in

ProfilDoors – კარების საერთაშორისო ბრენდი უკვე საქართველოშია!

ProfilDoors არის საერთაშორისო ბრენდი და წამყვანი მწარმოებელი თანამედროვე შიდა კარების, გაღებისა და შენახვის სისტემების კუთხით.

კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ინტერიერის ყოვლისმომცველ გადაწყვეტებს თანამედროვე სტილში. წარმოებაში გამოყენებულია ინოვაციური ტექნოლოგიები, თანამედროვე მასალები და კარის წარმოების ინდუსტრიის საუკეთესო გლობალური მიღწევები.

ასორტიმენტი:

  • შიდა კარები
  • გასაგორებელი კარები და ტიხრები
  • კედლის პანელები
  • გარდერობი — შენახვის სისტემები
  • გაღების სისტემები
  • შესასვლელი კარები
  • ფურნიტურა

ProfilDoors 2002 წელს დაარსდა. კომპანია მას შემდეგ მუდამ სრულყოფილებისკენ ისწრაფვის და საკუთარ ძალისხმევას მიმართავს ინოვაციური გადაწყვეტების ძიებაზე, მსოფლიო ხარისხის სტანდარტების დანერგვასა და ასორტიმენტის უწყვეტ განახლებაზე. ამჟამად ProfilDoors-ს მთელი მსოფლიოს მასშტაბით განვითარებული სადისტრიბუციო ქსელი გააჩნია.

ProfilDoors ციფრებში

  • > 20 წელი ბაზარზე
  • > 950 კვალიფიციური თანამშრომელი
  • 43000 მ2 საწარმოო კომპლექსი
  • ხის შიდა კარების 10 სერია
  • ალუმინის შიდა კარების 11 სერია
  • ნატურალური ვინირების კარების 1 სერია
  • შესასვლელი კარების 6 მოდელი
  • > 40 ფერი
  • > 200 მოდელი

მეტაფორულად თუ ვიტყვით, ProfilDoors წარმოადგენს ისტორიას ცხოვრებაზე პროგრესული შეხედულებების შესახებ; ორიგინალური აზროვნების უნარს სტერეოტიპებისა და კლიშეების გარეშე; ტექნოლოგიის გამოყენებას ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად.

ადამიანები ყოველდღე ირჩევენ კარს, რომლის გაღებაც სურთ. მაგრამ საიდუმლო იმაშია, რომ სამყაროში, სადაც საზღვრები არ არსებობს, ყველა კარი ღიაა,” – აცხადებენ ბრენდის წარმომადგენლები

ProfilDoors-ში კარებს დეტალების სტანდარტულ კომპლექტად არ განიხილავენ. კომპანიაში მიიჩნევენ, რომ მთელი ყოველთვის უფრო მეტია, ვიდრე მისი შემადგენელი ნაწილების ჯამი. ამიტომ, ProfilDoors-ის ქარხანა არ არის მხოლოდ კარის კონსტრუქციების, კედლის პანელების და გაღების სისტემების მწარმოებელი. ეს არის ბრენდი ლაკონიური, მაგრამ დიდი ისტორიით თვითკმარი, პროგრესული და სამყაროსადმი გახსნილი ადამიანების ცხოვრების წესის შესახებ.

აღსანიშნავია, რომ ამიერიდან ProfilDoors-ის პროდუქცია საქართველოშიც არის ხელმისაწვდომი და სამშენებლო ჰიპერმარკეტებში შეგიძლიათ შეიძინოთ.

შუქ-ჩრდილების თამაშით შექმნილი საცხოვრებელი სახლი წყნეთში – სტუდია Abigroup-ის ნამუშევარი

აპექს დეველოპმენტი — გამორჩეული არქიტექტურა თბილისის ცენტრალურ უბნებში