in

ცხოვრება ქალაქის ცენტრში – სტრესი თუ კომფორტი?

ქალაქის ცენტრში ცხოვრება ადამიანთა ნაწილს შესაძლოა სტრესულად მოეჩვენოს, რადგან ეს ქალაქის ყველაზე დატვირთული და აქტიური ზონაა, რაც  გარკვეულ ხმაურთან და ქაოსთან ასოცირდება, თუმცა არსებობს მთელი რიგი უპირატესობები, თუ რატომ ირჩევს მაცხოვრებელთა უმეტესობა ცენტრალურ დასახლებებს, რომელთა შესახებაც დღევანდელ სტატიაში დეტალურად მოგიყვებით.

მაღალი კლასის საცხოვრებელი კომპლექსები — საყოველთაოდ ცნობილია, რომ პრემიუმ-კლასის კომპლექსები, რომლებიც უმაღლესი ხარისხის მასალებითა და ჯანსაღი, ეკოლოგიურად სუფთა ინფრასტრუქტურით არის მოპირკეთებული, სწორედ ქალაქის ცენტრალურ ნაწილში შენდება, რაც უსაფრთხო, კომფორტული და მყუდრო საცხოვრებელი გარემოს გარანტია. ამიტომ მაცხოვრებელთა უმეტესობა სწორედ ქალაქის ცენტრალურ უბნებს ანიჭებს უპირატესობას, რადგან აქ პრემიუმ-კლასის კომპლექსების დიდი არჩევანია და სასურველი ქონების შერჩევაც ბევრად მარტივია.

ხელმისაწვდომი და მოხერხებული გარემო —  ქალაქის ცენტრში ცხოვრების მთავარი უპირატესობა ისაა, რომ ყველა საჭირო მომსახურება ახლოსაა და სასურველ ობიექტებთან წვდომა მარტივია. სწორედ ქალაქის ცენტრშია თავმოყრილი სასწავლო დაწესებულებების უმეტესი ნაწილი — ბაღები, სკოლები, უნივერსიტეტები, რაც მშობლებისთვის განსაკუთრებით ხელსაყრელია, რადგან მათ ერთდროულად უწევთ სამსახურისა და ოჯახური საქმეების შეთავსება. ასევე, ჯანდაცვის სამსახურების, სამთავრობო ოფისების, კულტურული თუ კვების ობიექტების მრავალფეროვანი არჩევანი სწორედ ქალაქის ცენტრშია წარმოდგენილი, რაც ცენტრალურ ნაწილში მცხოვრებთათვის დიდ კომფორტს განაპირობებს.

გადაადგილების სიმარტივე — იმის გამო, რომ ქალაქის ცენტრში ნებისმიერი სახის სერვისი და დაწესებულებაა განლაგებული, მკვეთრად იკლებს გადაადგილებისთვის საჭირო დრო და აღარ გვიწევს საცობში დროისა და ენერგიის ხარჯვა. ასევე, ბევრად მარტივდება ფეხით გადაადგილება და ავტომანქანების გამოყენების საჭიროება მცირდება, რაც თავის მხრივ, ჯანსაღ ცხოვრებასაც ახალისებს.

სამუშაო და სოციალური შესაძლებლობები — როგორც წესი, ქალაქის ცენტრშია წარმოდგენილი ორგანიზაციებისა და კომპანიების ოფისები. შესაბამისად, სამსახურის სიახლოვეს ცხოვრება  ზოგავს თქვენს დროს, ენერგიას და მგზავრობის ხარჯებს ამცირებს, რაც უდიდესი უპირატესობაა. ამასთანავე, ქალაქის ცენტრში ყოფნა ხელს უწყობს სოციალური ცხოვრების გაუმჯობესებას, ამარტივებს საყვარელ ადამიანებთან და მეგობრებთან კომუნიკაციას და სხვადასხვა კულტურულ თუ საზოგადოებრივ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღებას, რადგან სწორედ ქალაქის ცენტრია მსგავსი ტიპის შეხვედრების მთავარი ადგილი.

