in

#რაშენდება: ოუშენ ვაკე პარკი “ოუშენ კაპიტალისგან”

ოუშენ ვაკე პარკი პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კომპლექსია, რომელიც კომპანია “ოუშენ კაპიტალის” მიერ ხორციელდება თბილისში, ილო მოსაშვილის №26-ში. პროექტის მშენებლობა 2020 წელს დაიწყო და მისი დასრულება 2023 წელს იგეგმება.

კომპანიის პროფილი:

ოუშენ კაპიტალი წარმოადგენს ნიდერლანდების, დიდი ბრიტანეთისა და შუა აღმოსავლეთის წამყვანი საინვესტიციო ჯგუფებისგან შემდგარი ჰოლდინგური კომპანიის წარმომადგენლობას საქართველოში. ჰოლდინგში შემავალ თითოეულ კომპანიას აქვს 65 წელზე მეტი ოპერირების გამოცდილება მშენებლობაში, სამშენებლო მასალების წარმოებაში, უძრავი ქონების დეველოპმენტსა და მართვაში.

„ოუშენ კაპიტალი“ ახორციელებს უმაღლესი ხარისხის, პრემიუმ კლასის უძრავი ქონების, როგორც საცხოვრებელი, ისე კომერციული დანიშნულების პროექტებს. ამჟამად კომპანია აშენებს რამდენიმე მრავალფუნქციურ კომპლექსს თბილისში, ვაკის რაიონში.

პროექტის დასახელება:

ოუშენ ვაკე პარკი – Ocean Vake Park

კონცეფცია:

ოუშენ ვაკე პარკი წარმოადგენს პრემიუმ კლასის მრავალფუნქციურ კომპლექსს, რომელიც მდებარეობს ვაკის პარკთან ახლოს და მობინადრეებს სთავაზობს ქალაქის ყველაზე გამწვანებულ ტერიტორიაზე საუკეთესო ხარისხის მშენებლობასა და მათზე მორგებულ პროექტის მენეჯმენტს.

არქიტექტურა:

პროექტის კონცეფცია შემუშავებულია საერთაშორისო გამოცდილების მქონე არქიტექტორების ჯგუფის მიერ. პროექტის მთავარი არქიტექტორია გიორგი ინასარიძე

დეტალური ინფორმაცია აღნიშნული პროექტის შესახებ იხილეთ ქვემოთ მოცემულ ცხრილში:

 

მიწის საერთო ფართი: 824 კვ.მ.
ბინების რაოდენობა: 40
სართულების რაოდენობა: 12 მიწისზედა და 2 მიწისქვეშა სართული, 2 დამოუკიდებელი კიბის უჯრედით
საცხოვრებელი სივრცის მინ. ფართი: 105 კვ.მ.
საცხოვრებელი სივრცის მაქს. ფართი: 397 კვ.მ.
აივნებისა და ტერასების მინ. ფართი: 15 კვ.მ.
აივნებისა და ტერასების მაქს. ფართი 113 კვ.მ.
ჭერის სიმაღლე: 3 მეტრი
კომერციული ფართები: კომპლექსის პირველ სართულზე გათვალისწინებულია 3 კომერციული ფართი, საერთო ფართობით 620 კვ.მ., ხოლო მე-2 სართულზე 4 საოფისე ფართი, თითოეული 110-დან 150 კვ.მ. ფართობამდე.
საქვაბე და საერთო ტექნიკური სივრცეები : კომპლექსის ყველა სართულზე გამოყოფილია ინდივიდუალური ტექნიკური სივრცე გათბობის ქვაბებისა და კონდიციონერების გარე აგრეგატებისთვის.
შიდა ეზო: საცხოვრებელ კომპლექსში გათვალისწინებულია შიდა გამწვანებული ტერიტორია.
გამოყენებული სამშენებლო მასალა: ·        რუსთავის ფოლადის არმატურა;

·        ჰაიდელბერგის ბეტონი;

·        Doka-ს საყალიბე სისტემა;

·        ბედეგის ბლოკი;

