in

9 ადგილი თბილისში, სადაც პუფს შეიძენთ

ინტერიერის გასაახლებლად იდეალური გზა ახალი ავეჯის შეძენა და მის გადახალისებაა.  ერთ-ერთ ყველაზე კომფორტულ, მოსახერხებელ და ესთეტიკურად მომხიბვლელ მოდელად კი პუფი ითვლება. რბილი ავეჯის ეს ხაზი იდეალურია დასასვენებელი ზონის მოსაწყობად და ოთახში პოზიტიური განწყობის,  სიმყუდროვის შესაქმნელად. ნაზი ტექსტურა და განსხვავებული დიზაინი სივრცეს ახალ სიცოცხლეს, მიმზიდველობას მატებს და სახლში ყოფნას კიდევ უფრო სასიამოვნოს ხდის. დღევანდელ სტატიაში გაგაცნობთ იმ ადგილებს, სადაც თქვენთვის სასურველ პუფს შეიძენთ.

1. Bean Bag Gallery 

Bean Bag Gallery“ პუფების მოყვარულთა ერთ-ერთი გამორჩეული ადგილია, რადგან აქ უამრავი დიზაინისა და ფორმის პუფი დაგხვდებათ, რომლებიც განსხვავებული სტილის ინტერიერს იდეალურად მოერგება და სახასიათო განწყობას შეიტანს სივრცეში. ფერადი მოდელები ზამთრის სუსხიან დღეებს გაგიფერადებთ და კომფორტულ გარემოს  შეგიქმნით.

2. FORUM By New Light

დახვეწილი და ელეგანტური მოდელებია წარმოდგენილი „FORUM By New Light“-ის შოურუმში. შესაფერისი პროდუქტი თქვენს საცხოვრებელს კლასიკური სტილის შტრიხებს შესძენს და ოთახს მდიდრულ ეფექტს შემატებს.  სასურველი დიზაინის მოდელს მარტივად მიუჩენთ ადგილს და მას სახლის სხვადასხვა ზონაში თავისუფლად მოათავსებთ.

3. Mysa

თანამედროვე, ფერადი პროდუქცია დაგხვდებათ „Mysa“-ში. შერჩეული პუფი ოთახის განახლებასა და სასიამოვნო განწყობის შექმნაში დაგეხმარებათ. ამასთანავე, მყუდრო, თბილ ატმოსფეროსაც უზრუნველყოფს და ინტერიერს გაგიხალისებთ.

4. ICR HOME

თანამედროვე, კლასიკური, მინიმალისტური პუფების შეძენა შეგიძლიათ „ICR HOME“-ის მაღაზიებშიც, სადაც ნებისმიერი გემოვნების ადამიანი სასურველ ნივთს ადვილად შეარჩევს. განსხვავებული ფერების, ტექსტურისა და ფორმის მოდელები ინტერიერს იერსახეს შეუცვლის და მას მეტ მიმზიდველობასა და მრავალფეროვნებას  შესძენს.

5. ბალიში

ქართული რბილი ავეჯის ხაზი  „ბალიში“ მასიურ, ფუმფულა, საოცრად კომფორტულ და მოსახერხებელ პუფებს გთავაზობთ, რომლებიც სირბილითა და ჰაეროვნებით გამოირჩევა. ფერადი მოდელები იდეალური საჩუქარია თქვენთვის და თქვენი საყვარელი ადამიანებისთვის განტვირთვისა და დროის სასიამოვნოდ გასატარებლად.

6. JYSK

პუფი საკმაოდ პრაქტიკული, ფუნქციური ავეჯის ელემენტია, რომელიც მოსასვენებლად იდეალურ პირობებს ქმნის. ამავდროულად, პუფი ხშირად დამატებითი სათავსოს ფუნქციასაც ასრულებს, რადგან ზოგიერთი მოდელი ნივთების შენახვის საშუალებასაც იძლევა. კომფორტულ გამოყენებასთან ერთად, მრავალფეროვანი პუფები სილამაზესა და სახასიათო ესთეტიკას მატებს ოთახს. მათი შეძენა კი  „JYSK“-ის შოურუმშიც შეგიძლიათ.

7. კლასიკა

კლასიკაში“ წარმოდგენილი მდიდრული და ელეგანტური მოდელები თქვენი საცხოვრებლის სილამაზეზე იზრუნებს და მას მეტ დახვეწილობასა და მომხიბვლელობას შემატებს.  სასურველი პროდუქტით ადვილად შესძენთ სახლს სიახლეს და ინტერიერს გადაახალისებთ.

8. VELI.store

პუფის მარტივად და სწრაფად შესაძენად შეგიძლიათ „VELI.store“-ის აპლიკაციითაც ისარგებლოთ და იმავე დღეს მიიღოთ სასურველი პროდუქტი, რომელიც თქვენს სახლში მყუდროებასა და კომფორტს შექმნის.

9. Ashley HomeStore Georgia

პუფების საინტერესო, ორიგინალური კოლექცია დაგხვდებათ „Ashley HomeStore Georgia“-ს შოურუმში. თითოეული მოდელი დახვეწილობითა და მიმზიდველობით გამოირჩევა, შესაბამისად ინტერიერსაც იდეალურად მოერგება და მის განახლებაში დაგეხმარებათ.

ავტორი: მეკო მეტრეველი

როცა ღებვა უბრალოდ სიამოვნებაა – ინტერვიუ ზაზა ხალაძესთან

“კაბინები ყაზბეგში” — უნიკალური ლანდშაფტით შთაგონებული მყუდრო და კომფორტული სასტუმრო