in

წლევანდელი პრიცკერის პრიზი ენ ლაკატონსა და ჟან-ფილიპ ვასალს ერგოთ

2021 წლის პრიცკერის პრემია ენ ლაკატონსა (Anne Lacaton) და ჟან-ფილიპ ვასალს (Jean-Philippe Vassal), არქიტექტურული სტუდია Lacaton & Vassal-ის დამფუძნებლებს ერგოთ. 30-წლიანი თანამშრომლობის ისტორიის მანძილზე ფრანგების დუეტმა საყოველთაო აღიარება მოიპოვა თავიანთი უნიკალური კონცეფციისა და ხედვის წყალობით, რომლის მიხედვითაც არქიტექტურის დანიშნულება ადამიანთა ცხოვრების გამდიდრება და გაუმჯობესებაა.

ლაკატონი და ვასალი პრიცკერის პრემიის ლაურეატებად დღეს ტომ პრიცკერმა, The Hyatt Foundation-ის თავმჯდომარემ, დაასახელა. ისინი პრიცკერის პრემიის 49-ე და 50-ე ლაურეატები არიან. ამასთან ერთად, ენ ლაკატონი პირველი ფრანგი ქალია, რომელმაც ყველაზე პრესტიჟული არქიტექტურული ჯილდოს მოპოვება შეძლო.

Who Are Lacaton & Vassal? 15 Things to Know About the 2021 Pritzker Architecture Laureates,Anne Lacaton and Jean-Philippe Vassal. Photo courtesy of Laurent Chalet

The Hyatt Foundation-ის განცხადებით, დუეტს პრიცკერის პრემია არქიტექტურით ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესებისთვის გადაეცა – ლაკატონი და ვასალი საკუთარი პროექტებითა და მოდერნისტული მიდგომით ჩვენი დროის კლიმატურ, ეკოლოგიურ და სოციალურ გამოწვევებს პასუხობენ. ურბანული განსახლების იდეით დაინტერესებული დუეტი ხელმძღვანელობს “არასდროს განადგურების” პრინციპით – ისინი მაქსიმალურად ცდილობენ არსებული შენობების შენარჩუნებას, მათ ტრანსფორმაციას და პოტენციალის გამოვლენას. საერთო ჯამში, ლაკატონმა და ვასალმა კაცობრიობისთვის შეუფასებელი შრომა გასწიეს, უამრავ ადამიანს აჩუქეს ახალი ცხოვრების დაწყების შანსი, რის გამოც წელს პრიცკერიის პრემიით დაჯილდოვდნენ.

პრიცკერის პრემიის ჟიურის თქმით, Lacaton & Vassal-ის შემოქმედების რეალური ღირებულება სწორედ წლევანდელმა მოვლენებმა და კორონავირუსით გამოწვეულმა სოციალურმა კრიზისმა  დაგვანახა ნათლად – სტუდიის მიერ შექმნილი პროექტები საკრალურია მომავლის არქიტექტურისთვის. მათი კონცეფცია ინოვატორულად გვესახება, რადგან ლაკატონი და ვასალი საცხოვრებელ ფართებს მინიმალური ბიუჯეტით აფართოვებენ, ქმნიან ენერგოეფექტურ პროექტებს, იაზრებენ სახლებში სიმწვანის აუცილებლობას – ეს არქიტექტურული გადაწყვეტები მომავალში უამრავი ადამიანის სიცოცხლის მხსნელად შეიძლება მოგვევლინოს.

დუეტის მიერ მიღებული პრიცკერის ფულადი ჯილდო შედგება 100 000 დოლარიანი ფულადი გრანტისგან, ოფიციალური სერთიფიკატისგან ლაურეატის სტატუსის შესახებ და ბრინჯაოს მედლისგან. რა თქმა უნდა, პრიზი იმდენად მნიშვნელოვანი არაა, როგორც მისი სტატუსი, რომელიც არა მხოლოდ ახალ დამკვეთებს, არამედ მეტ შემოქმედებით თავისუფლებასაც იძლევა.

წარმოგიდგენთ არქიტექტურული სტუდია Lacaton & Vassal-ის მიერ შესრულებულ რამდენიმე აღსანიშნავ პროექტს:

Palais de Tokyo Expansion / Lacaton & Vassal | ArchDaily

2012 წელს შექმნილი გალერეა Palais de Tokyo, პარიზი, საფრანგეთი

Lacaton & Vassal: Get to Know 2021 Pritzker Winners' Built Work,© Philippe Ruault

2013 წელს შესრულებული Ourcq Jaures Student & Social Housing, პარიზი, საფრანგეთი

Lacaton & Vassal: Get to Know 2021 Pritzker Winners' Built Work,© Philippe Ruault

2010 წელს შესრულებული საერთო საცხოვრებლის პროექტი, ტრინიაკი, საფრანგეთი

Lacaton & Vassal: Get to Know 2021 Pritzker Winners' Built Work,© Philippe Ruault

2005 წელს შესრულებული Cité Manifeste Social Housing, მულოზი, საფრანგეთი

Lacaton & Vassal: Get to Know 2021 Pritzker Winners' Built Work,© Philippe Ruault

2008 წელს შესრულებული Management Sciences University, ბორდო, საფრანგეთი

მრავალფუნქციური შენობა მარშალ გელოვანის გამზირზე – სტუდია “მედუზას” პროექტი

Teeland Architects-ის მზიანი პროექტი ავსტრალიაში