in

ქართველი ჟიური European Awards of Architectural Heritage Interventions 2023-ზე

MUA Architecture & Placemaking-ის თანადამფუძნებელი დევი ქიტუაშვილი 2023 წლის European Award of Architectural Heritage Interventions-ის ჟიურის წევრია.

კონკურსი მიზნად ისახავს, გამოარჩიოს განსაკუთრებული ინტერვენციები ნაშენი მემკვიდრეობის ყველა ასპექტში და ხელი შეუწყოს მათ შესახებ ინფორმაციის გავრცელებას. კონკურსი ერთგვარი კატალიზატორია იმ გამოწვევებისა, რაც თან ახლავს built heritage-ის (აშენებული მემკვიდრეობის) კონსერვაციასა და მასში ინტერვენციას თანამედროვე არქიტექტურის გლობალიზაციის ფონზე.

Architectural Heritage Intervention Awards 2023-ის დაჯილდოების ცერემონია გაიმართება 2023 წლის ივნისში, ბარსელონაში.

დევი ქიტუაშვილი შეაფასებს Disclosure-ის კატეგორიაში წარმოდგენილ პროექტებს. კატეგორია განკუთვნილია სხვადასხვა ტიპის პროექტებისთვის –  პუბლიკაციები, სტატიები, აუდიო-ვიზუალური პროექტები, ღონისძიებები და სხვ., რომლებიც მიმართულია მემკვიდრეობის ღირებულების და ცნობიერების ამაღლებისკენ არა მხოლოდ ინდუსტრიის პროფესიონალებს შორის, არამედ ზოგადად საზოგადოებაში.

„მოხარული ვარ,  რომ მაქვს შესაძლებლობა ვიყო European Awards of Architectural Heritage Intervention-ის ჟიურის წევრი. მონაწილეობას მივიღებ იმ მნიშვნელოვანი პროექტების გამოვლენაში, რომლებიც ხორციელდება მთელს მსოფლიოში არქიტექტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციისა და გააზრებისთვის“ – ამბობს დევი ქიტუაშვილი, MUA Architecture & Placemaking-ის თანადამფუძნებელი.

აღსანიშნავია, რომ 2021 წელს სწორედ MUA-ს კვლევითი პროექტი “თბილისის ინდუსტრიული მემკვიდრეობა” გახდა European Award for Architectural Heritage Intervention-ის ფინალისტი, კატეგორიაში Disclosure წარდგენილი 200-მდე პროექტიდან.

სახლი დიღომში ორიგინალური დიზაინ ობიექტებით – „იდააფ არქიტექტორების“ ნამუშევარი

მწვანე ფერის სამზარეულო – Homeis.ge-ს რჩეული ტონები