in

მონოქრომული ინტერიერები საქართველოდან – 6 საინტერესო პროექტი

მონოქრომული ინტერიერი არის დიზაინის სტილი, რომელიც ნებისმიერი ადამიანისთვის მუდმივად მისაღები იქნება. მონოქრომული სახლის დიზაინი ძალიან მრავალმხრივი და შთამაგონებელია. ამ კომბინაციას მოაქვს კომფორტი და სიმყუდროვე და გამოირჩევა სივრცეში მშვიდი განწყობის შექმნის უნარით, ახასიათებს ლაკონიურობა, სიმარტივე და ფუნქციურობა და აერთიანებს თავისუფალ სივრცეებს.

მონოქრომული დიზაინი, როგორც წესი, შედგება ერთი ძირითადი ფერის სხვადასხვა ჩრდილებითა და ტონალობებით. ასეთი ფერთა სისტემა ძალიან უხდება ნებისმიერ ოთახს და მას განსაკუთრებულ ხიბლს ანიჭებს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, დღევანდელ სტატიაში რამდენიმე ქართულ პროექტს გაგაცნობთ, რომლებიც სწორედ მონოქრომული დიზაინით არის გამორჩეული და სახლის მოწყობის პროცესში შესაძლოა თქვენი შთაგონების წყარო გახდეს.

ბინა ფალიაშვილის ქუჩაზე

ამ ბინის ინტერიერი ძირითადად შავ-თეთრ ტონებშია გადაწყვეტილი და აქცენტების სახით აქ ვარდისფერი და ე.წ. “ბოთლისფერი” მწვანე გვხვდება. ბინის მეპატრონემ დეკორაციებისთვის გამოყენებული ნივთები თავად შეაგროვა და სადა, დახვეწილ ფერთა გამას მოარგო. მონოქრომულ სტილს განსაკუთრებით უხდება განათების სისტემაც, სწორედ ამიტომ ოთახებში დიდი რაოდენობით სანათები და მკრთალი, ელეგანტური შუქი გვხვდება.

იხილეთ პროექტი დეტალურად

ბინა მწვანე აქცენტით

ბინაში ხის იატაკი, მისაღები ოთახის ავეჯი, კარადები და საძინებლების დეტალები შესრულებულია ერთი ტონალობის ხის მასალისგან, რის ხარჯზეც მიღებულია მშვიდი, მყუდრო და მონოქრომული ინტერიერი, რომელსაც ახალისებს მწვანე აქცენტები. სივრცეში მნიშვნელოვან როლს თამაშობს დეკორატიული ღებვით მიღებული კედლები, რომლებიც საერთო ფონსა და ატმოსფეროს ქმნიან. მცირე კონტრასტის შემოსატანად დამატებულია სპილენძისფერი დეტალებიც.

იხილეთ პროექტი დეტალურად

ინტერიერი წითელი აქცენტებით

ეს პროექტი მთლიანად თანამედროვე სტილში და შავ-მონაცრისფრო აქცენტებშია გადაწყვეტილი. მონოქრომულ ფერთა სისტემას საინტერესოდ აბალანსებს წითელი სკამი, რომელსაც კონტრასტული შტრიხები და სიხალისე შემოაქვს სივრცეში. დომინანტურ როლს თამაშობს შავი მასიური მეტალის ტელევიზორის კედელი, სადაც ტელევიზორთან ერთად, წიგნები და აქსესუარებია მოთავსებული. ფერებისა და ავეჯის საინტერესო ბალანსის ხარჯზე, ბინა ძალიან მშვიდ და დახვეწილ იერსახეს იძენს.

იხილეთ პროექტი დეტალურად

ბინა საირმის ქუჩაზე

ბინა ახალგაზრდა წყვილს ეკუთვნის, რომლის მთავარი სურვილი ნათელი და თბილი გარემოს შექმნა იყო. ნათელი პასტელური ფერები ინტერიერში სიმშვიდესა და მყუდრო ატმოსფეროს ქმნის, ხისფერი დეტალები კი ბუნებრივ განწყობას აღძრავს. მონოქრომული ფერთა სისტემის დახმარებით, ბინა ძალიან სადა, მყუდრო და საინტერესოა.

იხილეთ პროექტი დეტალურად

ბინა ჭავჭავაძეზე

ინტერიერში გამოყენებულია თეთრი ფერის რამდენიმე გრადაცია, რომელთაც საინტერესოდ ეხამება ღია მწვანე, შავი და ნაცრისფერი აქცენტები. ასეთი ფერთა სისტემა ძალიან დახვეწილ და მყუდრო სივრცეს ქმნის. იმის გამო, რომ იატაკი და კედლები თეთრი ფერის ტონალობაშია გადაწყვეტილი, აქცენტი ავეჯსა და დეკორატიულ ელემენტებზე კეთდება. მთლიანობაში, პროექტი მინიმალიზმისა და კლასიკური სტილის გემოვნებიანი სინთეზით შესრულებული ნამუშევარია, რომელშიც სისადავე, ინდივიდუალიზმი, დახვეწილობა და ელეგანტურობა იგრძნობა.

იხილეთ პროექტი დეტალურად

ბინა ყიფშიძის ქუჩაზე

ინტერიერში ჭარბობს ღია ფერთა პალიტრა, რომელსაც შავი აქცენტები საინტერესოდ ეხამება. ღია ხისფერი იატაკი კრემისფერ კედლებსა და დახვეწილი დიზაინის ავეჯს ესადაგება, რომელსაც დეკორატიული განათება საოცარ მომხიბვლელობას სძენს. დამატებითი აქცენტების სახით დამატებულია მწვანე მცენარეები და ხისფერი დეტალები. ბინის საერთო ატმოსფერო ძალიან თანამედროვე და მყუდროა.

იხილეთ პროექტი დეტალურად

“იცხოვრე შენი ცხოვრებით” სათქმელად უფრო ადვილი, გასაბედად კი რთულია. ხშირად გაბედვა უნდა ერთი შეხედვით მარტივ საკითხებს, მაგალითად, სახლის საკუთარი გემოვნების მიხედვით მოწყობას. m2-ის კამპანია “გაბედე” სწორედ ამ საკითხზე გვაფიქრებს და კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ყველაფერი საინტერესო გაბედვით იწყება.

გაბედე, იცხოვრე შენი ცხოვრებით!

რუბრიკა „გაბედეს“ წარმდგენია m2

7 ადგილი თბილისში, სადაც ვიტრინას შეიძენთ

„SHARE Georgia” ფორუმზე წელს წამყვანი გლობალური სტუდიები წარსდგებიან, მათ შორის – „ZAHA HADID Architects“, „MVRDV“ და „UNStudio“