in

312-ე აუდიტორიაში გაჩენილი იდეა – ინტერვიუ გიორგი ზაუტაშვილთან

R-312 ქართული არქიტექტურული სტუდიაა, რომელიც თბილისსა და მილანში ფუნქციონირებს. სტუდიის მიერ შექმნილი ნამუშევრები ქართველ საზოგადოებას უჩვენებს, რამდენად შთამბეჭდავი და ორიგინალური შეიძლება იყოს პროექტი მაშინ, როცა მასზე მომუშავე პროფესიონალები არქიტექტურულ გადაწყვეტილებებს დამკვეთის ხასიათისა და ინტერესების მიხედვით იღებენ და მას ინდივიდუალურად უდგებიან. Homeis.ge გთავაზობთ ინტერვიუს გიორგი ზაუტაშვილთან, R-312-ის თანადამფუძნებელთან.

-გვიამბეთ თქვენი არქიტექტურული სტუდიის შესახებ, რამ განაპირობა მისი დაარსება, ვინ დგას მის უკან?

-კომპანია  დავაარსეთ გიორგი ზაუტაშვილმა და თამარ ქინქლაძემ 2013 წელს, საქართველოში დაბრუნების შემდეგ.  საკუთარი არქიტექტურული სტუდიის იდეა ჯერ კიდევ გერმანიაში სწავლის დროს გვქონდა კიდევ რამდენიმე მეგობართან ერთად. იმ პერიოდში, როგორც გუნდი, აქტიურად ვმუშაობდით როგორც საერთო პროექტებზე უნივერსიტეტში, ასევე არქიტექტურულ კონკურსებში. პირველი სტუდია დავაარსეთ „nomos architects“-ის სახელით, თუმცა 2016 წელს გადავწყვიტეთ კომპანიის რებრენდინგი. პირველ რიგში, შეიცვალა სახელი და მას „R312 Architects“ ეწოდა.  ახალი კომპანიის მიზანი იყო შეგვექმნა მცირე სტუდიების ქსელი, რომლებსაც რეგიონალურად წაუძღვებოდენ ჩვენი უნივერსიტეტის დროინდელი მეგობრები/კოლეგები 312 აუდიტორიიდან, ევროპის სხვადასხვა ქალაქებში. ამჟამად გვაქვს ორი ოფისი თბილისსა და მილანში.

გიორგი ზაუტაშვილი და თამარ ქინქლაძე

0-02-0b-2f49934cda9d82a1abf24cc1622a6bedcababf8728632e4a195d9a7dd779e79b_47d1bd0c
0-02-0b-6d4bb6fa4c3aa225d384dd2feec62352a572c524429b200ed5e25f07c159a62c_aacb3a16
0-02-0b-6df640ecb4f83e1bd1a38c3c4357bbde5d60184d544ae7d4c5c58c8a22aad14e_8cc7681
0-02-0b-17fe4a1e97e478f455fb92c727767f0735465842447f8ae9783b89f622ff2e6b_eb919197
0-02-0b-26bb2333083eda3363e5c72c81679b24e8c6fb665b522b30f655fa0108f6f5c6_201d8e52
0-02-0b-154f3cba9f559f32012555c44f48e575f6d7ce5e66b02f1365d54a33a6ed2f5a_eabe150
0-02-0b-806171a4ee6402bd4fbaad88cae0088f324bd1122dc3bffd3cfa9b500bcae67f_3697cf69
0-02-0b-b5969a75fc46afb56baf8edb0cf84d571de62085f76eaa283b24c8c95ff18e01_5acd357b
previous arrow
next arrow

R312-ის მიერ შექმნილი ინტერიერი თბილისში, ლონდონის სკვერთან მდებარე ბინაში. ფოტოგრაფი: ელენე შენგელია

-მოგვიყევით R312-ს ხედვის შესახებ. რა პრინციპებზე დგას ის?

-ჩვენ გვჯერა, რომ არქიტექტურა ძლიერი ხელსაწყოა, რომელსაც შეუძლია გრძელვადიანი და ძლიერი გავლენის მოხდება როგორც ერთეულ ადამიანებზე, ასევე მთლიანად სოციუმზე. ჩვენი მიზანი სწორედ ისაა, რომ ეს გავლენა იყოს დადებითი. ჩვენი აზრით, არქიტექტურა უნდა იქმნებოდეს აწმყოსთვის, წარსულის გათვალისწინებით და მომავალზე გათვლით, რომელსაც ჯერ არ ვიცნობთ.

ის უნდა ყვებოდეს ადგილის ისტორიას, აყალიბებდეს აწმყოს და აუმჯობესებდეს მომავალს. უნდა ემსახურებოდეს არა მხოლოდ დამკვეთს და პირვანდელ ფუნქციას, არამედ დამატებით ხელს უწყობდეს სოციუმს და ჭრიდეს ქალაქის ყოველდღიურ პრობლემებს.

