ალიზი გუდაური დაბა გუდაურში მშენებარე საცხოვრებელი კომპლექსია. პროექტის განხორციელება 2021 წელს დაიწყო და მისი დასრულება 2023 წელს იგეგმება.
კომპანიის პროფილი:
ალიზი დეველოპმენტი 2019 წელს დაარსდა. როგორც კომპანიაში აცხადებენ, მათი მიზანი თითოეული მომხმარებლისთვის უახლესი არქიტექტურული სტანდარტების შესაბამისი, უსაფრთხო, ხელმისაწვდომი და ბედნიერი გარემოს შექმნაა, რომელშიც თითოეული ბინადარი თავს ნამდვილად შინ, – დაცულად და კომფორტულად იგრძნობს.
ალიზის საქმიანობა ორ ძირითად მიმართულებას მოიცავს:
- საცხოვრებელ და კომერციულ უძრავი ქონება საქართველოს დიდ ქალაქებში.
- აპარტოტელები საკურორტო ზონებში, რომელთა მოვლასა და მართვასაც მომავალში კომპანია ალიზი უზრუნველყოფს.
პროექტის დასახელება:
“ალიზი გუდაური”
კონცეფცია:
“ალიზი გუდაური” წარმოადგენს საცხოვრებელ კომპლექსს, რომელიც დედაქალაქიდან 2 საათში, ზღვის დონიდან 2200 მეტრზე, ყველაზე მოთხოვნად, დინამიკურ და მზარდ კურორტზე მდებარეობს. კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს აპარტამენტებს, რომლებიც იდეალურია როგორც აქტიურად დასვენებისთვის, ასევე დამატებითი შემოსავლის წყაროს შექმნისთვის.
დეტალური ინფორმაცია აღნიშნული პროექტის შესახებ იხილეთ ქვემოთ მოცემულ ცხრილში:
მიწის საერთო ფართი: | 1190 |
ბინების რაოდენობა: | 26 |
სართულების რაოდენობა: | 4 |
საცხოვრებელი სივრცის მინ. ფართი: | 24.7 კვ.მ |
საცხოვრებელი სივრცის მაქს. ფართი: | 60 კვ.მ |
აივნებისა და ტერასების მინ. ფართი: | 3.2 |
აივნებისა და ტერასების მაქს. ფართი: | 3.2 |
ჭერის სიმაღლე: | 2.80 |
კომერციული ფართები: | არა |
საქვაბე და საერთო ტექნიკური სივრცეები : | კი |
შიდა ეზო: | არა |
გამოყენებული სამშენებლო მასალა: | რკინა-ბეტონის კონსტრუქცია. მაღალი ხარისხის თბოიზოლაციის მასალა, ქვაბამბა, მაღალი ხარისხის საფასადე მოსაპირკეთებელი მასალები. |
კარ–ფანჯარა: | · მუქი ფერის ალუმინის ვიტრაჟები გერმანული სისტემის საკეტებით.
· ჭკვიანი საკეტი – მეტი კომფორტისთვის |
ფასადის მოპირკეთება: | მაღალი ხარისხის საფასადე მოსაპირკეთებელი მასალები.
· ალუმინის ფურცლები -კორეული წარმოების სახურავის და ფასადის მოსაპირკეთებელი პრემიუმ კლასის მასალა. წყალგაუმტარია, არ იცვლის ფერს და ხანგრძლივად ინარჩუნებს იერსახეს. · კომპოზიტური პანელი HPL (High Pressure Laminate) – მაღალი სიმტკიცის მქონე ხის ფურცლებისგან შემდგარი პანელი, რომელიც ორივე მხრიდან დაფარულია მდიდარი პალიტრის მქონე მყარი ლამინატით. პანელი ვენტილირებადია და იცავს შენობას ნესტისგან. მედეგია მკაცრი კლიმატური პირობების მიმართ. არ იცვლის ფერს და არ დეფორმირდება. |
ხანძარ საწინააღმდეგო სისტემა: | ხანძარმაქრები ყველა სართულზე |
ლიფტები: | – |
სადარბაზოს ცენტრალური საერთო სივრცე: | + |
ავტოსადგომი: | – |
ჩაბარების პირობა: | რემონტით, ავეჯით და ტექნიკით |
დასრულებული პროექტის მენეჯმენტი: | – |
ფასების დიაპაზონი საცხოვრებელ ფართებზე (1 კვ.მ): | 1400$-1450$ |
გადახდის პირობები: | ერთიანი გადახდა და შიდა განვადება მშენებლობის დასრულებამდე. |
პროექტის უნიკალურობა: | · გუდაურისათვის უჩვეულო მყუდრო მდებარეობა და გამორჩეული ხედები მთებზე
· სიახლოვე კაფეებთან, მარკეტებთან და სხვა სასტუმროებთან. · სიახლოვე სასრიალო ტრასასთან. |
დამატებითი ინფორმაცია “ალიზი გუდაურის” შესახებ ხელმისაწვდომია კომპანიის ოფიციალურ ვებ გვერდზე:
რუბრიკის წარმდგენია საქართველოს ბანკი.