in

ყვითლისა და თეთრის კომბინაცია ინტერიერში — რჩევები და მაგალითები

ნათელი, მხიარული ყვითელი და მოკრძალებული ღია თეთრი — უფრო სრულყოფილი შეხამება ძნელი წარმოსადგენია! მართლაც, ყვითლის თეთრთან კომბინაცია მაშინვე დადებით განწყობას ქმნის, ოთახს კი მზის შუქითა და ენერგიით ავსებს. თეთრი იდეალური არჩევანია ყვითლის გადაჭარბებული „ემოციურობის“ დასაბალანსებლად. ამით თავიდან აირიდებთ ფერების აგრესიული, უარყოფით გავლენას ფსიქიკაზე.

დიზაინერებს ეს კომბინაცია უყვართ, რის გამოც ინტერიერის დიზაინში ხშირად იყენებენ. ეს წყვილი ხშირად გვხვდება სააბაზანოში, სამზარეულოში, საბავშვო ოთახსა და დერეფანში, უფრო იშვიათად — საძინებელში. მიიჩნევა, რომ კაშკაშა ყვითელი ძილისთვის განკუთვნილი სივრცის გასაფორმებლად საუკეთესო არჩევანი არაა — თუ ფერის შერჩევისას შეცდებით, ან დოზას გადააჭარბებთ, გარემო თქვენში შფოთვასა და გაღიზიანებას გამოიწვევს.

ქვემოთ მოცემულ ფოტოებზე წარმოდგენილია თვალსაჩინო მაგალითები, რომლებიც, შესაძლოა, თქვენი შთაგონების წყაროდ იქცეს.

 

რუბრიკა “ფერების” წარმდგენია კაპაროლი

ენობრივი რედაქტორი: სოფიო მენთეშაშვილი

სად შევიძინო გარე ავეჯი თბილისში?

თანამედროვე ინგლისური სახლი სკულპტურული ფასადით