in ,

ქალაქური ტიპის ბინის ტრანსფორმაცია საბურთალოზე – ნინი ჯღამაძის პროექტი

Banner M2
Banner M2
აღნიშნული ბინის საერთო ფართი 62 კვადრატულ მეტრს შეადგენს და მასზე დიზაინერმა ნინი ჯღამაძემ იმუშავა.
პროექტის ავტორის მთავარი ამოცანა იყო ბინის ოპტიმალური დაგეგმარება, ერთიანი და ნათელი სივრცის შექმნა ფუნქციური და პრაქტიკული ზონირების მეშვეობით. აღნიშნული მიზნის განსახორციელებლად შემუშავდა კონცეფცია, რომლის თანახმად, მოიხსნა ყველა ზედმეტი ტიხარი, სამზარეულოს გადატანა მოხდა ლოჯის ნაწილში და შედეგად, შეიქმნა ერთგვარი სტუდიური ტიპის ბინა.
ბინის გეგმარება
შემოსასვლელი რენოვაციამდე

 

შემოსასვლელი რენოვაციის შემდგომ
მისაღები რენოვაციამდე
მისაღები და სასადილო რენოვაციის შემდგომ
მისაღები რენოვაციამდე
მისაღები რენოვაციის შემდგომ
ლოჯი რენოვაციამდე
ლოჯი რენოვაციის შემდგომ
სველი წერტილი რენოვაციამდე
სველი წერტილი რენოვაციის შემდგომ

გამომდინარე იქიდან, რომ ჭერის სიმაღლე დაბალია, დიზაინერმა კედლებისა და ჭერის ღია ტონებში გადაწყვეტა არჩია. ინტერიერში გამოყენებულია ნატურალური მასალები. უმშვენიერესი მუხის ხის კონსოლი, სასადილო და ჟურნალის მაგიდები დამზადებულია 200 წლიანი ხისგან, რომელიც ნინი ჯღამაძემ ძველ თბილისში სახლების რეკონსტრუქციის დროს მოიპოვა. მაგიდის ზედაპირები კი ძველი  თბილისური სახლების საყრდენი კონსტრუცქიებისგან არის გამოთლილი.
განახლებული ინტერიერი
ინტერიერში ასევე გვხვდება 60-იანი წლების სავარძლები, რომელის ტექსტილიც ერთგვარი აქცენტია ბინაში. რაც შეეხება სახლის დეკორს, ინტერიერში ისეთი მხატვრების ნამუშევრები ფიგურირებს, როგორიც არის კოკა ცხვედიანი, ჩუბჩიკა, დათო ქორიძე და ა.შ.
განახლებული ინტერიერი
დიზაინერი: ნინი ჯღამაძე
დიზაინ სტუდია: Nini Jgamadze Design

სამუშაო ზონის მოწყობის 10 პრაქტიკული ვარიანტი ყველა გემოვნებისთვის

პარიზის ატმოსფერო ვარშავის ბინაში