in

გლოსტერშირში მდებარე ქვის პაწაწინა ბეღელი, რომელიც მყუდრო თავშესაფრად იქცა

Banner M2
Banner M2

გაგიჭირდებათ, თავშესაფრისთვის იმაზე უფრო იდილიური გარემო იპოვოთ, ვიდრე ეს გლოსტერშირში არსებული ველური ყვავილების მდელოა. ერთ-ერთი ასეთი მინდვრის კიდეზე აშენებულია პაწაწინა ქვის ბეღელი. ეს არის პატარა საცხოვრებელი, რომელიც მოიცავს მოსასვენებელ ოთახს, სამზარეულოს, საძინებელს და აბაზანას.

შიგნით თუ შეიხედავთ, შეიძლება იფიქროთ, რომ ბეღელი მუდამ ასე გამოიყურებოდა. ეს პატარა სახლი წარმოადგენს სხვადასხვა საუკუნის ავეჯის, ხის კედლების, მუხის იატაკისა და ქვის ფილების (სამზარეულოში) ნაზავს, რომელიც ანტიკვარული ნივთების დილერმა და ავეჯის დიზაინერმა – კრისტოფერ ჰოუმ რვა-ნახევარ კვირაში დააპროექტა.

კრისტოფერი მფლობელებს ბრეიში (ბერკშირი) მდებარე სახლის რენოვაციაში ეხმარებოდა და მცირე პროექტი, როგორც ხშირად ხდება, მოსალოდნელზე უფრო მასშტაბურად იქცა. შობა ახლოვდებოდა, წყვილი ბავშვს ელოდებოდა, ამიტომ ისინი სადმე უნდა გადასულიყვნენ, რათა სახლის რენოვაცია დაწყებულიყო. მათ ვებგვერდზე სწორედ ეს პატარა ქვის ბეღელი შენიშნეს. ყიდვის გადაწყვეტილება თითქმის მაშინვე მიიღეს და სარემონტო სამუშაოებიც დაიწყო.

განლაგება ისეთივე დარჩა, როგორიც იყო. კიბეები ცენტრალურ საყრდენ პუნქტს წარმოადგენს და ოთახს ყოფს. სამზარეულოში განთავსებული უბრალო ინგლისური კარადები მკაფიო კოტეჯური განცდის შექმნას უწყობს ხელს და XVIII საუკუნის ნორვეგიული კომოდი ოთახს ისე ერგება, რომ ჩნდება განცდა, თითქოს ის სწორედ ამ სივრცისთვის არის შექმნილი.

ავეჯის თითოეული ნაწილისთვის კრისტოფერს უნიკალური ისტორია აქვს. აქ არის სამზარეულოს სკამი, რომელიც მან სანტა-მონიკას მეორადების ბაზრობაზე უხალისო გამყიდველისგან იყიდა; ბრიტანელი სამხედრო ტყვეს მიერ შესრულებული გეომეტრიული ნამუშევარი და თომას კრომველის ნახატი, რომელიც სოფლის ფოსტის მაღაზიაში იპოვეს.

კრისტოფერის გადაწყვეტილებები განპირობებული იყო იმ მოსაზრებით, რომ ეს პატარა ქვის სახლი უნდა გამოიყურებოდეს ისე, თითქოს მასში ვინმე ადგილობრივ მამულში მომუშავე ადამიანი ცხოვრობს. „მომწონს იდეა, რომ ავეჯი, შესაძლოა, ნათხოვარი იყოს.

კრისტოფერმა სივრცე ხალისით, ფანტაზიითა და მგრძნობელობით გარდაქმნა. მისმა ენთუზიაზმმა, გულმოდგინე დამოკიდებულებამ და ძველი ნივთების კრეატიულმა გამოყენებამ ამ პატარა ქვის სახლში აღძრა მომხიბლავი მუდმივობა, რომელიც ამ გარემოს იდეალურად ერწყმის.

რა უნდა ვიცოდეთ ავტოსადგომის შერჩევისას ახალ აშენებულ კორპუსში – 10 მთავარი რეკომენდაცია

8 მარტივი რჩევა სამზარეულოს მოსაწესრიგებლად