in

რა შეცვალა პატარა სახლების მშენებლობის ტენდენციამ არქიტექტურაში

Alliance Group
Alliance Group

რაც უფრო გადის დრო, დიზაინის სამყაროში მატულობს კრეატიულობა პატარა სივრცეების მოწყობის თვალსაზრისით. The Tiny House Movement იპყრობს მსოფლიოს და ხშირად ვხვდებით 14 კვადრატული მეტრის ფართობის სახლებსაც კი. მათ მიმართ საზოგადოების ნდომა იზრდება, რადგან უკვე არსებობს პრაქტიკა მსგავსი შენობების კარგად გამოყენების.
ასეთი ცვლილებები რა თქმა უნდა ტრადიციული კერძო სახლების მშენებლობაზეც ახდენს გავლენას, დიზაინერები უკვე სხვანაირად, უფრო კომპაქტურად იყენებენ ფართს და შენობები პრაქტიკულობის კუთხით უფრო გამართულია, ნაკლებია დაკარგული სივრცე.

სტატიაში მიმოვიხილავთ თუ რა ასწავლა არქიტექტურის სფეროს პატარა სახლების მშენებლობის ტენდენციამ.

დიდი არ ნიშნავს ყოველთვის უკეთესს.

დიდი მოშენების ფართობის სახლი აშენების ხარჯთან ერთად უფრო რთული შესანახიც არის, თუ ვთქვათ პატარა სახლი, რომლის აშენებაც 23 000 ამერიკული დოლარი ჯდება მოიცავს რაღაც კონკრეტულ სივრცეებს, იგივე სივრცეების მქონე უკვე ტრადიციული სახლი საშუალოდ 272 000 ამერიკული დოლარი ჯდება, ეს სხვაობა საკმაოდ დიდია, სივრცეების კომპაქტურად გადანაწილება მშენებლობის ხარჯსაც დაგვიზოგავს და მომავალში მის შენახვის ხარჯსაც, ისე რომ არც ერთ ოთახზე უარის თქმა არ მოგვიწევს.

ვერტიკალური სივრცე

დახშული სივრცის შეგრძნებას ყველაზე მეტად დაბალი ჭერი გვაძლევს, თუ სახლი პატარაა, მაგრამ მაღალი ჭერი აქვს არ გვეუფლება კლაუსტროფობიული შეგრძნებები, ამიტომ ტრადიციულ მშენებლობაში, თუ დიდი სივრცე არ გვაქვს ანტრესოლების მოწყობით შეგვიძლია სივრცის ილუზია შევქმნათ.

შერეული სივრცეები

რამდენიმე ფუნქციის ოთახის გაერთიანებაც შესაძლებელია, ისე რომ ეს დისკომფორტს არ შეგვიქმნის, მაგალითად ; გაერთიანდეს საერთო ოთახი და სამზარეულო, რაც კარგია პრაქტიკულობის თვალსაზრისითაც.  შეიძლება გაერთიანდეს კაბინეტი და საძინებელი.

კავშირი ეზოსთან

პატარა სახლებს უმეტესად ბუნებაში ვხვდებით, სადაც მაქსიმალურად შემცირებულია თვითონ სახლის ფუნქცია და ასეთი გადაწყვეტილება თითქოს გვაიძულებს მეტი დრო გავატაროთ გარეთ. ტრადიციული კერძო სახლი საჭიროებს ეზოს, რომელიც ისე იქნება მოწყობილი, რომ მაქსიმალურად დიდი დროის გატარება შეიძლებოდეს გარეთ.

მინიმლიზმი

ფართის ნაკლებობის გამო, პატარა სახლის გადატვირთვა დეკორით არ ღირს. მსგავსი მიდგომა ინერგება ტრადიციულ არქიტექტურაშიც და მაქსიმალურად დაზოგილია ის სივრცე, სადაც რაიმე უფუნქციო დეკორაციის მოწყობაა შესაძლებელი.

წყარო: Archdaily, Finn MacLeod

ინსპირაცია სხვენის მოსაწყობად

სამსახურში დასაძინებლად შექმნილი პირველი სავარძელი