დღევანდელი ჩვენი რუბრიკის თემაა “Baltic Investment Group”-ის პრემიუმ კლასის აპარტამენტები ზემო ვაკეში, ნუცა ღოღობერიძის #9-ში.
პროექტის მშენებლობა 2018 წელს დაიწყო და მისი დასრულება 2021 წლის პირველ კვარტალში იგეგმება. კომპლექსი ოთხი ბლოკისგან შედგება (5, 6 და 7 სართულის მქონე) და საერთო ჯამში, 76 ბინას აერთიანებს. საცხოვრებელი სივრცის მინიმალური ფართი აღნიშნულ პროექტში 52.19 კვ/მ, ხოლო მაქსიმალური – 230.21 კვ/მ-ია.
კომპანიის პროფილი:
Baltic Investment Group (BI Group) დააარსა ლიეტუვური კომპანია “Praslas”-ის მმართველმა ჯგუფმა. “Praslas” აერთიანებს ხის მასალების წარმოების, მათი იმპორტისა და ექსპორტის, დეველოპმენტის, ლოჯისტიკისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში მოღვაწე 13 შვილობილ კომპანიას. კომპანიას საერთაშორისო ბაზარზე ბიზნესის წარმოების 21 წლიანი გამოცდილება აქვს.
პროექტის დასახელება:
“ნამაი ვაკე”
არქიტექტორი:
რიტის ციკანავიჩუს
კონცეფცია:
სიტყვა „ნამაი“ ლიეტუვურად სახლს ნიშნავს. ლიეტუველებისათვის ისევე როგორც ქართველებისათვის, სახლი სიმყუდროვესთან და კომფორტთან ასოცირდება. სწორედ ამ დამოკიდებულებით და მიდგომით შენდება პროექტი “ნამაი ვაკე”.
დეტალური ინფორმაცია აღნიშნული პროექტის შესახებ იხილეთ ქვემოთ მოცემულ ცხრილში:
მიწის საერთო ფართი: | 5213კვ/მ |
ბინების რაოდენობა: | 76 |
საცხოვრებელი სივრცის მინ. ფართი: | 52.19 კვ/მ |
საცხოვრებელი სივრცის მაქს. ფართი: | 230.21 კვ/მ |
აივნებისა და ტერასების მინ. ფართი: | 10.30 კვ/მ |
აივნებისა და ტერასების მაქს. ფართი: | 223.49 კვ/მ |
ჭერის სიმაღლე: | 3.01 – 3.65მ |
კომერციული ფართები: | 2 კომერციული ფართი ორ სართულზე (თითოეული 200 კვ/მ) |
საქვაბე და საერთო ტექნიკური სივრცეები : | + |
შიდა ეზო: | + |
გამოყენებული მასალა: |
|
სისტემები: |
|
კარ-ფანჯარა: |
|
ფასადის მოპირკეთება: |
|
ხანძარ საწინააღმდეგო სისტემა: | ავტოსადგომის სართულებზე |
ლიფტები: | KONE-ის ფირმის სამგზავრო ლიფტები (1 ლიფტი თითო ბლოკში) |
სადარბაზოს ცენტრალური საერთო სივრცე: | ცენტრალური შესასვლელი – ფოიე, საიდანაც ხდება დაკავშირება შიდა ეზოსთან და ოთხივე ბლოკთან |
ჩაბარების პირობა: | საცხოვრებელი ფართის შეძენისას მოქმედებს „ნამაი სტანდარტი“:
|
დასრულებული პროექტის მენეჯმენტი: |
|
ფასების დიაპაზონი საცხოვრებელ ფართებზე (1 კვ.მ): | $1220- $1830 |
ფასების დიაპაზონი აივნებსა და ტერასებზე (1 კვ/მ) | $200 – $960 |
ფასების დიაპაზონი კომერციულ ფართებზე (1კვ/მ): | $900-$1050 |
გადახდის პირობები: | მშენებლობის დასრულებამდე მოქმედებს უპროცენტო შიდა განვადება. პირველადი შენატანია ბინის ფასის 30%. ხოლო დარჩენილი თანხა 3 სხვადასხვა გზით შეიძლება გადანაწილდეს:
1) ყოველთვიური გადახდა 2) კვარტალური გადახდა 3) მთლიანი დარჩენილი თანხის შემოტანა მშენებლობის დასრულებისას. ამას გარდა, შესაძლებელია კონკრეტულ კლიენტზე მორგებული გადახდის პირობების განხილვა. |
უნიკალურობა: | 1. კომპლექსის ადგილმდებარეობა – ქალაქის ცენტრში და ამავე დროს ბუნებასთან ახლოს
2. მზის ელექტრო სადგური, რომელიც კომპლექსის საერთო სივრცეებს ელექტროენერგიით მოამარაგებს 3. ევროპული B კლასის ენერგოეფექტური მშენებლობა, რომელიც ამცირებს მაცხოვრებლის კომუნალურ ხარჯებს:
4. საცხოვრებელი ფართის საფასურში შედის ადგილი ავტოსადგომზე და იქვე არსებული სათავსო 5. გარე სივრცეების (აივნები/ტერასები) ფასი ნაკლებია საცხოვრებელი ფართების საფასურზე |
დამატებითი ინფორმაცია “ნამაი ვაკეს” შესახებ ხელმისაწვდომია პროექტის ოფიციალურ ვებ გვერდზე: www.namaivake.ge