in

რა დამიჯდება რემონტი? რაზეა დამოკიდებული მისი ფასი და როგორ გამოვთვალოთ საშუალო ხარჯი?

IPS
IPS

იმისათვის, რომ რემონტი წარმატებით დასრულდეს და ჩვენთვის სასურველ შედეგს მივაღწიოთ, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია განვსაზღვროთ, რა ტიპის რემონტი გვჭირდება – ზედაპირული, (კოსმეტიკური რემონტი) თუ საფუძვლიანი (კაპიტალური რემონტი).

რა განსხვავებაა კოსმეტიკურ და კაპიტალურ რემონტს შორის?

კოსმეტიკური რემონტი მოიაზრებს ინტერიერის შეცვლას, სამღებრო სამუშაოებს, იატაკის მოპირკეთებას, შპალერის, კარ-ფანჯრების კეთილმოწყობას.

კაპიტალური რემონტი კი საფუძვლიან, კონსტრუქციულ ცვლილებებს გულისხმობს და სრულ სარემონტო სამუშაოებს მოიცავს.

რემონტის ტიპის განსაზღვრა შესაძლებელია ბინის მდგომარეობიდან გამომდინარე. განარჩევენ სხვადასხვა კონდიციაში მყოფ, დაუსრულებელ ბინებს: შავ, თეთრ და მწვანე კარკასს.

რა დამიჯდება რემონტი?

დარგის სპეციალისტების თანახმად, თითოეული სარემონტო პროექტი ინდივიდუალურად იანგარიშება. ამ შემთხვევაში ფასთა დიაპაზონი დამოკიდებულია როგორც დამკვეთის სურვილებზე, ასევე სამუშაოს სირთულესა და შემსრულებელი კომპანიის სტანდარტებზე. შესაბამისად, ფაქტობრივად, შეუძლებელია რემონტის “სტანდარტული ფასის” განსაზღვრა, თუმცა, იმისთვის, რომ კარგად გავერკვეთ ამ საკითხში და გავიგოთ, თუ რაზეა დამოკიდებული და როგორ დგინდება სარემონტო სამუშაოების ხარჯები, ჩვენ ამ სფეროში მოღვაწე ერთ-ერთ სარემონტო კომპანიას, ევოსპეისს მივმართეთ. 

კომპანიის წარმომადგენლებმა ჩვენთან იმ სამუშაოების ხარჯთაღრიცხვაზე ისაუბრეს, რაც ე.წ. “შავი კარკასის” შემთხვევაშია გასათვალისწინებელი:

პირველი ეტაპზე ხდება გამყოფი ტიხრების სამშენებლო პროცესი, რომლისთვისაც ევოსპეისის თანახმად, რეკომენდებულია 15 სანტიმეტრიანი სამშენებლო ბლოკის ყალიბი. აღნიშნული სამუშაოს ხარჯი ერთ კვადრატულ მეტრზე, ლოგისტიკისა და მომსახურების ჩათვლით, საშუალოდ 50 ლარს შეადგენს.

ელექტრო სამუშაოები – რომელშიც მოიაზრება ელექტრო კომუნიკაციების გამართვა, განათების, როზეტების, ჩამრთველების, ინტერნეტის უზრუნველყოფა. ამ შემთხვევაში უპირატესობა ორმაგი იზოლაციის მყარ ელ.კაბელებს ენიჭება. ხარჯი თითო წერტილზე ლოგისტიკისა და მომსახურების ჩათვლით, 50 ლარს შეადგენს (მასალა, ტრანსპორტირება, აზიდვა, მონტაჟი, სამუშაოების შემდგომ დასუფთავება).

გათბობის სამუშაოები – რეკომენდებულია კოლექტიური სისტემის მილგაყვანილობა, თბოიზოლაციით. ამ შემთხვევაში ფასი ერთ წერტილზე 150 ლარს შეადგენს.

ინტერიერის კეთილმოწყობა, კედლების ლესვა – გიპერის მასალით გალესვა, რომელსაც გაჯის მაგივრად იყენებენ. გიპერის გამოყენებით შესაძლებელია ისეთი თბოიზოლაციის მიღება, რომელიც 30-40% -ით შეამცირებს სითბოს დანაკარგს. ამავდროულად, ეს მასალა გაცილებით უფრო სწრაფია (საშუალოდ 1 კვირა სჭირდება გასაშრობად). აღნიშნული მომსახურების საორიენტაციო ფასი კვადრატულ მეტრზე, ლოგისტიკისა და მომსახურების გათვალისწინებით, 33 ლარს შეადგენს.

იატაკის მოხვეწა ქვიშა – ცემენტის ხსნარით (ე.წ „სტიაშკა“) – რეკომენდებულია ე.წ ნახევრად მშრალი ბეტონის საფარის დასხმა პომპით. ხარჯი 1 კვადრატულ მეტრზე 35 ლარია.