ჩვენი არქიტექტურა ინსპირირებულია მოდერნიზმით, თუმცა მოდერნისტულ გამოთქმას  “ფორმა მისდევს ფუნქციას” ვამჯობინებთ ტანდემს “ფორმა აყალიბებს ფუნქციას”. ჩვენ ვეძებთ ესთეტიკას და არქიტექტურის საშუალებით  ვცდილობთ გავაცოცხლოთ ემოციები.

“R312” ყოველ დამკვეთსა და  საპროექტო ტერიტორიას ინდივიდუალურად უდგება და ვცდილობთ, ყველა ჩვენი ნამუშევარი წარმოადგენდეს დამკვეთის პორტრეტს.

ვერ იარსებებს პროექტი, თუ მას საფუძვლად არ უდევს სიღრმისეული კვლევა, რომლის შემდგომი ფიზიკური განსახიერება არის შენობა. ამისთვის მუშაობის პროცესში უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ როგორც გარემოს კვლევას, ასევე უშუალოდ კლიენტის მაქსიმალურად გაცნობას, იმისთვის, რომ ზუსტად ვიცოდეთ მისი ხასიათი, ცხოვრების რითმი, დღის წესრიგი და სამომავლო გეგმები.

ED1-1024x576
ED2
ED1-1
ED3
ED4
ED4-1
ED5
ED6
ED7
ED11
ED12
ED13
ED15
ED19
ED20
ED21
ED22
previous arrow
next arrow

R312-ის მიერ შექმნილი ინტერიერის დიზაინი ბაგებში. ფოტოგრაფი: ალექსანდრე ბაგრატიონი

-რას მიიჩნევთ საქართველოში არქიტექტურული სტუდიების მთავარ გამოწვევად?

-საქართველოში არქიტექტურა, როგორც პროფესია, ჯერ კიდევ ახალგაზრდაა.  მთავარი გამოწვევა, ჩვენი აზრით, არის არაკონკურენტუნარიანი გარემო, ვინაიდან დასავლეთ ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველოში პროექტების რაოდენობა უშუალოდ დამოკიდებული არის სანაცნობო წრეზე.  სამწუხაროა ის ფაქტი, რომ არქიტექტურული კონკურსების კულტურამ ჩვენთან ჯერ ვერ მოიკიდა ფეხი.  უმეტეს განვითარებულ ქვეყნებში კანონით არის გაწერილი, რომ ურბანულ გარემოში ან გარკვეული მასშტაბის ნაგებობების პროექტების შერჩევა უნდა ხდებოდეს  ღია ან დახურული კონკურსის გზით. სწორედ ეს შობს სწორ კონკურენტულ გარემოს და აძლევს საშუალებას ახალგაზრდა არქიტექტორებს, გავიდნენ დიდ ასპარეზზე.

საქართველოში, მიუხედავად იმისა, რომ კონკურსები სრულიად ჩანაცვლებული არის ტენდერებით, პერიოდულად გვხვდება ასევე კონკურსები, თუმცა მათი ორგანიზირება, ჟიურის შემადგენლობა და სხვა დეტალები სერიოზულ გაუმჯობესებას საჭიროებს.

ასევე დიდ სირთულეს/დისკომფორტს ქმნის ის გარემოება, რომ თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ ხშირად იქმნება ალოგიკური ბიუროკრატია, რომელიც უმეტეს შემთხვევაში არანაირად არ ემსახურება არქიტექტურული გარემოს გაუმჯობესებას და მხოლოდ ამატებს დამატებით ხარჯებს და ზრდის სამუშაო ვადებს.

RW1
RW2
RW3
previous arrow
next arrow

R312-ის მიერ არქიტექტურული კონკურსისთვის შექმნილი რუანდის ეკლესიის პროექტი

-რომელ პროექტებზე მუშაობთ ამჟამად?

-ამჟამად  ვმუშაობთ ჩვენთვის ორ ძალიან მნიშვნელოვან პროექტზე, ესენია სასტუმრო STEPP IN ყაზბეგში და „HOTEL HERITAGE“-ს განვრცობის პროექტი.  ამის პარალელურად ვმუშაობთ რიგ კერძო სახლებზე და ინტერიერებზე და რაც ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, ერთ ნაციონალურ და ორ ინტერნაციონალურ არქიტექტურულ კონკურსზე.

yaz_3d_groundfloor_ds_191002-DAY-01-CAM 01
yaz_3d_groundfloor_ds_191002-DAY-01-CAM 03a
yaz_3d_groundfloor_ds_191002-DAY-01-CAM 03B
yaz_3d_groundfloor_ds_191002-DAY-01-CAM 05
yaz_3d_groundfloor_ds_191002-DAY-01-CAM 06
yaz_3d_groundfloor_ds_191002-DAY-01-CAM 07
yaz_3d_groundfloor_ds_191002-DAY-01-CAM 08
yaz_3d_groundfloor_ds_191002-DAY-01-CAM 09
yaz_3d_groundfloor_ds_191002-DAY-01-CAM 10 - Kopie
yaz_3d_SPA_191118_2-0_cam 02-B
yaz_3d_SPA_191118_2-0_cam 06-A
yaz_3d_SPA_191118_2-0_cam 06-B
previous arrow
next arrow

R-312-ის მიმდინარე პროექტის, “STEPP INN”-ის რენდერები

-რა გავლენა ჰქონდა პანდემიას R312-ზე?

