“დომუსი ხეები” ჭავჭავაძის #31-ში მშენებარე საცხოვრებელი კომპლექსია, რომელიც კომპანია სამშენებლო კომპანია “დომუსის” მიერ ხორციელდება. პროექტის მშენებლობა 2022 წელს დაიწყო და მისი დასრულება 2025 წელს იგეგმება.
კომპანიის პროფილი:
კომპანია “დომუსი” 2006 წელს დაარსდა და მისი მთავარი ღირებულებები ხარისხი, ინოვაციები და მწვანე არქიტექტურა. კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, მათ სჯერათ, რომ ის, რაც შეგიძლია წარმოიდგინო, შესაძლებელია, რომ განახორციელო, ამიტომაც არის დომუსი ბრენდი, რომელიც უძრავი ქონების სექტორში თავად აწესებს ხარისხის სტანდარტს და ნერგავს ინოვაციებს საქართველოს ბაზარზე.
პროექტის დასახელება:
‘’დომუსის ხეები’’
კონცეფცია:
არქიტექტურული კონცეფციის მთავარ შთაგონებად ტერიტორიაზე არსებული საზოგადოებრივი სკვერის ლანდშაფტი და მრავალწლიანი მწვანე ნარგავების – ხეების კომპოზიცია, პლასტიკა და ტექსტურა იქცა.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, ხეთა ჯგუფების მსგავსი, სამი სხვადასხვა ტონალობისა და სიმაღლის შენობისაგან შემდგარი არქიტექტურული კომპოზიციის შექმნა სწორედ ამ ლანდშაფტმა და ნარგავებმა განაპირობა.
შენობის ექსტერიერის თემატიკა ლაიტმოტივად მიყვება შენობის ინტერიერსაც, შიდა ტერიტორიაზე დიზაინში ხის ვერტიკალური ელემენტები და ბუნებრივი ტექსტურები ჭარბობს, შენობის თითოეულ სართულზე კი ორანჟერეის მოწყობაა გათვალისწინებული.
თითოეულ სართულზე, საერთო სივრცეებში, ექსტერიერის მწვანე კონცეფცია მუდმივი თანამგზავრია და დიდი ვიტრაჟების საშუალებით ჰარმონიულად ერწყმის ინტერიერს.
არქიტექტურა:
კომპანია “Dephani”
დეტალური ინფორმაცია აღნიშნული პროექტის შესახებ იხილეთ ქვემოთ მოცემულ ცხრილში:
მიწის საერთო ფართი: | 3217 კვ.მ. |
ბინების რაოდენობა: | 40 |
სართულების რაოდენობა: | 17 |
საცხოვრებელი სივრცის მინ. ფართი: | 102 კვ.მ. |
საცხოვრებელი სივრცის მაქს. ფართი: | 168 კვ.მ. |
აივნებისა და ტერასების მინ. ფართი: | 51 კვ.მ. |
აივნებისა და ტერასების მაქს. ფართი: | 92.45 კვ.მ. |
ჭერის სიმაღლე: | 3.5 მეტრი |
კომერციული ფართები: | 1092.90 კვ.მ. |
საქვაბე და საერთო ტექნიკური სივრცეები : | სახურავზე |
შიდა ეზო: | |
გამოყენებული სამშენებლო მასალა: | ევროპული წარმოების (ალუმინი, ფანჯრები, ლიფტი, ელექტროობა) და ეკოლოგიურად სუფთა მასალები (კერამიკა, კირქვის ბლოკი, აგური) |
კარ-ფანჯარა: | ალუმინის სლაიდ სისტემა |
ფასადის მოპირკეთება: | გერმანული მოედინგის კერამიკული ფასადი |
ხანძარ საწინააღმდეგო სისტემა: | ცეცხლგამძლე კარები, კვამლის დეტექტორები, სახანძრო კარადები |
ლიფტები: | სამგზავრო და სატვირთო, ფინური „კონე“ |
სადარბაზოს ცენტრალური საერთო სივრცე: | 76 კვ.მ. |
ავტოსადგომი: | ორი დონე მიწისქვეშ, ერთი დონე მიწისზედა, 55 მანქანისთვის. |
ჩაბარების პირობა: | მწვანე კარკასი – კოსმეტიკურ რემონტამდე მიყვანილი სამუშაოები, სრული გათბობა-კონდიცირების სისტემა, სანტექნიკა, ელექტროობა, ცენტრალური კარი, სრულად მოპირკეთებული ვერანდა. |
დასრულებული პროექტის მენეჯმენტი: | დომუს სერვისი |
ფასების დიაპაზონი საცხოვრებელ ფართებზე (1 კვ.მ): | $2,800 – $3,500 |
ფასების დიაპაზონი აივნებსა და ტერასებზე (1 კვ/მ) | $1,400 – $1,750 |
ფასების დიაპაზონი კომერციულ ფართებზე (1კვ/მ): | $3,500 – $7,000 |
ავტოსადგომის საფასური: | $25,000 -1 დონე; $20,000 -2 დონე; $15,000 ღია ავტოსადგომი |
გადახდის პირობები: | 30% წინასწარ, 0% განვადება 30 თვე |
პროექტის უნიკალურობა: | ლოკაცია, მაღალი ჭერი, დიდი ვიტრაჟები, პროექტის კონცეფცია (აპარტამენტები დიდი ბაღებით/ვერანდებით) |
დამატებითი ინფორმაცია “დომუსის ხეების” შესახებ ხელმისაწვდომია კომპანიის ოფიციალურ ვებ გვერდზე:
რუბრიკის წარმდგენია საქართველოს ბანკი.