კერამო გრანიტის სამუშაოებიევოსპეისის შემთხვევაში არ გამოიყენება ალუმინის კუთხოვანები, არამედ კერამიკული ფილების კუთხეების დამუშავება ხდება 45 გრადუსზე. აღნიშნული სამუშაოს დაანგარიშებისას თითო კვადრატულ მეტრზე, ლოგისტიკისა და მომსახურების ჩათვლით, 130 ლარი იანგარიშება (კერამო გრანიტის ღირებულება – 50 ლარი + ტრანსპორტირება, აზიდვა, მონტაჟი, დასუფთავება).

თაბაშირ-მუყაოს ფილის სამუშაოები – უმჯობესია კნაუფის 0.6 მმ-იანი პროფილის მასალის გამოყენება კონსტრუქციულ ფორმებად, 40 სმ-იანი დაშორებით. პროფილების მოწყობის შემდეგ კი საიზოლაციო მასალის, ქვაბამბის გამოყენება, რომელიც ამცირებს კომუნალურ ხარჯებს. ამ სამუშაოს ღირებულება თითო კვადრატულ მეტრზე 45 ლარს შეადგენს.

რადიატორების მონტაჟი – ამ შემთხვევაში სექციური რადიატორებია რეკომენდებული, თითო სექცია დაახლოებით 45 ლარი დაგიჯდებათ .

სამღებრო სამუშაოები – თავდაპირველად ხდება კედლის დამუშავება 2-3 ფენა ფითხით, რომელიც ნალესის სიზუსტეზეა დამოკიდებული. შეღებვამდე კედლებზე ეკვრება ფლიზელინის უფაქტურო ქაღალდი და შემდეგ იღებება ხავერდოვანი, მარტივად გასაწმენდი საღებავით. ფასი, ერთ კვადრატულ მეტრზე – 30 ლარი.

იატაკის ლამინირება – უპირველეს ყოვლისა, იატაკი თვითსწორებადი ხსნარით მუშავდება, საშუალო ხარჯი ერთ კვადრატულ მეტრზე 15 ლარს შეადგენს. ამ სამუშაოს ზუსტი საფასური იატაკის სისწორეზეა დამოკიდებული.

ლამინირებული (ევროპული) იატაკის ფასი (მინიმუმ 10 მმ-იანი სისქის, 3 მმ-იანი საფენით) 1 კვადრატულ  მეტრზე საშუალოდ 70 ლარიდან იწყება.

Worker professionally installs floor boards

MDF- ის კარები – რეკომენდებულია შეღებილი MDF-ის კარი მაგნიტური საკეტით. საშუალო ხარჯი თითო კარზე 1000 ლარს შეადგენს. დამალული კარის შემთხვევაში, მისი დამონტაჟება სამღებრო სამუშაოებამდე ხდება და ფასი მონტაჟითა და მაგნიტური საკეტების ჩათვლით, საშუალოდ, თითო კარზე, 1500 ლარია.

ზემოთ მოცემული თითოეული ეტაპის გავლის შემდეგ  ხდება ინტერიერის სრულყოფა, დეკორაციებისა და აქსესუარების დამონტაჟება, ავეჯის შეკვეთა.

როდესაც სივრცეში ყველაფერი დამონტაჟებულია და ინტერიერს საბოლოო სახე აქვს მიცემული, იწყება იატაკის დამაბოლოებლების (პლინტუსების) მონტაჟი. ევოსპეისის წარმომადგენლების თანახმად, კომპანია უპირატესობას ვინილის პლინტუსებს ანიჭებს, რომლებიც ბევრად გამძლეა. ამ მასალის ხარჯი ერთ გრძივ მეტრზე საშუალოდ 16 ლარს შეადგენს.

როგორც ზემოთ ხსენებულიდან ჩანს, რემონტის საბოლოო ხარჯი ძალიან ბევრ წვრილმანზეა დამოკიდებული. შესაბამისად, კითხვაზე, თუ “რა დამიჯდება რემონტი?” ერთი კონკრეტული პასუხი არ არსებობს. თუმცა, დღევანდელ სტატიაში ჩვენ ვეცადეთ, თქვენთვის საორიენტაციო ფასები შემოგვეთავაზებინა, რომელთა გათვალისწინებით, კომპანია EvoSpaceში პრემიუმ რემონტი 1 კვადრატულ მეტრზე 989 ლარიდან იწყება. გაითვალისწინეთ, რომ სხვა კომპანიებში, სადაც რემონტისთვის განსხვავებულ მასალებს შემოგთავაზებენ, სარემონტო სამუშაოების ფასიც შესაბამისად, განსხვავებული იქნება, მაგრამ რაც მთავარია, ამიერიდან თქვენთვის ცნობილი იქნება სარემონტო ხარჯების დადგენის მეთოდი და ზუსტად გეცოდინებათ, თუ რაში იხდით ფულს. 

ფრანგი არქიტექტორის საოცნებო სახლი პარიზში

#რაშენდება: აპარტამენტები გუდაურში “ალიზისგან”