in

რა უნდა ვიცოდეთ ენერგიის ალტერნატიული წყაროების შესახებ

IPS
IPS

ჩვენს დროში ალტერნატიული ენერგიის წყაროების პირადი მიზნებისთვის მოხმარების მაგალითების რიცხვი სულ უფრო იზრდება. საკუთარი ბინებისა და სახლების პროექტებში არქიტექტორები სულ უფრო ხშირად დებენ ალტერნატიული ენერგიის ინოვაციურ იდეებს  და ეს გამართლებულიცაა. ეკომეგობრული დამოკიდებულების გარდა ის ეკონომიურადაც ეფექტიანია და საგრძნობლად ზოგავს მესაკუთრის ბიუჯეტს.

მზის ფოტომოდულები, ელექტროსადგური და აკუმულატორები – განკუთვნილია მზის ენერგიიდან ელექტროენერგიის გამომუშვებისთვის. ასეთი დანადგარები სხვადასხვა სიმძლავრისაა. მაგალითად, სახლისთვის, რომლის ფართია 350 კვადრატული მეტრი, საჭიროა 12 ცალი ასეთი მოდული. მათი მწარმოებლურობა მზიან პერიოდში (მარტი-სექტემბერი) შეადგენს 300-400 კვტ/სთ-ში, ნაკლებად აქტიურ პერიოდში 150 კვტ/სთ მდე. ყველა აკუმულატორი დამტენი მოწყობილობით უერთდება ინვერტულ სისტემას (სიმძ. დაახლოებით 6კვტ). ელექტროენერგიის დაგროვებისათვის მიწისქვეშ 3 მეტრ სიღრმეზე დგება აკუმლიატორები, მოცულობით 92 ამპერი/საათში.

მზის ფოტომოდულები შედგება კრისტალებისგან, რომლებიც იჭერს ენერგიას. ისინი არსებობს მონოკრისტალური და პოლიკრისტალური ტიპის. მონოს ექსპლუატაციის დიდი პერიოდი აქვს, თუმცა პრეტენზიულია. მისი გამართული მუშაობისთვის საჭიროა მზის შუქის უწყვეტი ძლიერი ნაკადი. პოლიკრისტალური მუშაობს ნებისმიერ ამინდში.

ქარის გენერატორი კიდევ ერთ ალტერნატიულ ენერგიის წყაროს წარმოადგენს. მასში ქარის ენერგია გარდაიქმნება ელექტროენერგიად. საკუთარი სახლისთვის საკმარისია 5 კვტ სიმძლავრის გენერატორი 6-7 მეტრი დიამეტრის ფრთებით. ღერძის სიმაღლე, სადაც დამაგრებულია ქარის დამჭერი შეადგენს, 26-30 მეტრს. ქარის მაღალი აქტივობისას გენერატორის მწარმოებლობაა 450-600 კვტ საათში, სხვა დროს 200 კვტ/სთ – მდე.

მხოლოდ მზის ენერგიისა და ქარის ენერგიის გამოყენებით თქვენ მიიღებთ 700 კვტ/სთ ენერგიას რაც სავსებით საკმარისია მთელი საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაქსიმალურ სიმძლავრეზე მუშაობისთვის.

ქვაბი ბიოსაწვავზე – ასეთი ქვაბი უზრუნველყოფს მაღალ ეფექტურობას ხის, გრანულირებული ტორფის და სხვა ბიოპროდუქტების წვის დროს. საწვავის ჩატვირთვა ხორციელდება დღეში ერთხელ. ქვაბი სიმძლავრით 60 კვტ საკმარისია იმისთვის, რათა გავათბოთ 400 კვ.მეტრი ფართის სახლი და დამატებითი სივრცეები, როგორიცაა საუნა და ზამთრის ბაღი.


მზის კოლექტორი. ეს ალტერნატიული ენერგიის წყარო მზის ენერგიას გარდაქმნის თბოენერგიად. მაგრდება სახლის სახურავზე. გამოიყენება წყლის გათბობისათვის. გარდაქმნილი ელექტროენერგია გროვდება სპეციალურ ბუფერულ ავზში და გამოიყენება გამათბობელი ქვაბის მიერ წყლის გასათბობად. ზაფხულის პერიოდში, როცა სახლის გათბობის საჭიროება არაა, ენერგია გამოიყენება წყლის 60 გრადუსამდე გასათბობად, შემდგომ კონტროლერი ზედმეტ თბურ ენერგიას მიმართავს ბუფერულ ავზში, მოცულობით 2000 ლიტრი. ასეთ ავზს გააჩნია თბოგადამცემი სიმძლავრით 45 კვტ. თბო ენერგია ბუფერული ზონიდან ასევე გამოიყენება სააბაზანო ოთახების იატაკების გათბობისათვის.

გეოთერმული სითბური ტუმბო – კიდევ ერთი ალტერნატიული ენერგიის წყაროა. მისი მეშვეობით გამოიყენება მიწისა და წყლის ენერგია. ზაფხულში ასეთი სისტემა მუშაობს სახლის გაგრილებისათვის, ხოლო ზამთარში გათბობისათვის. ამ სისტემის სუსტი მხარე ისაა, რომ დანადგარები ძვირია, თუმცა მომავალში მნიშვნელოვნად ამცირებს კომუნალურ ხარჯებს. ტუმბოს მუშაობისთვის საჭიროა ენერგიის მუდმივი წყარო.

ინფრაწითელი გათბობა. ალტერნატიული ენერგის წყაროს აღნიშული სახეობა დღეს ძალიან პოპულარული ხდება. გათბობის ეს ტიპი ეკონომიურია და მომსახურებისთვის მარტივი. თბილი იატაკის მონტაჟის დროს იყენებენ ინფრაწითელ ფირფიტას. გარდა თბილი იატაკისა, კერძო სახლებში ასევე „თბილი პლინტუსის“ სისტემასაც აყენებენ.

 

“ყველა პროექტზე განსაკუთრებულ ზეგავლენას ჩვენი წარმომავლობა ახდენს” – ინტერვიუ ნია მგალობლიშვილთან, DesignBureau

ედოარდო ტრესოლდის Etherea