in

რომელი ბრენდის ღუმელი შევიძინო? – 5 შესაძლო ვარიანტი ქართულ ბაზარზე

სამზარეულოს ტექნიკა სახლში მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს, რადგან სრულფასოვანი, კომფორტული ცხოვრების აუცილებელი კომპონენტია. ნებისმიერი სამზარეულოს მთავარი ელემენტი ღუმელია, რომლის გარეშეც კერძების მომზადება წარმოუდგენელია. თანამედროვე სამყარო მაღალტექნოლოგიური და მრავალფუნქციური ღუმელების ფართო არჩევანს გვთავაზობს, რომლებიც ყოველდღიურობას გვიმარტივებს და საშუალებას გვაძლევს, უფრო ჯანსაღი და გემრიელი კერძები მოვამზადოთ. ცხადია, უპირატესობა პრემიუმ-კლასის მოდელებს ენიჭება, რომლებიც ხარისხით, მდგრადობით, დახვეწილი დიზაინით, სხვადასხვა პროგრამული სისტემითა (მათ შორის, ორთქლზე მომზადების რეჟიმით) და ენერგოეფექტურობით გამოირჩევა.

დღეს პრემიუმ-კლასის იმ ბრენდებზე გესაუბრებით, რომლებიც ღუმელების გამორჩეულ მოდელებს აწარმოებს. და რაც მთავარია, მათი შეძენა საქართველოშიც არის შესაძლებელი.

1. „Miele“ 

გერმანული პრემიუმ-კლასის ბრენდი „Miele“ 1899 წლიდან აწარმოებს უმაღლესი ხარისხის საყოფაცხოვრებო ტექნიკას. მრავალფეროვან  პროდუქციაში განსაკუთრებული ადგილს ღუმელები იკავებს, რომლებიც მდგრადობით, თანამედროვე ტექნოლოგიებითა და დახვეწილი დიზაინით გამოირჩევა. „Miele“-ს ღუმელი 20-მდე პროგრამითაა აღჭურვილი, აქვს ავტომატური შებრაწვის, გალღობის, ზედა და ქვედა ცხობის, გაგრილების და ორთქლზე მომზადების ფუნქციები. რაც მთავარია, მისი ზედაპირი არ იკრავს საჭმელს და სენსორული პანელით იმართება. თანამედროვე სტანდარტებით შექმნილი, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი ნებისმიერი კერძის, მათ შორის ცომეულის, მომზადებაში დაგეხმარებათ და თქვენს ინტერიერს უნიკალურ შტრიხებს შესძენს. პროდუქტის შეძენა „Miele Georgia“-ს შოურუმში, ჭავჭავაძის 49დ ნომერში შეგიძლიათ, რომელიც „Miele“-ს ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში.

2. „AEG

პრემიუმ-კლასის ტექნიკას აწარმოებს გერმანული ბრენდი „AEG“-ც, რომელიც თქვენი სამზარეულოსთვის გამორჩეულ ტექნიკას ქმნის და მაღალი სანდოობით გამოირჩევა. „AEG“-ს ღუმელები უჟანგავი ფოლადისგანაა დამზადებული, რაც მათ ხარისხს, მდგრადობასა და სიმტკიცეს განაპირობებს. მრავალფეროვანი დიზაინი მომხმარებელს დიდი არჩევანის საშუალებას აძლევს. პრემიუმ-კლასის მოდელები, რომლებიც სენსორულად იმართება, ენერგოეფექტურია და სხვადასხვა რეჟიმს აერთიანებს. მათი გამოყენებით განსხვავებული კერძების მომზადება უფრო სახალისო და მარტივია.

3. „Smeg

„Smeg“-ი საერთაშორისოდ აღიარებული იტალიური, პრემიუმ-კლასის ბრენდია, რომელიც ახალი თაობის ღუმელებს აწარმოებს. მათში გაერთიანებულია ტრადიციული და ორთქლზე გამოცხობის ფუნქციები, რათა კერძების მომზადება ბევრად უფრო სწრაფად და მარტივად შეძლოთ. „Smeg“-ის ენერგოეფექტური ღუმელი მაქსიმალურად დაზოგავს თქვენს დროსა და ენერგიას. ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი, რომელიც ჯანსაღი კერძების მომზადებისას თქვენს უპირობო დამხმარედ იქცევა, გარემოსთვის სრულიად უსაფრთხოა. გარდა ამისა, დახვეწილი დიზაინით გამორჩეული ღუმელი ინტერიერის მიმზიდველობაზეც იზრუნებს.

4. „TEKA

მრავალწლიანი ისტორიის მქონე გერმანული პრემიუმ-ხარისხის ბრენდი „TEKA“ მრავალფეროვან საყოფაცხოვრებო ტექნიკას გთავაზობთ, რომელიც მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში მაღალი მოთხოვნით სარგებლობს. „TEKA“ თანამედროვე, დახვეწილი დიზაინის ღუმელებს ქმნის, რომლებიც ენერგომოხმარების დაბალი მაჩვენებლითა და უსაფრთხოების მაღალტექნოლოგიური სისტემებით გამოირჩევა. მრავალფუნქციურობა, ციფრული ეკრანი და სენსორული მართვის პანელი მოდელებს ბაზარზე ერთ-ერთ მოთხოვნად პროდუქციად აქცევს. მაქსიმალური სისუფთავის დასაცავად ღუმელები თვითწმენდის ორმაგი სისტემითაა აღჭურვილი, რაც ჰიგიენურ გარემოს უზრუნველყოფს. „TEKA“-ში თქვენთვის სასურველი ზომისა და დიზაინის მოდელის შერჩევა ნამდვილად არ გაგიჭირდებათ.

5. „Bosch“

საყოველთაოდ ცნობილი გერმანული ბრენდი „Bosch“-ი პრემიუმ-კლასის ღუმელებს აწარმოებს, რომლებიც ყოველდღიურობას საგრძნობლად ამარტივებს. თანამედროვე ტექნოლოგიებით შექმნილი მოდელები მზადების მრავალფეროვან რეჟიმებს გთავაზობთ. „Bosch“-ის ღუმელებს ორთქლით გაცხელების ფუნქციაც აქვს, რაც მათი კიდევ ერთი უპირატესობაა. თანამედროვე სისტემებით აღჭურვილი პროდუქტი ნებისმიერი კულინარიული ექსპერიმენტის ჩატარების შესაძლებლობას მოგცემთ. რაც მთავარია, ღუმელები გარემოსთვის სრულიად უსაფრთხოა და დახვეწილი დიზაინითაც გამოირჩევა, რაც თქვენს ინტერიერს მეტ მომხიბვლელობას შესძენს.

ავტორი: მეკო მეტრეველი

რა სირთულეებთან არის დაკავშირებული კედელში ჩასაშენებელი ონკანის გამოყენება?

Henge – ავეჯის იტალიური ბრენდი, რომელიც სახლს უნიკალურ საცხოვრებელ სივრცედ აქცევს