ზრდასრულ ასაკში შესული ადამიანები საკუთარ საცხოვრებელზე ფიქრს იწყებენ, რადგან მათ მშობლებთან ერთად ცხოვრება აღარ სურთ. ცხოვრების ამ ეტაპზე თავს იჩენს რთული არჩევანი: დაქირავება თუ ყიდვა? დღევანდელ სტატიაში სწორედ ამ თემას განვიხილავთ და დავადგენთ, თუ რატომ ანიჭებენ ადამიანები უპირატესობას ბინის ყიდვას.
ბინის ყიდვის ფინანსური უპირატესობები
ყველაზე დამაჯერებელი არგუმენტი, როგორც წესი, ფინანსურია. როგორც ბინის დაქირავება, ასევე, ყიდვა, სერიოზულ ხარჯებთან არის დაკავშირებული, ამიტომ ჩვენი მიზანია, რომ ამ მხრივ რაც შეიძლება მეტი ფული დავზოგოთ.
ბევრ ადამიანს საცხოვრებლის ყიდვის ფასები აფერხებს. მართლაც, თანამედროვე ბინების ფასები შთამბეჭდავია. თუმცა, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ სესხების წყალობით, შეგვიძლია თანხის მთლიანად გადახდის ნაცვლად, საფასური მრავალ ნაწილად დავყოთ. ამ თვალსაზრისით, ბინის შეძენა ძალიან ჰგავს დაქირავებას.
ბინის ფასები, შესაძლოა, მდებარეობის, ფართობის და სხვა ფაქტორების მიხედვით განსხვავდებოდეს. ხდება ისე, რომ ბინის სესხით ყიდვისთვის საჭირო ყოველთვიური შენატანი საცხოვრებლის დაქირავების საფასურს უტოლდება. ასეთ შემთხვევაში, ბევრი ადამიანი გადაწყვეტს, რომ ქირაში ფულის გაფლანგვის ნაცვლად, გადაიხადოს იმისთვის, რაც საბოლოოდ მისი საკუთრება გახდება.
ამ ფატქორის გათვალისწინებით, დეველოპერები აქტიურად თანამშრომლობენ სხვადასხვა ბანკებთან და მომხმარებლებს გადახსის მათზე მორგებულ პირობებს სთავაზობენ. მაგალითად, თბილისში მდებარე ერთ-ერთ პრემიუმ საცხოვრებელში, “ნამაი ვაკეს” კომპლექსში, ბინის შეძენის მსურველებს შესაძლებლობა აქვთ, ისარგებლონ იპოთეკური სესხის შეთავაზებით კომპანიის პარტნიორი ბანკებისგან (თიბისი ბანკი, საქართველოს ბანკი, ბაზისბანკი), ხოლო ერთიანი გადახდის შემთხვევაში, კომპანია მობინადრეებს სხვადასხვა ტიპის ფასდაკლებას სთავაზობს.
ბინის ყიდვის პრაქტიკული უპირატესობები
ბინის ყიდვის კიდევ ერთი ფასდაუდებელი უპირატესობა კომფორტია. ამ შემთხვევაში, როგორც სახლის მფლობელს, უფლება გაქვთ, რომ საცხოვრებელი სივრცე თქვენი სურვილისამებრ მოაწყოთ და გადააკეთოთ. ბინის დაქირავების შემთხვევაში კი, როგორც წესი, მეპატრონე ინტერიერში ცვლილებების შეტანის უფლებას არ მოგცემთ.
შემოსავლის წყარო
შეძენილი ბინის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა ის არის, რომ მისი გაქირავების გზით, ის შემოსავლის დამატებით წყაროდ შეგიძლიათ აქციოთ. ამ შესაძლებლობის წყალობით, იღებთ ყოველთვიურ შემოსავალს და, იმავდროულად, ბინა თქვენს საკუთრებაში რჩება.
დასკვნა
რომ შევაჯამოთ, ბინის ყიდვა, მრავალი თვალსაზრისით, უფრო მომგებიანია, ვიდრე დაქირავება. ფინანსური თვალსაზრისით, საცხოვრებლის შეძენა ყველაზე გამართლებული და მომგებიანი ინვესტიციაა.
უძრავი ქონება ყოველთვის იყო და იქნება კაპიტალის დაბანდების ყველაზე პოპულარული და უსაფრთხო საშუალება. ამასთან, არ უნდა გამოგვრჩეს პრაქტიკული ფსიქოლოგიური ასპექტები – იმის ცოდნა, რომ საკუთარი თავშესაფარი გაქვთ, თავს უფრო თავდაჯერებულად და მშვიდად გაგრძნობინებთ. ნაქირავებ ბინაში კი ამის შეგრძნება შეუძლებელია.