უძრავი ქონების ყიდვა – გაყიდვისას ქონების რეალურ საბაზრო ღირებულებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. პროფესიონალური შეფასება ქონების მფლობელსა და მაძიებელს შორის სამართლიანი გარიგების მთავარი წინაპირობაა.
Area.ge – უძრავი ქონების ყველაზე დიდი პლატფორმა, რომელიც მორგებულია მომხმარებლის მოთხოვნებზე და პრემიუმ სერვისების საშუალებით ამარტივებს ქონების, როგორც ძიების, ასევე გაყიდვის პროცესს, დაინტერესებულ პირებს სხვა მნიშვნელოვან ინსტრუმენტებთან ერთად, ქონების შეფასების სამ განსხვავებულ სერვისს სთავაზობს – საორიენტაციო, სარეკომენდაციო და პროფესიონალურ შეფასებას.
საორიენტაციო შეფასება
თუ გსურთ, წარმოდგენა შეგექმნათ გასაყიდი, ან შესაძენი ქონების ღირებულებაზე, ამ შემთხვევაში საუკეთესოა საორიენტაციო შეფასება. მონიშნეთ თქვენს ინტერესებში არსებული ქონების შესაბამისი კრიტერიუმები და პლატფორმაში ჩაშენებული კალკულატორი დაგითვლით უძრავი ქონების მიახლოებით ღირებულებას, უკვე განთავსებული მსგავსი განცხადებების მიხედვით.
სარეკომენდაციო შეფასება
თუ თქვენი მიზანია, გაიგოთ გასაყიდი, ან შერჩეული ქონების სარეკომენდაციო ფასი, ამ შემთხვევაში არეაზე უნდა გააკეთოთ განაცხადი და სულ რაღაც 4 საათში ელექტრონულ ფოსტაზე მიიღებთ საერთაშორისო სტანდარტების დასკვნას.
პროფესიონალური შეფასება
იმ შემთხვევაში, თუ გჭირდებათ ქონების რეალური ღირებულების დამადასტურებელი, იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტი, პროფესიონალური შეფასება სწორედ თქვენთვისაა. ამისათვის აკეთებთ განაცხადს არეაზე და 1 დღეში იღებთ საერთაშორისო გამოცდილებასა და ადგილობრივ ბაზარზე გაყიდული ქონების ანალიზზე დაყრდნობით შედგენილ, სრულფასოვან დოკუმენტს.
როგორ მუშაობს Area-ს ქონების შეფასების სერვისი?
ქონების შეფასების სერვისით სარგებლობისთვის, უნდა ეწვიოთ საიტს Area.ge, შეარჩიოთ თქვენთვის საინტერესო შეფასების ტიპი და შეავსოთ აპლიკაცია, რაც ნიშნავს იმას, რომ გსურთ, დაიქირაოთ შემფასებელი.
აპლიკაციის შესავსებად საჭიროა, მიუთითოთ ქონების ტიპი, რომლის საბაზრო ღირებულების გაგებაც გსურთ, მისამართი, უბანი, საკადასტრო კოდი, ტელეფონის ნომერი და სურვილის შემთხვევაში ატვირთოთ ფოტოები. იმის გათვალისწინებით თუ შეფასების რომელი ტიპი აირჩიეთ – პროფესიონალური, თუ სარეკომენდაციო, წინასწარ გაწერილი ვადების მიხედვით მიიღებთ შესაბამის ინფორმაციას.
ამ კონკრეტული სერვისით შეგიძლიათ შეაფასოთ ნებისმიერი ტიპის ქონება იქნება ეს საცხოვრებელი სახლი ახალაშენებულ, მშენებარე თუ მეორეულ კორპუსში, კერძო სახლი, მიწის ნაკვეთი, ოფისი, თუ სხვა. შეზღუდვა არცერთი სახის ქონების ტიპს არ ეხება.
შეაფასეთ ქონება არეას დახმარებით და გადაიხადეთ ჭკვიანურად.