ალიზი ბაკურიანი დაბა ბაკურიანში მშენებარე საცხოვრებელი კომპლექსია. პროექტის განხორციელება 2022 წელს დაიწყო და მისი დასრულება 2023 წელს იგეგმება.
კომპანიის პროფილი:
ალიზი დეველოპმენტი 2019 წელს დაარსდა. როგორც კომპანიაში აცხადებენ, მათი მიზანი თითოეული მომხმარებლისთვის უახლესი არქიტექტურული სტანდარტების შესაბამისი, უსაფრთხო, ხელმისაწვდომი და ბედნიერი გარემოს შექმნაა, რომელშიც თითოეული ბინადარი თავს ნამდვილად შინ, – დაცულად და კომფორტულად იგრძნობს.
ალიზის საქმიანობა ორ ძირითად მიმართულებას მოიცავს:
- საცხოვრებელ და კომერციულ უძრავი ქონება საქართველოს დიდ ქალაქებში.
- აპარტოტელები საკურორტო ზონებში, რომელთა მოვლასა და მართვასაც მომავალში კომპანია ალიზი უზრუნველყოფს.
პროექტის დასახელება:
“ალიზი ბაკურიანი”
კონცეფცია:
“ალიზი ბაკურიანი” არის ბუტიკური ტიპის საცხოვრებელი კომპლექსი, რომელიც მდებარეობს 25-მეტრიანი სასრიალო ტრასის სიახლოვეს, მყუდრო ადგილას.
არქიტექტურა:
ეკატერინე აბაკელია, დადუნა გიგაური
დეტალური ინფორმაცია აღნიშნული პროექტის შესახებ იხილეთ ქვემოთ მოცემულ ცხრილში:
მიწის საერთო ფართი: | 1400 კვ.მ |
ბინების რაოდენობა: | 21 |
სართულების რაოდენობა: | 4 |
საცხოვრებელი სივრცის მინ. ფართი: | 47კვ.მ |
საცხოვრებელი სივრცის მაქს. ფართი: | 70.7 კვ.მ |
აივნებისა და ტერასების მინ. ფართი: | 3.7 კვ.მ |
აივნებისა და ტერასების მაქს. ფართი: | 8.4კვ.მ |
ჭერის სიმაღლე: | 2.80 |
კომერციული ფართები: | + |
საქვაბე და საერთო ტექნიკური სივრცეები : | + |
შიდა ეზო: | + |
გამოყენებული სამშენებლო მასალა: | რკინა-ბეტონის კონსტრუქცია. მაღალი ხარისხის თბოიზოლაციის მასალა ქვაბამბა, მაღალი ხარისხის საფასადე მოსაპირკეთებელი მასალები. |
კარ–ფანჯარა: | · მუქი ფერის ალუმინის ვიტრაჟები გერმანული სისტემის საკეტებით.
· ჭკვიანი საკეტი – მეტი კომფორტისთვის |
ფასადის მოპირკეთება: | ვენტილირებადი ტიპის საფასადე მოპირკეთება ქვის ფაქტურის დეკორატიული პანელებით. |
ხანძარ საწინააღმდეგო სისტემა: | ხანძარმაქრები ყველა სართულზე |
ლიფტები: | 1 ლიფტი |
სადარბაზოს ცენტრალური საერთო სივრცე: | + |
ავტოსადგომი: | 21 ავტოსადგომი |
ჩაბარების პირობა: | რემონტით, ავეჯით და ტექნიკით
|
დასრულებული პროექტის მენეჯმენტი: | _ |
ფასების დიაპაზონი საცხოვრებელ ფართებზე (1 კვ.მ): | 1350$-1450$ |
გადახდის პირობები: | ერთიანი გადახდა და შიდა განვადება მშენებლობის დასრულებამდე. |
პროექტის უნიკალურობა: | · ყველა ბინა მორგებულია ოჯახური დასვენების მოთხოვნილებებს.
· მყუდრო მდებარეობა ბაკურიანის ცენტრში · სიახლოვე 25-იანების სასრიალო ტრასასთან. · სპა სივრცე ღია სივრცეში ჯაკუზით, პირველ სართულზე კაფე, ღია ტერასით. |
რუბრიკის წარმდგენია საქართველოს ბანკი.