Ocean sky Residences პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კომპლექსია, რომელიც კომპანია “ოუშენ კაპიტალის” მიერ ხორციელდება თბილისში, ილია ჭავჭავაძის №33-ში. პროექტის მშენებლობა 2020 წელს დაიწყო და მისი დასრულება 2023 წელს იგეგმება.
კომპანიის პროფილი:
ოუშენ კაპიტალი წარმოადგენს ნიდერლანდების, დიდი ბრიტანეთისა და შუა აღმოსავლეთის წამყვანი საინვესტიციო ჯგუფებისგან შემდგარი ჰოლდინგური კომპანიის წარმომადგენლობას საქართველოში. ჰოლდინგში შემავალ თითოეულ კომპანიას აქვს 65 წელზე მეტი ოპერირების გამოცდილება მშენებლობაში, სამშენებლო მასალების წარმოებაში, უძრავი ქონების დეველოპმენტსა და მართვაში.
„ოუშენ კაპიტალი“ ახორციელებს უმაღლესი ხარისხის, პრემიუმ კლასის უძრავი ქონების, როგორც საცხოვრებელი, ისე კომერციული დანიშნულების პროექტებს. ამჟამად კომპანია აშენებს რამდენიმე მრავალფუნქციურ კომპლექსს თბილისში, ვაკის რაიონში.
პროექტის დასახელება:
ოუშენ სქაი რეზიდენსი – Ocean Sky Residences
კონცეფცია:
“ოუშენ სქაი რეზიდენსი” წარმოადგენს პრემიუმ კლასის მრავალფუნქციურ კომპლექსს, რომელიც მდებარეობს ჭავჭავაძის გამზირზე, ახალ გზასთან ახლოს. კომპლექსის მობინადრეებს სთავაზობს ქალაქის ყველაზე ცენტრალურ და საქმიან უბანში საუკეთესო ხარისხის საცხოვრებელი, კომერციული და საოფისე ფართების მშენებლობასა და შემდგომ მათზე მორგებულ პროექტის მენეჯმენტს.
არქიტექტურა:
პროექტის კონცეფცია შემუშავებულია საერთაშორისო გამოცდილების მქონე არქიტექტორების ჯგუფის მიერ. პროექტის მთავარი არქიტექტორია გიორგი ინასარიძე
დეტალური ინფორმაცია აღნიშნული პროექტის შესახებ იხილეთ ქვემოთ მოცემულ ცხრილში:
მიწის საერთო ფართი: | 1873 კვ.მ. |
ბინების რაოდენობა: | 98 |
სართულების რაოდენობა: | 16 მიწისზედა და 3 მიწისქვეშა სართული |
საცხოვრებელი სივრცის მინ. ფართი: | 51 კვ.მ. |
საცხოვრებელი სივრცის მაქს. ფართი: | 715 კვ.მ. |
აივნებისა და ტერასების მინ. ფართი: | 9 კვ.მ. |
აივნებისა და ტერასების მაქს. ფართი: | 105 კვ.მ. |
ჭერის სიმაღლე: | 3 მეტრი |
კომერციული ფართები: | კომპლექსის პირველ სართულზე გათვალისწინებულია 6 კომერციული ფართი, თითოეული 75-დან 270 კვ.მ.-მდე ფართობით, ხოლო მე-2 სართულზე განთავსებულია 6 საოფისე ფართი, თითოეული 115-დან 265 კვ.მ. ფართობამდე. |
შიდა ეზო: | საცხოვრებელ კომპლექსში გათვალისწინებულია შიდა გამწვანებული ტერიტორია. |
გამოყენებული სამშენებლო მასალა: | · რუსთავის ფოლადის არმატურა;
· ჰაიდელბერგის ბეტონი; · Doka-ს საყალიბე სისტემა; · ბედეგის ბლოკი; |
კარ–ფანჯარა: | Hueck-ის ბრენდის გერმანული ალუმინის კარ-ფანჯარა დაბალემისიური მინაპაკეტით |
