in

6 პროდუქტი „VELI.store“-ზე, რომელთა შეძენით ქართველი ქალი მეწარმეების მხარდაჭერას შეძლებთ

ქართულ ბაზარზე ქალი მეწარმეები სხვადასხვა გამოწვევის წინაშე დგანან, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა კი დაბალი ცნობადობა და ციფრულ სივრცეში ხილვადობის ნაკლებობაა. მეწარმეების უმეტესობა ბიზნესის მხოლოდ საბაზისო საჭიროებების დაკმაყოფილებას ახერხებს. შესაბამისად,  უმეტეს მათგანს ცნობადობის ასამაღლებლად და უფრო მასშტაბური პროექტების დასაწყებად მატერიალური რესურსი არ ჰყოფნით. ამიტომ საზოგადოების მხრიდან მნიშვნელოვანია მცირე ბიზნესებისა და სტარტაპების მხარდაჭერა, რათა განვითარდნენ და თავიანთი წვლილი შეიტანონ ქვეყნის ეკონომიკის ზრდაში.

ამასთან დაკავშირებით, ციფრული საყიდლების ველმა  — „VELI.store“ მარტის თვეში ძალიან საინტერესო კამპანია წამოიწყო, რომელიც მეწარმე ქალებს მიეძღვნა. კამპანიის ფარგლებში, „ველიმ“ გადაწყვიტა 1 თვის განმავლობაში 10 ქალ კონტენტ კრეატორთან ერთად, 10 მეწარმეს ბიზნესის წახალისებასა და ცნობადობის ამაღლებაში დაეხმაროს. აღნიშნული წამოწყება ქმედითი და შთამაგონებელი ნაბიჯია, რომელიც მეწარმე ქალებს სასიკეთო ცვლილებას მოუტანს და კონტენტ კრეატორებს შესაძლებლობას მისცემს საკუთარი პლატფორმა ქალების მხარდასაჭერად გამოიყენონ.

ამის გარდა,  „VELI.store“-ის ვებ-გვერდსა და აპლიკაციაში სპეციალური გვერდი შეიქმნა, რომელიც მხოლოდ ქალი მეწარმეების პროდუქციას აერთიანებს, რათა პროდუქტის მიმართ ცნობადობა გაიზარდოს და მომხმარებელს არჩევანი გაუმარტივდეს. დღევანდელ სტატიაში Homeis.ge ამ სიიდან რჩეულ პროდუქტებს შემოგთავაზებთ, რომელთაც ქართველი ქალი სტარტაპერები ქმნიან:

1. „Oda Souvenirs“ — სუფრა

„Oda Souvenirs“-ს კიდევ ერთი ქართული კომპანიაა, რომელიც სუვენირებსა და საჩუქრებს აწარმოებს. პროდუქციის დიზაინები მხატვარ ელენე მელქაძის მიერ არის დახატული, რაც პროდუქტს უნიკალურსა და ინდივიდუალურს ხდის. მოცემული მოდელი, რომელიც სხვადასხვა გამოსახულებითა და ორნამენტით არის გაფორმებული, დახვეწილობითა და ელეგანტურობით გამოირჩევა. ტექსტილის მეშვეობით შესაძლებელია სახასიათო აქცენტების შექმნა და ნებისმიერი ტიპის ინტერიერის გაფორმება.

პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე

2. „The Why Not Gift Shop“ — პრინტი 

„The Why Not Gift Shop“ ორი მეგობრის, ხელოვანისა და კურატორის გვანცა ჯიშკარიანისა და ელენე კაპანაძის პროექტია, რომელიც ახალგაზრდა ხელოვანების გაერთიანებასა და მხარდაჭერას ისახავს მიზნად. მაღაზიაში წარმოდგენილია ქართველი არტისტების მიერ შექმნილი ლიმიტირებული რაოდენობის ნივთები, რომლებიც ძირითადად სახლის დეკორატიულ ობიექტებს მოიცავს.  მხატვარ ლუკ ბარტონის პრინტი „Lord Justice Darling“, გამორჩეულ ადგილს დაიკავებს თქვენს სივრცეში და ინტერიერს ბევრად უფრო საინტერესო, მომხიბვლელ და მრავალფეროვან იერს შესძენს. ამავდროულად, განსაკუთრებულ ატმოსფეროს შეგიქმნით და თქვენს დეკორაციასაც გაამდიდრებს.

პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე

3. „ძველი სუფრა“ — სუფრა „ბროწეულები“

1998 წლიდან კომპანია „ძველი სუფრა“ ქართულ ტრადიციულ სუფრებს აწარმოებს, რომლებიც დახვეწილი დიზაინითა და მაღალი ხარისხით გამოირჩევა. გარდა ტრადიციული სუფრებისა, კომპანია ქართული ორნამენტების მოტივებზე სახლის სხვადასხვა აქსესუარს ქმნის, რომლებიც უმაღლესი ხარისხის ქსოვილით არის დამზადებული. მოცემული მოდელი „ბროწეულები“, ნატურალური ბამბის ტექსტილისგანაა შექმნილი და უნიკალური დიზაინით ხასიათდება, რაც თქვენს მაგიდას სადღესასწაულო განწყობასა მიანიჭებს, ამასთანავე კი ინტერიერის გალამაზებაში დაგეხმარებათ.

პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე

 4.„ბეტონნა“ — ქოთანი

ქართული ბრენდი „ბეტონნა“ ბეტონისგან დამზადებულ მრავალფეროვანი დიზაინის ქოთნებს გთავაზობთ. მასალა იდეალურ პირობებს უქმნის მცენარეებს და ინტერიერსა თუ ექსტერიერს განსაკუთრებულ  შტრიხებს სძენს. განსხვავებული ფერის, ფორმისა და ზომის მოდელები სივრცეს დახვეწილობასა და ესთეტიკურ მიმზიდველობას შემატებს და სახლის გადახალისებაში დაგეხმარებათ. მოცემული პროდუქტი — მრგვალი ქოთანი ნახატებით კი პოზიტიურ განწყობას მოგანიჭებთ და საზეიმო ატმოსფეროს შეგიქმნით.

პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე

5. „ლამბი“ — საოჯახო თეთრეული

ქართული კომპანია „ლამბი“უმაღლესი ხარისხის ტექსტილს აწარმოებს, რომელიც ნაზი, რბილი და ჰაეროვანი ტექსტურით ხასიათდება. გარდა საწოლის თეთრეულისა, კომპანია ქმნის ხალათებს, გადასაფარებლებს, საღამურებს. „ლამბის“ სატინის საოჯახო თეთრეულის ნაკრები მიმზიდველი დიზაინით გამოირჩევა და საკმაოდ პრაქტიკული, კომფორტული გამოსაყენებელია, რაც თქვენს ჰარმონიულ და სასიამოვნო ძილს უზრუნველყოფს.

პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე

6. ეკა ტაბლიაშვილის პრინტი — ჩიტი წიგნით

ავტორი და ილუსტრატორი ეკა ტაბლიაშვილი სტუდია „ილუსტრატორის“ თანადამფუძნებელია. წიგნებთან ერთად ის აქტიურად მუშაობს ილუსტრაციისა და გრაფიკული დიზაინის მიმართულებით. მისი ილუსტრაცია „ჩიტი წიგნით“  თქვენს ინტერიერს საინტერესო იერსახესა და მიმზიდველობას შემატებს, ასევე, დეკორაციას გაამდიდრებს და ინდივიდუალურ შტრიხებს შესძენს ნებისმიერ ოთახს.

პროდუქტის შესაძენად გადადით ბმულზე

ქალი მეწარმეების მიერ შექმნილი პროდუქტების შერჩევა „VELI.store“-ზე შეგიძლიათ, რომელიც სასურველ ნივთს თქვენთვის მისაღებ დროს, უმოკლეს ვადაში მოგაწვდით. თითოეული შენაძენით კი ქართული ბიზნესის განვითარებასა და ქალი მეწარმეების საქმიანობის შეუწყობთ ხელს.

ავტორი: მეკო მეტრეველი

„მონოლით გრინ სითი” – რა პირობებით შეიძენთ ბინას ამ კომპლექსში

საუკეთესო მცენარეები აივნისთვის და მათი მოვლის პირობები