ფაქტურებისა და ელფერების მრავალფეროვნების წყალობით, დღეს იატაკის საფარის არჩევა ნებისმიერი გემოვნებისა და ინტერიერისთვისაა შესაძლებელი. მთავარი საკითხი ხარისხი და ფასია. პარკეტს სამი მახასიათებლის მიხედვით აფასებენ: დეკორი, სიმტკიცე და ნესტგამძლეობა.
თუ ეგზოტიკაზე ვსაუბრობთ, მაშინ ყურადღების გამახვილება კაკალზე ღირს: რაც უფრო ძველია ის, მით უფრო ძვირფასია. მაგალითად, ინდონეზიური ტექტონა ნესტისგან კარგადაა დაცული, ადვილი დასამუშავებელია, კეთილშობილი ფერი და დამახასიათებელი მოხატულობა აქვს.
ექსპერტები რეკომენდაციას კლასიკას – მუხას უწევენ. მისი მერქანი მტკიცე და დრეკადია, კლასიკური მოხატულობა კი ნებისმიერ ინტერიერს უხდება.
რა უნდა ვიცოდეთ წარმოების ტექნოლოგიაზე?
არსებობს შრობის ორი ტექნოლოგია – ატმოსფერული (ბუნებრივი) და იძულებითი. ექპერტების მტკიცებით, ჯერ ატმოსფერული და შემდგომ კამერებში იძულებითი შრობა იდეალურ შედეგს იძლევა. ასეთი ტექნოლოგიის წყალობით ხის ზედაპირს სახლის ტემპერატურასთან ადაპტაცია არ სჭირდება. მერქნის შევიწროება-გაფართოვების ბუნებრივი პროცესები მინიმალურია და ბზარების გაჩენას არ იწვევს.
და ბოლოს, იატაკის საფარი წყობის მიხედვით განსხვავდება და ამ მხრივ რამდენიმე ვარიანტი არსებობს:
ფუძესთან მიწებების ხერხი საიმედო და ზოგ შემთხვევაში თბილი იატაკისთვისაც გამოსადეგია. MS-პოლიმერებზე დამზადებული პოლიურიტანის ელასტიური წებო ორთქლისა და ხმის საიზოლაციო ფენას ქმნის.
მცურავი წყობა – პარკეტი ჩამკეტების მეშვეობით საძირკველის ნაცვლად ერთმანეთში მაგრდება. იატაკის აწყობა სწრაფად ხდება, მაგრამ დროთა განმავლობაში ჩამკეტები სუსტდება და ბზარები ჩნდება. რამდენიმე წელიწადში საფარი შესაცვლელია. ის ასევე საკმაოდ ხმაურიანია და არსებობს გარკვეული შეზღუდვები მძიმე ავეჯის დადგმაზე.
სხვა ხერხები: მხატვრული წყობა – ინგლისური, ფრანგული, უნგრული ნაძვი, მოდულური პარკეტი, მათ შორის სხვა ჯიშის ხის, მარმარილოს, აგლომერატის, ობსიდის, ონიქსის, სპილენძის, შუშის ჩანართებით.