ინტერიერში ყვითელი ელფერების გამოყენების ბევრი კარგი გზა არსებობს. ღია ყვითელი კედლები და დეკორი საუკეთესო გამოსავალია ჩრდილოეთით განლაგებული ოთახებისთვის და ნებისმიერი სივრცისთვის, რომელშიც ბუნებრივი განათებაა. იპოვეთ სწორი ელფერი და თქვენი სახლი სითბოთი აივსება.
შეღებილი სკამები — ახალი სიცოცხლე თქვენი სამზარეულოსთვის
მცირეოდენი ყვითელი საღებავი დაგეხმარებათ, განაახლოთ ძველი სკამები და თქვენს სამზარეულოს ან სასადილო ოთახს ახალი იერსახე შესძინოთ. ამასთან, ახალ ავეჯზე ფულის დახარჯვაც არ დაგჭირდებათ.
ყვითელი თეთრეული ან ბალიშები — გამოკვეთილი დეტალი ნათელ ოთახში
ნათელი აქცენტები, როგორიცაა ბალიშები, ნებისმიერი ნეიტრალური ინტერიერის გასალამაზებლად სწრაფი გზაა.
შესაძლოა, ერთი ნათელი აქცენტი ინტერიერში საკვანძო დეტალად იქცეს
მოდურ ფერში შეღებილი ერთი ელემენტი მთელ ინტერიერს გაახალისებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება ისეთ ნათელ და დადებით ელფერს, როგორიც ყვითელია.
ყვითელი, ნაცრისფერი და ოქროსფერი — კომბინაცია, რომელიც არასოდეს დაგაღალატებთ
ყვითელი შესანიშნავად ერწყმის ნაცრისფერსა და ოქროსფერს. წარმოაჩინეთ ეს ფერები ინტერიერში და არ ინანებთ.
ყვითელი ზოლი — სანახაობრივი ტექნიკა!
ნათელ ინტერიერში, სადაც თეთრი დომინირებს, კარგად გამოიყურება ყვითელი ფერის მცირე გეომეტრიული აქცენტები. საინტერესო ტექნიკაა კარების ჩარჩოების ან ფანჯრის ღიობების ყვითლად შეღებვა. ასევე შეგიძლიათ იატაკზე უბრალოდ ყვითელი ხაზი გაავლოთ. ფანტაზიას ნუ შეიზღუდავთ!
ყვითელი ავეჯი ოთახის გარდაქმნის შესანიშნავი საშუალებაა
ავეჯის მხოლოდ ერთ კაშკაშა ყვითელ ნაწილს შეუძლია, ყველაზე მოსაწყენი ინტერიერიც კი გააცოცხლოს. ეს შეიძლება იყოს კარადა, საწოლი ან მაგიდა — მთავარია, რომ ის მუდამ ყურადღების ცენტრში იქნება. დიზაინერები გვირჩევენ, ყვითელი ავეჯი და აქცენტები განსაკუთრებით ბნელ ოთახებში გამოვიყენოთ, სადაც საკმარისი სითბო და შუქი არ არის.
მთავარია, არ გადააჭარბოთ!
ყველაფერში ზომიერების დაცვა წარმატებული დიზაინის მთავარი წესია. ეს ინტერიერში აქტიური ფერის გამოყენებასაც ეხება. ყვითელმა ფერმა მთელი ოთახი არ უნდა დაიკავოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთი ინტერიერი გამოიწვევს გაღიზიანებას და მაცხოვრებლების ემოციურ მდგომარეობაზე უარყოფითად იმოქმედებს. ამიტომ, სწორი „დოზირება“ ძალიან მნიშვნელოვანია.
თუ თქვენი სამზარეულო გაუფერულებული ჩანს, ყვითელი დაგეხმარებათ
თუ თქვენს სამზარეულოს განახლება სჭირდება, შეღებილი ფასადები სამზარეულოს ავეჯისთვის ახალი სიცოცხლის მისანიჭებლად და მოსაწყენი ინტერიერისთვის ნათელი ფერების დასამატებლად შესანიშნავი საშუალებაა.
ყვითელი ფერი და ცოცხალი მცენარეები
თანამედროვე დიზაინის ერთ-ერთი მთავარი ტენდენცია ტოტალური გამწვანებაა. ეს არა მხოლოდ მოდა, არამედ ცხოვრების მთელი ფილოსოფიაა და მასში მშვენივრად ჯდება დადებითი ყვითელი ფერი, რომელიც ოთახის ცოცხალ მცენარეებს შესანიშნავად ერწყმის.
ყვითელი + მწვანე
თუ ინტერიერში მცენარეების გამოყენების მოყვარული არ ხართ, ამ შემთხვევაში თქვენთვის მწვანე და ყვითელი ფერების კომბინაცია შესანიშნავი ალტერნატივა იქნება.
რუბრიკა “ფერების” წარმდგენია კაპაროლი