in

#რაშენდება: პარკ ორთაჭალა

დღეს წარმოგიდგენთ კომპანია “ირბისის” პროექტს – “პარკ ორთაჭალა”, რომელიც გორგასლის 105 ნომერში, ორთაჭალის მთის ძირას და მდინარე მტკვრის გასწვრივ მდებარეობს.

აღნიშნული პროექტის მშენებლობა 2020 წლის თებერვალში დაიწყო და მისი დასრულება 2022 წლის დეკემბერში იგეგმება.

კომპანიის პროფილი:

პარკ ორთაჭალას პროექტს კომპანია “ირბისი” და მისი პარტნიორები ახორციელებენ.  კომპლექსი აზერბაიჯანული ინვესტიციით შენდება, შესაბამისად კომპანიის პარტნიორები გამოცდილებას და კონტაქტებს ქართულ და უცხოურ ბაზარზე ფლობენ.

პროექტის დასახელება:

“პარკ ორთაჭალა”

კონცეფცია:

კომპანიის მენეჯმენტი იზიარებს იდეას, რომ თუკი აშენებ, უნდა ააშენო ისე, რომ თავად სიცოცხლის ბოლომდე სიამოვნებით იცხოვრო. სწორედ ამ კონფეცფიაზე დაყრდნობით, დეტალების გათვლითა და სწორად შერჩეული პარტნიორრებით ხორციელდება აღნიშნული პროექტი.

არქიტექტურა:

“პარკ ორთაჭალას” პროექტზე იმუშავეს არქიტექტორებმა – ნოე სიხარულიძემ და ალექსანდრე ჯობავამ

დეტალური ინფორმაცია აღნიშული პროექტის შესახებ იხილეთ ქვემოთ მოცემულ ცხრილში:

მიწის საერთო ფართი: 6622კვ.მ
ბინების რაოდენობა: 335
სართულების რაოდენობა: 19
საცხოვრებელი სივრცის მინ. ფართი: 47კვ.მ
საცხოვრებელი სივრცის მაქს. ფართი: 101.2კვ.მ
აივნებისა და ტერასების მინ. ფართი: 4.1კვ.მ
აივნებისა და ტერასების მაქს. ფართი 9.1 კვ.მ
ჭერის სიმაღლე: 3 მ
კომერციული ფართები:
საქვაბე და საერთო ტექნიკური სივრცეები : ცენტრალური გათბობა, ტუმბოები, წყლის ავზი, ელექტრო ქვესადგური (ტრანსფორმატორი), გენერატორი (შუქის გათიშვის დროს დამატებითი ელექტროეენრგიის მიწოდება) – ეს ყველაფერი განთავსდება  200 კვადრატულ მეტრზე
შიდა ეზო: საერთო ფართი: 1700 კვ.მ

ინფრასტრუქტურა:

  • ტრენაჟორები
  • მოსასვენებელი კუთხე
  • სათამაშო მოედანი
  • საბავშვო იზოლირებული სივრცე, რომელიც გამოყენებადი იქნება ნებისმიერ ამინდში, ვინაიდან იქნება გადახურილი
  • ველობილიკი
  • ბარბექიუს კუთხე
გამოყენებული სამშენებლო მასალა: ჰაილდელბერგის (B35) უმაღლესი ხარისხის ცემენტი და უკრაინული არმატურა
კარფანჯარა:
  • მაღალი ხარისხის მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯარა
  • მეტალის ცეცხლგამძლე შესასვლელი კარი
ფასადის მოპირკეთება: შენობა მოპირკეთდება დამათბუნებელი დეკორატიული შელესვით
ხანძარ საწინააღმდეგო სისტემა: სპრინკლერული სისტემა
ლიფტები: “OTIS”-ის ბრენდის 6 ლიფტი მოემსახურება სამივე ბლოკს
სადარბაზოს ცენტრალური საერთო სივრცე:
  • 3 ბლოკი: ა, ა1 და ბ
  • ა1 ბლოკში – კონსიერჟის მომსახურება
  • დანარჩენ ბლოკებში – 24 საათიანი დაცვა, დასუფთავების სამსახური
ავტოსადგომი: 220 საპარკინგე ადგილი 3 სართულზე
ჩაბარების პირობა: ბინები ბარდება თეთრი კარკასის მდგომარეობაში:

  • შიდა ტიხრები
  • იზოგიფსით გალესილი კედლები
  • მოჭიმული იატაკი
  • საკომუნიკაციო მილები
  • შემოსასვლელში სეიფ-რკინის კარი და მეტალო პლასტმასის კარ-ფანჯარა.
დასრულებული პროექტის მენეჯმენტი: დასრულებული პროექტის მენეჯმენტს განახორციელებს შპს “ირბის”
ფასების დიაპაზონი საცხოვრებელ ფართებზე (1 კვ.): 700$-დან  960$-მდე
ფასების დიაპაზონი აივნებსა და ტერასებზე (1 კვ/)  შედის საერთო ფასში
ავტოსადგომის საფასური: 220$-დან 240$-მდე
გადახდის პირობები: 30 თვიანი შიდა უპროცენტო განვადება პირველადი შენატანის გარეშე, რაც გულისხმობს 29 თვის მანძილზე სრული ღირებულების მხოლოდ 40% დაფარვას ეტაპობრივად, მყიდველისთვის სასურველი გრაფიკის მიხედვით. 30-ე თვეს კი ხდება ბინის ღირებულების დარჩენილი 60%-ის შემოტანა
უნიკალურობა:
  • კომპლექსი უკვე არსებული ინვესტიციით შენდება, რაც აზღვევს მშენებლობას  რისკებისაგან.
  • უნიკალური მდებარეობა – კომპლექსი მდებარეობს თბილისის ცენტრში, თუმცა ამავდროულად გამოირჩევა სუფთა ეკოლოგიური გარემოთი.
  • ხედები მტკვარსა და მთებზე
  • კომპლექსი მხოლოდ 335 ოჯახს გააერთიანებს – მოცულობა შეზღუდულია იმისთვის, რომ ერთი დიდი თბილისური სამეზობლო შეიქმნას.
  • შიდა განვადება და მოქნილი ფასი.


დამატებითი ინფორმაცია “პარკ ორთაჭალას” შესახებ ხელმისაწვდომია კომპანიის ოფიციალურ ვებ გვერდზე:

www.po.ge

სარკეებიანი სახლი შვეიცარიის ალპებში, როგორც თანამედროვე ხელოვნების ნიმუში

როგორ იქმნება ქართული შპალერი – ინტერვიუ ID VISION-ის დამფუძნებელ სალომე მამრიკიშვილთან