ტექნიკასა და სტანდარტული კლასის ტექნიკას შორის?

თუ სახლის მოწყობა თანამედროვე, მდგრადი, ხარისხიანი და მიმზიდველი ტექნიკით გსურთ, გირჩევთ, ბრენდული ნაწარმი შეიძინოთ და სივრცე ინოვაციური ტექნოლოგიებით აღჭურვოთ. ცხადია, უმაღლესი ხარისხის პროდუქტის შეძენა დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, თუმცა, აღსანიშნავია, რომ პრემიუმ-კლასის ტექნიკა ღირებულების შესაბამის ხარისხს გთავაზობთ და  დიდი ხნის განმავლობაში გემსახურებათ.

დღეს იმ ძირითად განსხვავებებს გაგაცნობთ, რომლებიც პრემიუმ-კლასის ტექნიკასა და სტანდარტული ტიპის ტექნიკას შორის არსებობს.

1. ხარისხი

საყოველთაოდ ცნობილია, რომ პრემიუმ-კლასის პროდუქცია, ხარისხის თვალსაზრისით, გაცილებით აღემატება სტანდარტულ, საშუალო კლასის  ნაწარმს. ბრენდები დიდ დროსა და ენერგიას უთმობენ თითოეული მოდელის დახვეწასა და სრულყოფას. ამ ტიპის ტექნიკის დასამზადებლად მაღალი ხარისხის, ძვირადღირებული მასალა გამოიყენება, რაც პროდუქტის გამძლეობასა და მედეგობას უზრუნველყოფს.

2. მოხმარების ვადა

შესაძლოა, საშუალო და იაფფასიანი ნივთების შეძენით თანხა დაზოგოთ, თუმცა, იმისთვისაც უნდა იყოთ მზად, რომ პროდუქტი მალე გაფუჭდება ან დაზიანდება. ეს კი, საბოლოოდ, თქვენს ხარჯებს აორმაგებს. პრემიუმ-კლასის ტექნიკაში ერთჯერადად გადახდილი თანხა მისი ხანგრძლივი მოხმარების გარანტიაა. ამასთან, პრობლემის შემთხვევაში, ბრენდული მოდელის შეკეთებას მარტივად შეძლებთ.

3. დიზაინი

პრემიუმ-კლასის ტექნიკა მომხმარებელს დახვეწილ, ელეგანტურ მოდელებს სთავაზობს. მათ ადვილად განასხვავებთ სტანდარტული პროდუქციისგან. სრულყოფილი ფორმებით, მბზინავი ზედაპირებით, ფერთა მრავალფეროვანი არჩევანითა და ორიგინალური დიზაინით ამ ტიპის ტექნიკა მნახველს მარტივად იზიდავს. ბრენდული ნაწარმის ესთეტიკური მომხიბვლელობის გარანტია პროფესიონალ დიზაინერთა გუნდია, რომელიც დიდ რესურსს ხარჯავს პროდუქციის დიზაინის სრულყოფისთვის.

4. ინოვაციურობა

სამყარო ყოველდღე ვითარდება, შესაბამისად, ტექნოლოგიებიც იხვეწება და ტექნიკა ახალი, ინოვაციური სისტემებით იქმნება. აქედან გამომდინარე, ბრენდები მუდმივად მუშაობენ საკუთარი პროდუქციის გაუმჯობესებაზე და მომხმარებელს თანამედროვე პროგრამებით აღჭურვილ მოდელებს სთავაზობენ.  საშუალო ხარისხის ტექნიკისგან განსხვავებით, პრემიუმ-კლასის მოდელები ინოვაციურობით ხასიათდება და ჩვენს საჭიროებებს ზუსტად ერგება. უახლესი პროგრამებით აღჭურვილი ნაწარმი ყოველდღიურობას ბევრად უფრო მარტივსა და კომფორტულს ხდის.

5. ეკომეგობრულობა

დღეს დიდი ყურადღება ექცევა ეკოლოგიურად სუფთა, უსაფრთხო მასალის გამოყენებას, რომელიც არც ჩვენს ჯანმრთელობას დააზიანებს და გარემოსაც დაიცავს დაბინძურებისგან. პრემიუმ-კლასის პროდუქციის ერთ-ერთი უპირატესობა ისიცაა, რომ თითოეული მოდელი ეკომეგობრულია და ჯანსაღი, უსაფრთხო გარემოს შექმნას უწყობს ხელს.

ამ ფაქტორების გათვალისწინებით, უდავოა, რომ პრემიუმ-კლასის ტექნიკა გაცილებით ხარისხიანი, უსაფრთხო და ინოვაციურია, ვიდრე ბაზარზე ფართოდ გავრცელებული მოდელები. იგი ხანგრძლივი მედეგობითა და მდგრადობით გამოირჩევა.

რუბრიკის წარმდგენია “Miele Georgia”

ავტორი: მეკო მეტრეველი

ენობრივი რედაქტორი: სოფიო მენთეშაშვილი

ნოსარას ჩაის სახლი – LOOP Design Studio-ს პროექტი

არქიტექტურა, როგორც ეპოქის პორტრეტი – ინტერვიუ გაგა კიკნაძესთან