in

Project Folie – პირველი ქართული კომპანია, რომელიც რემონტის და დეკორატიული ლესვის საკუთარი ხელით შესრულებას გასწავლით

Project Folie“ — მრავალფუნქციური სერვისის მქონე ქართული კომპანიაა, რომელსაც სულ მალე 1 წელი შეუსრულდება. მისი დამფუძნებელი, თაკო კამკამიძე პროფესიით არქიტექტორი და სამშენებლო-სარემონტო პროექტების მენეჯერია, რომელიც ამ მიმართულებით უკვე 15 წელია მუშაობს.

Project Folie“ ქართულ ბაზარზე იმითაა გამორჩეული, რომ რამდენიმე ტიპის მომსახურებას სთავაზობს მომხმარებელს და ერთ სივრცეში აერთიანებს სარემონტო, სამშენებლო, დიზაინის, დეკორატიული ლესვისა და სასწავლო-შემეცნებით მიმართულებებს.  კომპანია ახორციელებს ნებისმიერი სახის ინტერიერის დიზაინსა და არქიტექტურულ მომსახურებას; სამშენებლო პროექტის მართვას; სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობას; ძველი შენობების რეკონსტრუქციას; სხვადასხვა მასალისა და ვიზუალის დეკორატიულ ლესვას. ამას გარდა, პროექტის ავტორები ქმნიან დეკორატიული მასალით დამუშავებულ სახლის აქსესუარებს, სანათებსა და ქოთნებს, რომლებიც ხელნაკეთი, ორიგინალური დიზაინითა და ინდივიდუალური სტილით გამოირჩევა.

Project Folie“-ის გამორჩეული ნიშა დეკორატიული ლესვაა, რომელიც შედარებით ახალი მიმართულებაა ბაზარზე, თუმცა საქართველოსა და უცხოეთშიც დიდი პოპულარობით სარგებლობს. ის ფუნქციონალური და ორნამენტული შემოქმედებითი ნამუშევარია, რომელიც განსხვავებულ მხატვრულ სახეს, სტილსა და მიმზიდველობას სძენს ინტერიერსა თუ ექსტერიერს. მისი მთავარი უპირატესობა ისაა, რომ ამ ტექნიკით სხვადასხვა ზედაპირის დამუშავებაა შესაძლებელი და გარეგნულ უპირატესობასთან ერთად, დეფექტებისა და დაზიანებების დასაფარად გამოიყენება.

კომპანია სხვადასხვა მასალისა და ვიზუალის — ტოსკანას, გაჯის, ბეტონის, გრანიტის, ქვიშის ეფექტების მქონე დეკორატიულ ლესვასა და თქვენთვის სასურველი სტილის მიხედვით განსხვავებული ზედაპირისა და ჭერის დამუშავებას გთავაზობთ, რომელსაც დახვეწილი დიზაინი და შესრულების მაღალი ტექნიკა გამოარჩევს.

რაც შეეხება „Project Folie“-ის ნამუშევრებს ინტერიერის დიზაინის მიმართულებით, ისინი იაპონური ესთეტიკის მქონე „ვაბი-საბის“ სტილით ხასიათდება, რის გამოც კომპანიას ქართულ ბაზარზე უნიკალური ადგილი უჭირავს და ამ სფეროში მოღვაწე სხვა კომპანიებისგან საკმაოდ გამოირჩევა.

Project Folie“-ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა სასწავლო კურსები, რომელთა ფარგლებში შესაძლებელია დეკორატიული ლესვისა და ფილების დაგების მასტერკლასების გავლა. ამ ტიპის მომსახურება საკმაოდ უნიკალურია ქართულ ბაზარზე და ის მზარდი პოპულარობით სარგებლობს. ამ მხრივ განსაკუთრებით მოთხოვნადია დეკორატიული ლესვა, რომელსაც დიდი გამოხმაურება და დაინტერესება აქვს ქართველი მომხმარებლის მხრიდან. სწორედ ამიტომ, კომპანიაში მოყვარულებისთვის არსებობს ერთ დღიანი გაცნობითი ხასიათის მასტერკლასი და შემეცნებითი კურსი, რომლის ფარგლებში, პროფესიონალების დახმარებით, ამ დარგის სრულყოფილად შესწავლა და შემდგომში მისი პრაქტიკაში გამოყენებაა შესაძლებელი.

არანაკლებ მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ  „Project Folie“-ი გოგოების გუნდითაა დაკომპლექტებული და ქართულ ბაზარზე ერთადერთი ქალების სარემონტო ჯგუფია, ამიტომ ამ მიმართულებით არსებულ სტერეოტიპს ამსხვრევს. ამასთანავე, კომპანიის დამსახურებაა ისიც, რომ ერთი შეხედვით, „მამაკაცის საქმიანობამ“ სქესი დაკარგა და დღესდღეობით არაერთი ქალია დაინტერესებული დეკორატიული ლესვისა თუ სარემონტო საქმიანობის შესწავლით, რაც ამ სფეროს განვითარებასა და ქალების ჩართულობას უწყობს ხელს.

მიუხედავად იმისა, რომ „Project Folie“-ის დაარსებიდან არც თუ ისე დიდი დროა გასული, კომპანია დიდი გამოხმაურებითა და დაინტერესებით სარგებლობს. გარდა სარემონტო, სამშენებლო და ინტერიერის დიზაინის მომსახურებისა, მას გამოარჩევს დეკორატიული ლესვის განსხვავებული სტილის ნამუშევრები, ინდივიდუალური ხასიათის მქონე მრავალფეროვანი დეკორატიული ნივთები და სასწავლო მასტერკლასები, რომელთა დახმარებითაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს საკუთარი ხელით შეუძლია სარემონტო სამუშაოების შესრულება, ფილების დაგება და სხვადასხვა ზედაპირის დეკორატიული ლესვით დამუშავება, რაც დარგის წინსვლასა და პოპულარობას განაპირობებს.

[R]

ავტორი: მეკო მეტრეველი

“მოსიარულე” შენობა შანხაიში – როგორ შეუცვალეს ჩინელებმა ნაგებობას ადგილმდებარეობა

ხელნაკეთი ნივთებით შექმნილი სტუდიის დიზაინი მაჭავარიანის ქუჩაზე — პიტო სეთურის ნამუშევარი