in

რა ქმნის კომფორტს ოთახში? – რამდენიმე მთავარი დეტალი

იმისთვის, რომ ოთახი თავის დანიშნულებას შეესაბამებოდეს, უნდა გაითვალისწინოთ ფერი, განათება, პროპორცია და ავეჯის განლაგება. გარდა ამისა, სივრცე ვიზუალურად ლამაზი უნდა იყოს, ხოლო გამოსაყენებლად — კომფორტული.

კომფორტი იწყება იმით, რაზეც სხედხართ. დღეს უამრავ ადამიანს უყვარს დიდი, მოძველებული და ძალიან რბილი სტილის დივნები. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი მოდელები მართლაც კომფორტულია, თავისუფალ მდგომარეობაში ისინი შეიძლება დაულაგებელ საწოლებს ჰგავდეს, რადგან ბალიშებს ყოველთვის სჭირდება აფუება. შესაძლოა უკეთესი ალტერნატივა იყოს ზედაპირი, რომელიც რბილი და კომფორტულია, თუმცა პირვანდელ მდგომარეობას მეტ-ნაკლებად უბრუნდება.

მისაღებ ოთახში, როგორ წესი, განლაგებულია დიდი დივანი და რამდენიმე სავარძელი ფიქსირებულ მდგომარეობაში. შეგიძლიათ ამ კომბინაციას პუფიც დაამატოთ. ასევე კარგი იდეაა წიგნებისა და ჟურნალების გამოყენება. წიგნები ისევე დაგეხმარებათ ოთახში სასურველი ატმოსფეროს შექმნაში, როგორც — ყვავილები.

ამასთან, შესანიშნავი აზრია პატარა სკამი ან კედლის მაგიდები, რომელთა გადაადგილებაც მარტივად შეიძლება, როცა ოთახში დამატებითი დასაჯდომი ადგილების შექმნა გსურთ. რა თქმა უნდა, დამატებითი სკამები შეიძლება სახლის სხვა სივრცეშიც ინახებოდეს, რათა საჭიროების შემთხვევაში ისინი მისაღებ ოთახში გამოიყენოთ.

ასევე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია განათება. საინტერესო არჩევანია ნახატების ზემოთ არსებული სანათები ასევე ცენტრალური სანათი მოწყობილობა, რომელიც, გარდა განათების უზრუნველყოფისა, ძალიან კარგია ოთახისთვის საყრდენი წერტილის შესაქმნელად. გარდა ამისა, მაგიდის სანათები, რომლებიც სივრცეს რბილი ყვითელი შუქით უზრუნველყოფს და საკითხავი სანათები, რომლებიც სავარძლებისა და დივნების გვერდით არის განთავსებული, კითხვას, ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის, სასიამოვნოს ხდის.

ყველა ჩვენგანს სურს, რომ ოთახებში ფერები და დეკორაცია ჰარმონიაში იყოს. ეს აუცილებელია იმისათვის, რომ სათანადოდ განტვირთვა შევძლოთ და სივრცე დანიშნულებისამებრ გამოვიყენოთ.

ადამიანები ცდილობენ, რომ ოთახი იყოს ლამაზი, ჰარმონიული, შესაძლოა მოდური ან თუნდაც ოდნავ მოძველებული, თუმცა არაფერს აქვს მნიშვნელობა, თუ სივრცე არ არის შესაფერისი მათთვის, ვინც მის გამოყენებას აპირებს. ჰარმონიული, ამაღელვებელი და ლამაზი ინტერიერი არის ყველა იმ ნაწილის ჯამი, რომელიც სიტყვა — „კომფორტულს“ ქმნის.

მდგრადი გზებით შექმნილი სახლი კუნძულ ტექსელზე – Orange Architects-ის ნამუშევარი

ინდუსტრიული სტილით შთაგონებული სახლი წეროვანში – მაიკო ივჩენკოს ინტერიერი