ობიექტებისა და ინსტალაციების დიზაინერის, საბრინა მარსელისის მიერ შექმნილი პუფი ერთგვარად დონატს ჰგავს. ან, შეიძლება ის სულაც ანიმაციის გმირს – ბუხართან წრიულად დახვეულ გველს შევადაროთ. პუფი კომფორტულიცაა და თანამედროვეც – სწორედ ამიტომ დიზაინერი ამბობს, რომ სივრცეში ეს პუფი შეიძლება იყოს როგორც სკულპტურული ობიექტი, თუმცა კი, ამავდროულად, იყოს დასასვენებლად საუკეთესო საშუალება. პუფის ღირებულება $1,499-ია.
ფუმფულა ავეჯის ტენდენცია დროთა განმავლობაში სულ უფრო მეტად დამკვიდრდა და ის 2021 წლის საკმაოდ დიდი ტენდენციაა. ამ ტენდენციის დასაწყისში დგას Mario Bellini-ს “Cameleonda sofa”, რომელიც ინსტაგრამზე ძალიან სწრაფად გახდა პოპულარული. ბელინის დივნები საკმაოდ ძვირადღირებული სიამოვნებაა. მაგალითად, ამ დივნის საფასური $21,700-ს შეადგენს.
ბელინის დივანს მოჰყვა Faye Toogood-ის სავარძელი, რომლის მთავარ ღირსებასაც მასზე გადაკრული ბალიში წარმოადგენს. მსგავსად ზემოხსენებული დივანისა, ამ სავარძელმაც ძალიან დიდი პოპულარობა მოიპოვა. მისი ღირებულება $1800-დან $2100-მდე მერყეობს.
აქვე უნდა ვახსენოთ Michel Ducaroy-ს “კლასიკური ტოგო დივანი”, რომელიც პირველად 1973 წელს გამოუშვეს. ამ ავეჯს ბევრი მუხლუხოსაც ადარებს. 2021 წლის მარტში დივანის გაყიდვები 203%-ით გაიზარდა. მისი ღირებულება დღესდღეობით $3,475-ს შეადგენს.
Yabu Pushelberg-მა სულ ახლახან გამოუშვა “Pukka კოლექცია”, რომელიც რამდენიმე ტიპის ავეჯს აერთიანებს. აქ კი წარმოგიდგენთ დივანს, რომლის ღირებულებაც $2,425-ია.
შემდეგი არის Milana-ს სავარძელი, შექმნილი ხელოვნური საყრდენი ბალიშებისგან, რომელიც აშკარად იზიდავს მაღალი დიზაინის სამყაროს თვალს.
უნდა აღინიშნოს, რომ ყველა ეს ან მსგავსი ავეჯი ოდესღაც დიზაინის სრულიად სხვა მიმართულებებს ეკუთვნოდა. თუმცა, როგორც მოდა ბრუნდება, ისე ბრუნდება ავეჯის დიზაინიც – შეიძლება თანამედროვე, ტრანსფორმირებული ფორმით, თუმცა მაინც… არსებობს ტრენდები, რომლებიც არ ძველდება და ფუმფულა ავეჯის ტენდენცია ერთ-ერთია მათ შორის.