in

#რაშენდება – “აქსისი ჭავჭავიძის 49”

დღეს წარმოგიდგენთ კომპანია “აქსისის” პროექტს, რომელიც ჭავჭავაძის 49-ში, ვაკის პარკისა და კუს ტბის ასახვევის სიახლოვეს მდებარეობს.

პროექტის მშენებლობა 2017 წელს დაიწყო და მისი დასრულება 2021 წლის ბოლოს იგეგმება. კომპლექსი შედგება 4 ბლოკისგან (I ბლოკი – 29 სართული, II და III ბლოკი – 17 სართული, IV ბლოკი – 25 სართული) და საერთო ჯამში, 450  ბინას აერთიანებს. ამ ეტაპზე 3 ბლოკი უკვე დასრულებულია და მათში მობინადრეები შესახლებული არიან. მიმდინარეობს ბოლო ბლოკის მშენებლობა.

კომპანიის პროფილი: 

დეველოპერული კომპანია “აქსისი” 1998 წლიდან ოპერირებს საქართველოს ბაზარზე. ამ პერიოდის მანძილზე “აქსისმა” მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა დედაქალაქის არქიტექტურის განვითარებაში, შექმნა და გაზარდა დარგის სპეციალისტების არაერთი თაობა.  აღნიშული კომპანიის სახელს უკავშირდება ქვეყანაში სიტყვა “დეველოპმენტის” დამკვიდრება და ასევე პირველი ტყუპი ცათამბჯენის – „აქსის თაუერსის“ მშენებლობა საქართველოში.

პროექტის დასახელება:

აქსისი ჭავჭავაძის 49

არქიტექტორი:

“აქსისის” არქიტექტორთა გუნდი

1
4
C-3 (2)
previous arrow
next arrow

 

დეტალური ინფორმაცია აღნიშული პროექტის შესახებ იხილეთ ქვემოთ მოცემულ ცხრილში:

მიწის საერთო ფართი: 4887 კვ/მ
ბინების რაოდენობა: 450
საცხოვრებელი სივრცის მინ. ფართი: 57.7 კვ/მ
საცხოვრებელი სივრცის მაქს. ფართი: 271 კვ/მ
აივნებისა და ტერასების მინ. ფართი: 5 კვ.მ
აივნებისა და ტერასების მაქს. ფართი 76 კვ.მ
ჭერის სიმაღლე: 3.1 მ
კომერციული ფართები: კომპლექსის I სართულზე სხვადასხვა ბრენდის საკვები ობიექტები და ოფისები
საქვაბე და საერთო ტექნიკური სივრცეები, საერთო გათბობის სისტემა: +
შიდა ეზო: ორი კეთილმოწყობილი შიდა ეზო
სამშენებლო მასალები:
  • “ჰაიდელბერგ ბეტონი და ცემენტი”
  • უკრაინული წარმოების არმატურა
  • Caparol-ის დამათბუნებელი მასალა
  • ALCHIMICA-ს საჰიდროიზოლაციო ფენა (ბმის გარეშე პოლიურეთანის მემბრანით)  სახურავის ჰიდროიზოლაციისთვის
  • შიდა ტიხრების შელესვა Saint Gobain-ის ბგერა და თბოსაიზოლაციო მასალით
  • WAVIN-ის ხმადამხშობი მილები კანალიზაციის სისტემისთვის
კარფანჯარა: ნორვეგიული კომპანია SAPAGROUP-ის სილიკონის საფასადე ვირტაჟები, კარ-ფანჯარა და Sliding სისტემა.
უსაფრთხოების სისტემა: კიბის უჯრედში დაწნეხვის სისტემა
ლიფტები: Mitsubishi-ის ბრენდის ჩქაროსნული ლიფტი (თითეოულ ბლოკში 2 ლიფტი).
სადარბაზოს ცენტრალური საერთო სივრცე: თანამედროვე ინტერიერის ლობი 24 საათიანი კონსიერჟ მომსახურებით
ჩაბარების პირობა:
  • ბინის ტიხრების დაგეგმვა
  • ელექტრო გაყვანილობის პროექტი
  • რემონტი (გულისხმობს ყველაფერს ავეჯისა და განათების აქსესაურების გარდა, მათ შორის გათბობას და აბაზანის მოწყობას).
დასრულებული პროექტის მენეჯმენტი
  • კონსიერჟ მომსახურება
  • დაცვის სისტემები
  • მებაღე
  • დასუფთავების სამსახური
ფასების დიაპაზონი საცხოვრებელ ფართებზე (1 კვ.): 6040 ლარიდან – 6700 ლარამდე
ფასები აივნებსა და ტერასებზე  ვერანდების ღირებულების დათვლისას ფასი ნახევრდება
ფასების დიაპაზონი კომერციული ფართების შემთხვევაში (1კვ/მ) 4900 ლარიდან – 11450 ლარამდე
ავტოსადგომის ფასი  4900 ლარი (არ შედის ბინის ფასში)
გადახდის პირობები:
  • “30/70” სისტემა – გადახდის  ღირებულების 30% წინასწარ, ხოლო 70% ბინაში სარემონტო სამუშაოების დაწყების დროს
  • 15%-იანი ფასდაკლება ერთიანი გადახდის შემთხვევაში
უნიკალურობა:
  • ქალაქის პრესტიჟული უბანი
  • ეკოლოგიურად სუფთა გარემო ბუნებრივი რეკრეაციული გარემოცვით – ვაკის პარკი, კუსტბის ქედი, წყნეთის ხევი
  • ლამაზი და ფართოდ გაშლილი ხედები
  • საზაფხულო სივრცე – „ეზო თქვენს საცხოვრებელ ბინაში“ ხედით ვაკის პარკზე და მიხეილ მესხის სტადიონზე
  • კომპანია “აქსისი” საკუთარი ტერიტორიის ხარჯზე, ხაბეიშვილის ქუჩის მხრიდან, აფართოვებს გზას 5-დან 11-მეტრამდე და ქალაქს დამატებით 1500 კვ/მ-ს ჩუქნის.

დამატებითი ინფორმაცია “აქსისი ჭავჭავიძის 49” შესახებ ხელმისაწვდომია კომპანიის ოფიციალურ ვებ გვერდზე:

www.axis.ge

 

Homeis.ge-ს 3 რჩეული ბინა თბილისში Airbnb-ზე

მწვანე კონცხის პროექტში „ბოტანიკო“ გაყიდვები იწყება