ფასადის მოპირკეთება: | ალუმინის კომპოზიტური პანელები |
ხანძარ საწინააღმდეგო სისტემა: | კვამლის დეტექტორი ხმოვანი სიგნალით |
ლიფტები: | Kone-ს ფირმის 3 სამგზავრო ლიფტი |
სადარბაზოს ცენტრალური საერთო სივრცე: | 90 კვ.მ. |
ავტოსადგომი: | 98 ავტოსადგომი, რომელიც განაწილებულია 3 მიწისქვეშა სართულზე |
ჩაბარების პირობა: | Ocean Premium Standard – რაც გულისხმობს შემდეგ მახასიათებლებს:
· მოჭიმული იატაკი; · თაბაშირმუყაოთი შეფუთული ჭერი; · თაბაშირით შელესილი კედლები; · ჭერი და კედლები გამზადებული შესაღებად; · გათბობის მილები მიყვანილი მოხმარების წერტილებამდე; · წყლის მილები მიყვანილი მოხმარების წერტილებამდე; · მოწყობილი ელექტროენერგიის წერტილები; · მოწყობილი ინტერნეტისა და ტელევიზიის წერტილები.დომოფონი. |
დასრულებული პროექტის მენეჯმენტი: | დასრულებული პროექტის მენეჯმენტს უზრუნველყოფს კომპანია Ocean Capital.
ყოველთვიური მენეჯმენტი მოიცავს შემდეგ მომსახურებას: · 24-საათიანი დაცვა; · კონსიერჟი; · საერთო სარგებლობის შიდა და გარე ტერიტორიის დასუფთავება; · ტექნიკური მოწყობილობების მოვლა; · მწვანე ნარგავების მოვლა; · ტექნიკური დახმარება. |
ფასების დიაპაზონი საცხოვრებელ ფართებზე (1 კვ.მ): | $ 1800-3500 |
ფასების დიაპაზონი აივნებსა და ტერასებზე (1 კვ/მ) | $ 1800-3500 |
ფასების დიაპაზონი კომერციულ ფართებზე (1კვ/მ): | $ 3500-4500 |
ავტოსადგომის საფასური: | $ 16000 – 20000 |
გადახდის პირობები: | ფართის შეძენა შესაძლებელია, როგორც ერთიანი გადახდით, ისე შიდა 0%-იანი განვადებით. განვადება მოქმედებს პროექტის დასრულებამდე. |
პროექტის უნიკალურობა: | ოუშენ სქაი რეზიდენსი მდებარეობს ქალაქის ყველაზე ცენტრალურ და საქმიან უბანში, ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე.
პროექტის გამორჩეული და განსაკუთრებული მდებარეობა და ამასთანავე, მისი არქიტექტურული და საინჟინრო გადაწყვეტა სრულად განსაზღვრავს კომპლექსის კონცეფციას, რომელშიც გათვალისწინებულია, როგორც საცხოვრებელი ბინები, ისე კომერციული და საოფისე ფართები. კომპლექსში გამოყენებული იქნება უმაღლესი ხარისხის ევროპული წარმოების სამშენებლო მასალები და ტექნიკური მოწყობილობები, რაც უზრუნველყოფს მობინადრეების მშვიდ, კომფორტულ და, რაც მთავარია, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში ცხოვრებასა და საქმიანობას. მრავალფუნქციურ კომპლექსში არსებული კომერციული და საოფისე ფართები უზრუნველყოფს ქალაქში კიდევ ერთი საქმიანი ფუნქციური ცენტრის წარმოშობასა და განვითარებას. |
დამატებითი ინფორმაცია “ოუშენ სქაი რეზიდენსის” შესახებ ხელმისაწვდომია კომპანიის ოფიციალურ ვებ გვერდზე:
რუბრიკის წარმდგენია საქართველოს ბანკი.