კარფანჯარა: Hueck-ის ბრენდის გერმანული ალუმინის კარ-ფანჯარა დაბალემისიური მინაპაკეტით
ფასადის მოპირკეთება: ალუმინის კომპოზიტური პანელები
ხანძარ საწინააღმდეგო სისტემა: კვამლის დეტექტორი ხმოვანი სიგნალით
ლიფტები: Kone-ს ფირმის 2 სამგზავრო და Hidral-ის ფირმის 1 საავტომობილო ლიფტი
სადარბაზოს ცენტრალური საერთო სივრცე: 70 კვ.მ.
ავტოსადგომი: 40 ავტოსადგომი, რომელიც განაწილებულია 2 მიწისქვეშა სართულზე
ჩაბარების პირობა: Ocean Premium Standard – რაც გულისხმობს შემდეგ მახასიათებლებს:

·        მოჭიმული იატაკი;

·        თაბაშირმუყაოთი შეფუთული ჭერი;

·        თაბაშირით შელესილი კედლები;

·        ჭერი და კედლები გამზადებული შესაღებად;

·        კონდიციონერები;

·        გათბობის მილები მიყვანილი მოხმარების წერტილებამდე;

·        გათბობის ქვაბი და სექციური რადიატორები;

·        წყლის მილები მიყვანილი მოხმარების წერტილებამდე;

·        მოწყობილი ელექტროენერგიის წერტილები;

·        მოწყობილი ინტერნეტისა და ტელევიზიის წერტილები.

·        დომოფონი.

დასრულებული პროექტის მენეჯმენტი: დასრულებული პროექტის მენეჯმენტს უზრუნველყოფს კომპანია Ocean Capital.

ყოველთვიური მენეჯმენტი მოიცავს შემდეგ მომსახურებას:

·        24-საათიანი დაცვა;

·        კონსიერჟი;

·        საერთო სარგებლობის შიდა და გარე ტერიტორიის დასუფთავება;

·        ტექნიკური მოწყობილობების მოვლა;

·        მწვანე ნარგავების მოვლა;

·        ტექნიკური დახმარება.

ფასების დიაპაზონი საცხოვრებელ ფართებზე (1 კვ.): $ 2800-3500
ფასების დიაპაზონი აივნებსა და ტერასებზე (1 კვ/) $ 2800-3500
ფასების დიაპაზონი კომერციულ ფართებზე (1კვ/მ): $ 5000-5200
ავტოსადგომის საფასური: $ 25000 – 30000
გადახდის პირობები: ფართის შეძენა შესაძლებელია, როგორც ერთიანი გადახდით, ისე შიდა 0%-იანი განვადებით. განვადება მოქმედებს პროექტის დასრულებამდე.
პროექტის უნიკალურობა: ოუშენ ვაკე პარკი მდებარეობს ქალაქის ყველაზე გამწვანებულ, რეკრეაციულ სივრცესთან – ვაკის პარკთან ძალიან ახლოს.

პროექტის გამორჩეული და განსაკუთრებული მდებარეობა და ამასთანავე, მისი არქიტექტურა სრულად განსაზღვრავს კომპლექსის კონცეფციას, რომელშიც გათვალისწინებულია, როგორც საცხოვრებელი ბინები, ისე კომერციული და საოფისე ფართები.

საცხოვრებელ კომპლექსში გამოყენებული იქნება უმაღლესი ხარისხის ევროპული წარმოების სამშენებლო მასალები და ტექნიკური მოწყობილობები, რაც უზრუნველყოფს მობინადრეების მშვიდ, კომფორტულ და, რაც მთავარია, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში ცხოვრებას.

დამატებითი ინფორმაცია “ოუშენ ვაკე პარკის” შესახებ ხელმისაწვდომია კომპანიის ოფიციალურ ვებ გვერდზე:

www.ocean.ge

რუბრიკის წარმდგენია საქართველოს ბანკი.

პროექტისთვის, „შენი სახლი უნივერსიტეტის ქუჩაზე“, გამოცხადებული არქიტექტურული კონკურსის გამარჯვებულთა ვინაობა ცნობილია

ერთ სვეტზე აგებული სახლი ფინეთის ტყეში –  Studio Puisto-ს პროექტი