in

რა უნდა ვიცოდეთ ხის პარკეტის რესტავრაციის შესახებ

IPS
IPS

იატაკის ისეთი ძვირფასი საფარიც კი, როგორიც ხის პარკეტია დროთა განმავლობაში კარგავს მის პრეზენტაბელურ სახეს. ძირითადად ეს ხანგრძლივი ექსპლუატაციის, ძლიერი დატვირთვისა და არასათანადო მოვლის გამო ხდება. წარმოშობილი დეფექტები შეიძლება დაღვრილი წყლის, სხვადასხვა აგრესიული სითხეების, პირდაპირი ულტრაიისფერი სხივებისა და ტემპარატურის მნიშვნელოვანი რყევების გამო გაჩნდეს. დეფექტებს ასევე განაპირობებს მექანიკური დაზიანებები, რომელსაც ავეჯის სადგამები, ფეხსაცმლის ქუსლები, სათამაშოები და სხვა ბასრი საგნები ტოვებს.

ნებისმიერ შემთხვევაში, იატაკის რესტავრირება ყოველთვის პროფესიონალებს უნდა მივანდოთ. აუცილებლად დარწმუნდით იმაში, რომ თქვენი ხელოსნის განკარგულებაში მაღალპროფესიონალური დანადგარებია, წინააღმდეგ შემთხვევაში სასურველ შედეგს ვერ მიიღებთ.

პარკეტის იატაკის რესტავრირება სარემონტო სამუშაოების კომპლექსია, რომელიც შეიცავს როგორც იატაკის მოხვეწას, ასევე სხვა აუცილებელ აღდგენით სამუშაოებს, როგორიცაა პარკეტის გამაგრება, დაზიანებული ადგილების ლოკალური გამოცვლა, პარკეტის ლოკალური დაგება, დაწებება და სხვა.

რესტავრირების მთლიანი ციკლი შედგება რამდენიმე ეტაპისგან:

1.მოსამზადებელი სამუშაოები. რაც გულისხმობს ზედაპირის გასუფთავებას, გამოსული ლურსმნებისა და სახნნისის ამოღებას, პლინტუსების მოხსნასა და კარების, ფანჯრებისა და გარემონტებული კედლების მტვრისგან დამცავი ნაჭრით შეფუთვას.

2. შემდგომ ხორციელდება პარკეტის პირველადი მოხვეწა, რომლის მეშვეობითაც ზედაპირიდან იხსნება ძველი ლაქი და მინიმალური სისქის ხის ფენა. ამ ეტაპზე ლენტური ტიპის მოსახვეწი მანქანა გამოიყენება, მსხვილი ან საშუალო ზომის სახეხით. ზედაპირზე სწორდება ნაკაწრები, ჩამონაფცქვენები და იხსნება ზედაპირული ლაქი.

3. შემდეგი ეტაპი ძირითადი მოხვეწაა, რომელსაც ბრტყელი მოსახვეწი მანქანით და საშუალო ან წვრილი ზომის სახეხით ახორციელებენ. ამ დროს ზედაპირიდან საბოლოოდ ცილდება დარჩენილი დეფექტები.

4. ძირითადი მოხვეწის შემდეგ ოთახის კუთხეებში, გათბობის ქვეშ და სხვა ძნელად მისადგომ ადგილებში რჩება დაუმუშავებელი ადგილები. მათთვის გამოიყენება  კუთხეების სახეხი სპეციალური მანქანა.

5. შემდგომ ხორციელდება პარკეტის ფიცრებს შორის არსებული ნაპრალების ამოვსება. 3 მილიმეტრზე განიერი ნაპრალების პარკეტის მასალის მცირე ნაჭრებით ივსება, 3 მმ მდე ნაპრალების ამოვსება კი ზედაპირიდან მოხეხილი ხის მტვერისა და სპეციალური ამოსავსები სითხის ნარევით. ზედაპირის ნაპრალების ამოვსების პროცედურა აუცილებლად რამდენიმეჯერ ხორციელდება და ყოველი პროცედურის შემდგომ ველოდებით გაშრობას.

6. სპეციალური ნარევით ამოვსებული ზედაპირის საბოლოო გადასწორებისათვის კვლავ ხორციელდება პარკეტის მანქანით მოხეხვა იგივე დანადგარებით, რომლებიც პირველადი მოხვეწის დროს გამოვიყენეთ. საბოლოოდ კი ბრტყელზედაპირიანი სახეხი მანქანით მოიხვეწება.

7. შემდეგ ეტაპზე აუცილებელია ზედაპირის საწარმოო მტვერსასრუტით საფუძვლიანი მოსუფთავება

8. გასუფთავებულ ზედაპირზე ხორციელდება “პრაიმერის” ფენის გადასმა, ის შეიძლება იყოს როგორც გამჭვირვალე, ასევე ფერადი. გამჭვირვალე ხის ზედაპირის ნატურალურ ფერსა და სტრუქტურას ინარჩუნებს. ფერადს ზედაპირის ელფერისა და ვიზუალის ცვლილება შეუძლია.

9. “პრაიმერის” ხესთან შეხებისას ხის ბოჭკოებიდან გამოიყოფა ჰაერი, რომელიც პატარა ბუშტების სახით რჩება ფენაში. ამასთან ხე პრაიმერს არათანაბრად იწოვს. ამიტომ ხდება პრაიმერის მეორე ფენის წასმა, რომელიც ზედაპირს უფრო გლუვს ხდის.

10, იმისთვის რომ მოვაშოროთ ხის ბოჭკოებიდან ამოსული ჟანგბადის ბუშტები, ხის ბუსუსები და პრაიმერის ფენის უსწორმასწორობები, ორი ფენა ლაქის გადასმის შემდეგ, ხორციელდება პარკეტის შუალედური მოხეხვა.

11. ლაქის მესამე ფენის წასმით იატაკის რესტავრაციის სამუშოები სრულდება. აუცილებლობის შემთხევაში, შესაძლებელია დამატებით ლაქის მეოთხე ფენის წასმაც.

თერაპია დიზაინით მილანის პრემიუმ სასტუმროში

პაბლო პიკასოს ნახატებით ინსპირირებული ვილა კლდის პირზე