-პანდემიამ, როგორც ყველა, ჩვენც რიგი სირთულეების წინაშე დაგვაყენა. საბედნიეროდ, დისტანციურად მუშაობის გამოცდილება ჩვენი სტუდიის ხასიათიდან გამომდინარე, უკვე გქვონდა. მეორე სირთულე იყო ის, რომ უმეტესი პროექტების ბიუჯეტი საგრძნობლად შემცირდა და მოგვიწია ახალი გზების ძებნა, ექსპერიმენტირება და ბევრი წვალება იმისთვის, რომ ეს პროექტები გადაგვეაზრებინა და სახეცვლილ ბიუჯეტზე ისე მოგვერგო, რომ არ გაგვეუფასურებინა.  თუმცა ეს სირთულე არ აღმოჩნდა იმდენად ნეგატიური, პირიქით, ძალიან საინტერესო ახალი მეთოდები და გზები აღმოვაჩინეთ, რომლებიც პანდემიის ჩავლის შემდეგაც ძალიან გამოგვადგება. 

პანდემიამ ასევე ძალიან სასიამოვნო რამ დაგვანახა – ეს იყო ჩვენი თანამშრომლების ლოიალურობა, რომლებმაც მიუხედავად დროებითი სირთულეებისა, არ მიგვატოვეს, რამაც  საბოლოოდ უფრო ძლიერ გუნდად გვაქცია.

boost
IMG_5280
IMG_5293
IMG_5294
IMG_5296
IMG_5330
IMG_5390
previous arrow
next arrow

R312-ის პროექტი წავკისში. ფოტოგრაფი: ანა ლორთქიფანიძე

-2020 წელს განხორციელებულ რომელ მსოფლიო პროექტს მიიჩნევთ ყველაზე მნიშვნელოვნად?

-მიჭირს რომელიმე კონკრეტულზე შეჩერება, თუმცა  ფილიპ ჯონსონის პოსტმოდერნული ცათამბჯენის 550 მედისონ ავენიუს (ყოფილი AT&T BUILDING) რენოვაციის პროექტი  Snøhetta-ს ავტორობით, რომელიც 2020 ში უნდა დასრულებილიყო,  ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და კონტროვერსიული პროექტია.

1
2
3
4
previous arrow
next arrow

Snøhetta-ს პროექტი მედისონ ავენიუსთვის

-როგორ ფიქრობთ, რომელი არქიტექტურული ტრენდები გახდება პოპულარული 2021 წელს და როგორ შემორჩება კორონავირუსის ეპოქა არქიტექტურულ ისტორიას?

-ზოგადად, ჩვენ ტრენდებს არ ვცნობთ და ჩვენი ფილოსოფიიდან გამომდინარე, ვცდილობთ, დიდად ყურადღება არ გავამახვილოთ ამაზე, თუმცა მომავალ წელს, ვფიქრობთ, რომ პოსტმოდერნიზმის ახალ სიცოცხლეს უფრო ფართო მასშტაბით ვიხილავთ.

ასევე უფრო დიდი აქცენტი გაკეთდება ღია სივრცეებზე, მსუბუქი ან მოძრავი ტიხრებით. მოიმატებს დატვირთვა მრავალფუნქციურ და ტრანსფორმირებად  სივრცეებზე.

ტემპს იღებს, ასევე, არსებული ნაგებობების გადააზრება და მათი განვრცობა, ნაცვლად მათი უბრალოდ წაშლისა და ნულიდან დაწყებისა.  კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა მიენიჭება საჯარო სივრცეების გადააზრებას და მათ მეტი ყურადღება დაეთმობა საერთო გამოყენების, ე.წ „ქომიუნითი“ სივრცეებს.

21015859_1478790448825691_4907817317555517859_o
21054895_1478790518825684_6060803191636309443_o
21056274_1478790512159018_10353884718951109_o
19693444_1478790568825679_4180529941915210474_o
21082859_1478790555492347_1370654824906676308_o
21082959_1478790455492357_5039495392669828843_o
21083038_1478790565492346_3282152839705564031_o
21083762_1478790515492351_3959059974428935643_o
previous arrow
next arrow

R312-ის მიერ შექმნილი ინტერიერის დიზაინი, ოფისი CRRC თბილისში. 

1
2
3
4
5
6
7
previous arrow
next arrow

 

R312-ს პროექტის მიხედვით შექმნილი Pixel Stage ჯემ ფესტზე

 

R312-ის თბილისის არტ ჰაბის განუხორციელებელი პროექტი

R312-ის მიერ შექმნილი ინტერიერის დიზაინი ტაბიძის ქუჩაზე მდებარე ბინისთვის

5 წესი ინტერიერის ფარდებით გალამაზებისთვის

5 მაღაზია თბილისში, სადაც სახლის დეკორის მოყვარულთათვის “ვალენტინობის” საჩუქარს შეარჩევთ