in

ქართველი სტუდენტები Terraviva-ს მიერ ორგანიზებული კონკურსის ფინალში არიან

ქართველი სტუდენტების გუნდი მონაწილეობს Terraviva-ს მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო არქიტექტურულ კონკურსში  “ელიავას ბაზარი”, რომელიც შექმნილია ელიავას ბაზრის რეკონსტრუქციის დიზაინის შესაქმნელად. კონკურსში მონაწილეობენ სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები, ხოლო მონაწილეების პროექტებს აფასებს ქართველი და უცხოური არქიტექტორებისგან შემდგარი ჟიური.

აღსანიშნავია, რომ ქართველი სტუდენტების გუნდი (სალომე ჩილინგარაშვილი, თამარ შავაძე, გუკა წურწუმია) ნინა ავდალიანისა და ივანე გვენცაძის კურატორობით კონკურსის ფინალისტებად დასახელდნენ. მათი ნამუშევარი პასუხობს კონკურსის მთავარ გამოწვევას – თბილისის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ურბანული სივრცის, ელიავას ბაზრობის, ახალი კონცეფციის შექმნას. ეკოლოგიურად მდგრადი მიდგომები, საზოგადოებრივი სივრცეების ოპტიმიზაცია და ინოვაციური დიზაინ-პერსპექტივები გუნდის კონცეფციის მთავარი მახასიათებლებია.

კონკურსის გამარჯვებული ხმის მიცემის სისტემით გამოვლინდება. ამისთვის საჭიროა პროექტის ბმულზე გადასვლა და ხმის მიცემა ვიდეს მოწონების გზით.

თიხა, როგორც თერაპია – ინტერვიუ Ceramic Room-ის დამფუძნებლებთან, ნინო საჯაიასთან და ქეთევან  ჭიჭივეიშვილთან

Villa Domes — საოჯახო სახლი მოლდოვაში