ქალაქის დაგეგმარების ჩარჩო, რომელიც უძველესი დროიდან მოდის, ბევრნაირი არსებობს, მაგრამ უმეტესად ვხვდებით ქუჩებით გამოყოფილ შენობების ბლოკებს, რაც ფუნქციურობასთან ერთად ქალაქის გეგმაზე ძალიან ესთეტიურად გამოიყურება.
ურბანული დიზაინი საკმაოდ რთული, კომპლექსური პრაქტიკაა. როგორ დაგეგმარდეს ქალაქი და შემდგომ როგორ განვითარდეს ან გადაკეთდეს კონკრეტულ ადგილებში – ამას ბევრი კვლევა და დაკვირვება სჭირდება, რომ შედეგი ქაოტური არ იყოს. განსხვავებული ჩარჩო აქვთ ქალაქებს სადაც სწორი რელიეფია და ქალაქებს რომლებსაც უფრო მთაგორიანი რელიეფი ახასიათებთ.
სტატიაში გთავაზობთ რამდენიმე ქალაქის გეგმარებას ზემოდან დანახულს:
ბარსელონა, ესპანეთი
ავოლა, იტალია
სან ფრანცისკო, აშშ
გუადალახარა, მექსიკა
კალი, კოლომბია
ლიონი, საფრანგეთი
გალვსთონი, აშშ
ლა პლატა, არგენტინა
სტოკჰოლმი, შვედეთი
თბილისი, საქართველო
ნიუ იორკი, აშშ
კასაბლანკა, მაროკო