გართობისა და დასვენების შესაძლებლობა — ქალაქის ცენტრში მრავლადაა სხვადასხვა ტიპის გასართობი ობიექტები — კაფე-ბარები, რესტორნები, კლუბები, სათამაშო ობიექტები, რომლებიც განსხვავებული ინტერესებისა და გემოვნების მქონე ადამიანებს აკმაყოფილებს. ასევე, ამ ნაწილშია წარმოდგენილი სილამაზის ცენტრების, სპა-სალონებისა და თავის მოვლის სერვისების მრავალფეროვანი არჩევანი, რაც მათთან წვდომას ამარტივებს და დასვენების, გართობისა და განტვირთვის შესაძლებლობას იძლევა.

თბილისის ცენტრში ერთ-ერთი გამორჩეული, მაღალი სტანდარტების მქონე შენობა პრემიუმ-კლასის საცხოვრებელი კომპლექსი „Ocean sky Residences“-ია, რომელიც ილია ჭავჭავაძის N33-ში მდებარეობს.

Ocean sky Residences“-ი „ოუშენ კაპიტალის“ ერთ-ერთი მიმდინარე პროექტია, რომელიც უკვე დასრულების ეტაპზეა. კომპანია ნიდერლანდების, დიდი ბრიტანეთისა და შუა აღმოსავლეთის წამყვანი საინვესტიციო ჯგუფების გაერთიანების ნაწილია, რომელიც უმაღლესი ხარისხის, პრემიუმ კლასის საცხოვრებელ და კომერციული დანიშნულების ობიექტებს ახორციელებს.  აღსანიშნავია, რომ ჰოლდინგში შემავალ კომპანიებს სამშენებლო სექტორში 65 წელზე მეტი ოპერირების გამოცდილება აქვთ და ორიენტირებულები არიან მდგრადი, ენერგოეფექტური, გამორჩეული დიზაინის ნაგებობებისა და ადამიანებზე მორგებული გარემოს შექმნაზე.

Ocean sky Residences“-ი თბილისის ცენტრალურ და მნიშვნელოვან ნაწილში მდებარეობს. ის მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსია, რომელიც სრულად აღჭურვილ, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის ინფრასტრუქტურას, უმაღლესი ხარისხის ევროპული წარმოების სამშენებლო მასალებსა და ტექნიკურ მოწყობილობებს გულისხმობს. „Ocean sky Residences“-ი მომხმარებლებს სთავაზობს უსაფრთხოების მაღალი სტანდარტებით შექმნილ საცხოვრებელ ბინებს, კომერციულ და საოფისე ფართებს და კეთილმოწყობილ ავტოსადგომს.

ამასთანავე, ძალიან საინტერესო და მიმზიდველია „Ocean sky Residences“-ის მდებარეობა, რადგან კომპლექსი მზიურის პარკს გადაჰყურებს. ქალაქის ერთ-ერთ მთავარ რეკრეაციულ ზონასთან სიახლოვე ამ პროექტის მთავარი გამორჩეული ნიშანია. ამას გარდა, ახლომდებარე ტერიტორიაზე გვხვდება მრავალფეროვანი კაფე-ბარები, ერთ-ერთი ყველაზე დიდი სპორტული დარბაზი ქალაქში და სამედიცინო თუ საგანმანათლებლო დაწესებულებები.  შესაბამისად, „Ocean sky Residences“-ი თბილისის შუაგულში იდეალურ პირობებს ქმნის მშვიდი, მყუდრო, ჯანსაღი და კომფორტული ცხოვრებისთვის, რაც ქალაქის სწრაფ ტემპტან დაკავშირებული ქაოსისა და სტრესისგან დაცვის აბსოლუტური გარანტია.

[R]

ავტორი: მეკო მეტრეველი

#სადვიცხოვრო: თანამედროვე პენტჰაუზი უმშვენიერესი ტერასით ვაკის პარკთან დომუსში

5 კომპანია საქართველოდან, რომლებიც ალუმინის კარ-ფანჯარას დაგიმზადებთ