in

ქალაქის ცენტრში, მაგრამ ბუნებასთან ახლოს — ყველაზე მოთხოვნადი კრიტერიუმი უძრავი ქონების მაძიებელთათვის თბილისში

ადამიანების წარმოდგენა თანამედროვე ცხოვრების სტილზე გასულ წლებთან შედარებით, საკმაოდ შეიცვალა. მათი უმრავლესობა ჯანსაღ და აქტიურ ცხოვრებას ანიჭებს უპირატესობას, სადაც პროფესიული წარმატება და დასვენება ერთდროულად მნიშვნელოვანია. ამიტომ მაცხოვრებლები სახლის შერჩევისას უპირატესობას ისეთ ადგილებს ანიჭებენ, რომლებიც ქალაქის ცენტრშია და თან ბუნებასთან ახლოს მდებარეობს. ეს, ერთი მხრივ, საშუალებას გვაძლევს, აქტიურად ჩავერთოთ საქმიან თუ სოციალურ ცხოვრებაში, მეორე მხრივ კი ბუნებაში დასვენებისა და განტვირთვის იდეალურ პირობებს გვთავაზობს. დღევანდელ სტატიაში განვიხილავთ იმ ფაქტორებს, რომლებიც ასეთ ზონაში მდებარე საცხოვრებელ კომპლექსებს ყველაზე მოთხოვნად ობიექტებად აქცევს.

ჯანსაღი გარემო და გაუმჯობესებული ჯანმრთელობის მდგომარეობა — სამწუხაროდ, დღეს ცხოვრება ეკოლოგიურად დაბინძურებულ გარემოში გვიწევს. ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავეა მჭიდროდ დასახლებულ ქალაქებში, სადაც ჯანსაღ ჰაერს გამონაბოლქვისა და სამშენებლო-საწარმო სამუშაოების  დაბინძურებული ჰაერი ანაცვლებს. ამიტომ უაღრესად მნიშვნელოვანია, საცხოვრებელი ბუნებრივად თუ ხელოვნურად გამწვანებულ ადგილას შევარჩიოთ, რათა ყოველდღიურად სუფთა ჰაერი ვისუნთქოთ და ნაკლები ზიანი მივაყენოთ ჩვენს ჯანმრთელობას.

მოხერხებული გარემო და აქტიური ცხოვრების შესაძლებლობა —  ბუნებასთან კავშირთან ერთად, არანაკლებ მნიშვნელოვანია , რომ ბინა ქალაქის ცენტრთან ახლოს შევარჩიოთ, რადგან პროფესიული, კულტურული თუ სოციალური ცხოვრება უმეტესად სწორედ ქალაქის ცენტრშია თავმოყრილი. მაცხოვრებლებიც სახლს ადგილმდებარეობის გათვალისწინებით ირჩევენ და მის მიხედვით იღებენ საბოლოო გადაწყვეტილებას. ქალაქის ცენტრში მდებარეობს კომერციული, სასწავლო, სამედიცინო, გასართობი თუ შემეცნებითი ობიექტები, რომელთა გარეშეც თანამედროვე ადამიანის ცხოვრება წარმოუდგენელია. ამავდროულად, ცენტრთან სიახლოვე ტრანსპორტის პრობლემასაც გვიმსუბუქებს, ხანგრძლივ საცობებს გვაცილებს და ფეხით გადაადგილებას გვიმარტივებს, რაც ჯანსაღი ცხოვრების გაუმჯობესებასაც უწყობს ხელს.

ესთეტიკურად მიმზიდველი გარემო  — ბუნებასთან სიახლოვეს, ქალაქის ცენტრში მდებარე საცხოვრებელი კომპლექსი გარდა იმისა, რომ ჩვენი ცხოვრების ხარისხს ბევრად აუმჯობესებს, დიდ დროსა და ენერგიას გვიზოგავს, ჯანმრთელობის შენარჩუნებაში გვეხმარება,  ესთეტიკურ სიამოვნებასაც გვანიჭებს და  მიმზიდველ საცხოვრებელ გარემოს გვიქმნის, სადაც ბუნების ჰარმონიული ატმოსფერო ინტერიერშიც ინაცვლებს და სიმყუდროვის, სიმშვიდის განცდას იწვევს. ეს კი ჩვენს ემოციურ და მენტალურ მდგომარეობაზე სასიკეთოდ აისახება.

დასვენებისა და გართობის შესაძლებლობა — თუ სახლს ცენტრთან ახლოს, ამავდროულად კი ბუნებასთან სიახლოვეს შეარჩევთ, თქვენთვის მარტივად იქნება ხელმისაწვდომი  სხვადასხვა დანიშნულების გასართობი ადგილები თუ სოციალური აქტივობები. ამასთანავე, ადვილად შეძლებთ ბუნების წიაღში დასვენებას და საყვარელ ადამიანებთან ერთად განტვირთვას, რაც სრულფასოვანი ცხოვრებისთვის მნიშვნელოვანი და აუცილებელია.

ქალაქის ცენტრში, ბუნებასთან სიახლოვეს თბილისში მდებარე პრემიუმ-კლასის კომპლექსი — „ნამაი ვაკე“ გამოირჩევა, რომელიც მაცხოვრებლებს უმაღლეს ინფრასტრუქტურას, კეთილმოწყობილ რეკრეაციულ და გასართობ ზონებს, უნიკალურ ბუნებასა და უსაფრთხო საცხოვრებელ პირობებს სთავაზობს. ლიეტუვური კაპიტალის მქონე კომპანიის, “ბალტიკ ინვესტმენტ გრუპის” პროექტი, რომელიც ნუცა ღოღობერიძის ქუჩაზე მდებარეობს, სრულფასოვანი, ხარისხიანი და თანამედროვე ცხოვრებისთვის იდეალურ შესაძლებლობებს ქმნის.

“ნამაი ვაკეს” კომპლექსი ნუცა ღოღობერიძის ქუჩაზე

ავტორი: მეკო მეტრეველი

Componibili – ანა კასტელის მიერ შექმნილი პრაქტიკული და მხიარული სათავსო სისტემა

მონოქრომული ინტერიერი წითელი აქცენტებით — ნინო მშველიძის ნამუშევარი