in

არქიტექტორ ქვინსი ჯონსის განახლებული სახლი ლოს-ანჯელესში

Banner M2
Banner M2

არქიტექტორების ქვინსი ჯონსისა და რუთ შნაიდერის მოდერნისტული საცხოვრებელი/სამუშაო სახლი ლორენ კანიონში დღეს 2,7 მილიონ დოლარად იყიდება. ამ სახლმა სულ ცოტა ხნის წინ სრული რენოვაცია განიცადა.

ახალდაქორწინებულმა წყვილმა 1938 წელს ააშენა A. Quincy Jones House & Studio. 646 კვ.მ ფართობის კომპლექსის ნახევარი გამოიყენებოდა წყვილის სახლად, ხოლო მეორე ნაწილი კი ჯონსის პირველი არქიტექტურული სტუდია გახდა.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, სახლი ცოტა ხნის წინ განახლდა და ეს კლუბ Spring Place-მა განახორციელდა. განახლდა როგორც საცხოვრებელი ნაწილი, ისე – სტუდიაც. ისინი დაკავშირებულია საფეხმავლო ბილიკით და თითოეული ინარჩუნებს შუასაუკუნეების თავდაპირველ მახასიათებლებს, როგორიცაა ხის ჭერი, მაღალი აგურის ბუხრები, ხის პანელები და ა.შ

შენობის დახრილი შუშის კედლები იატაკიდან ჭერამდე ქმნის ადგილს, საიდანაც საოცარი ხედი იშლება – კლდოვანი გორა უკანა მხარეს და კანიონის ლანდშაფტი წინ.

მიუხედავად იმისა, რომ სახლი ძალიან ნათელია ბევრი ფანჯრით, მისი ტონალობები სრულიად მყუდრო განწყობას ქმნის. სახლის ინტერიერის დიდ ნაწილს ხე წარმოადგენს – მას ვხვდებით როგორც ჭერში, ისე იატაკსა და ავეჯში.

აღსანიშნავია, რომ მსურველებს აქვთ შესაძლებლობა, იქირაონ კიდეც ეს სახლი: სააგენტოს მეშვეობით ქონება ქირავდება თვეში 17500$-დან.

ფოტოგრაფი: The Agency

სათიბი მინდვრებისგან აღმოცენებული “სათიბე” – დასახლება, რომელიც ოცნებას ჰგავს

Rooms Studio-ს გამოფენა ნიუ-იორკის Emma Scully-ს გალერეაში