AN’s Best of Design Award-მა გამოავლინა გამორჩეული აშენებული თუ დაუსრულებელი არქიტექტურული პროექტები სხვადასხვა კატეგორიაში, დაწყებული კულტურული მიმართულებებით, დასრულებული დროებითი ინსტალაციებით.
2022 წელი გამორჩეულად საინტერესო პერიოდი იყო, რადგან წინა გამოცდილებებთან შედარებით, AN-მა ორჯერ მეტი პროექტის წარდგენის მსურველთა განაცხადი მიიღო. ძლიერი კონკურენციის ფონზე, ჟიურიმ ზედმეტ გამოწვევად მიიჩნია თითოეული კატეგორიიდან მხოლოდ ერთი გამარჯვებულისა და ერთი საპატიო ადგილის დასახელება. ამასთანავე, შექმნილი სურათის მიხედვით, რთული იყო საერთო თემატიკის დადგენა, რადგან წარმოდგენილი ნამუშევრების მიხედვით ცხადი გახდა, რომ ფორმალური გამოგონება ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც გარემოსდაცვითი და სოციალური პროექტები.
აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ წელს დასახელებულ გამარჯვებულთა სიაში, საუკეთესო შენობების ჩამონათვალში, ამერიკაში მოღვაწე ქართველი არქიტექტორის, რუსო მარგიშვილის 2 პროექტიც მოხვდა, საავტორო მონაწილეობით O’Neill McVoy (OM) Architects-ის გუნდში.
პირველი პროექტი, Church Hill North Community Hybrid (რიჩმონდი, ვირჯინია), დახასიათებულია როგორც ნამუშევარი, რომელიც საზოგადოების გრძელვადიან ვალდებულებებზე მიანიშნებს, რადგან ის გულისხმობს საზოგადოების ფართო ჩართულობას, რომელსაც ერთი შენობა აერთიანებს და მოიცავს: Reynolds Community College-ის კულინარიულ სკოლას; Workforce Housing-ს, საოფისე ფართსა და რესტორანს.
ეს ჯილდო ასევე აფასებს ყველა იმ უხილავ შრომასა და გამძლეობას, რაც ხდება მსგავსი პროექტების განხორციელებისას.მ
“ეს არ არის მხოლოდ ინვესტიცია ბიზნესში ან საკვებში, არამედ საზოგადოებაში ინვესტიციაა. რაც ათწლეულების მანძილზე იყო საჭირო Church Hill-ში. აღფრთოვანებული ვარ იმით, რომ Church Hill-ში მაცხოვრებლებს გაეზარდათ წარმოდგენა ჭეშმარიტი საზოგადოების შესახებ. საზოგადოება, რომელიც დაყოფილია არა ქუჩებად და უბნებად, არამედ ყველა ერთად იკრიბება კვების, ზრდისა და განვითარებისთვის“– პროექტის შესახებ საუბრობს კურტის ლი (Curtis Lee), საზოგადოების განვითარების კოორდინატორი.
მეორე პროექტი გახლავთ Bronx Children’s Museum-ი, რომელიც ნიუ იორკში, მდინარე ჰარლემის სანაპიროზე მდებარეობს. ის მიზნად ისახავს ბავშვების ურბანულ კულტურასა და რეალურ სამყაროს შორის კავშირში ჩართვას.
ჯვარედინი ლამინირებული ხის (CLT) კედლები, დამცავი მოაჯირები და ამაღლებული იატაკი დამზადებულია მოწინავე ციფრული ტექნოლოგიით, რაც საშუალებას იძლევა სხვადასხვა რადიუსის რკალით შექმნას ორგანული სივრცითი მრუდები. მრუდი ჯვარედინი ლამინირებული ხე და გამჭვირვალე აკრილის ტიხრები ერთმანეთისგან დაშორებულია, ისინი ხელახლა აკავშირებს და სპირალურად მოძრაობს საგამოფენო სივრცეებს შორის მთლიანობისა და განცალკევების შესაქმნელად.