“პავლონია” თანამედროვე ტიპის საცხოვრებელი კომპლექსია, რომელიც მდებარეობს ბათუმში, ახალგაზრდობის ქ. N16-ში. პროექტის მშენებლობა 2021 წლის იანვარში დაიწყო და დღეს ის უკვე დასრულებულია.
კომპანიის პროფილი:
პროექტის მშენებლობას ახორციელებს Black Sea Home, რომელიც უკვე რამდენიმე წელია, რაც აჭარაში მოღვაწეობს და რეგიონში 3 დასრულებული პროექტი გააჩნია. კომპანია დაკომპლექტებულია მრავალწლიანი გამოცდილების მქონდე პროფესიონალი კადრებით და მისი პრიორიტეტია სამუშაოების ხარისხიანად, სათანადოდ და დათქმულ ვადები შესრულება.
პროექტის დასახელება:
პავლონია – Pavlonia
კონცეფცია:
პროექტი მდებარეობს მახინჯაურში, რომელიც უკვე მრავალი წელია ცნობილია როგორც კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტი. სწორედ ამ საკურორტო ლოკაციაზე გამოედინება მინერალური (მათ შორის გოგირდოვანი) წყაროებიც, რომლებიც როგორც რეკრეაციული, აგრეთვე სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება. პროექტის კონცეფცია შეიქმნა, ისეთი მომხმარებლებისთვის, რომელთაც სურთ, რომ იცხოვრონ და დაისვენონ სწორედ ასეთ ლოკაციაზე, ქალაქის ხმაურისგან მოშორებით.
არქიტექტურა:
ვახტანგ ტაბატაძე
დეტალური ინფორმაცია აღნიშნული პროექტის შესახებ იხილეთ ქვემოთ მოცემულ ცხრილში:
მიწის საერთო ფართი: | 1158 |
ბინების რაოდენობა: | 35 |
სართულების რაოდენობა: | 8 |
საცხოვრებელი სივრცის მინ. ფართი: | 44.8 კვ/მ |
საცხოვრებელი სივრცის მაქს. ფართი: | 81.4 კვ/მ |
აივნებისა და ტერასების მინ. ფართი: | 10.40 |
აივნებისა და ტერასების მაქს. ფართი: | 29.40 |
ჭერის სიმაღლე: | 3მ |
შიდა ეზო: | 700 კვ/მ- არის დათმობილი შიდა ეზოსთვისა, სადაც მოეწყობა კომპლექსის გამწვანება, მიწისზედა უფასო პარკინგი. |
გამოყენებული სამშენებლო მასალა: | მაღალი ხარისხის ნესტ გამძლე სამშენებლო მასალა |
კარ–ფანჯარა: | თეთრი ფერის მეტალო-პლასტმასი, რომელიც არის ორმაგი მინა პაკეტით შეფუთული. |
ფასადის მოპირკეთება: | ზღვისპირა კლიმატიდან გამომდინარე, ფასადი მოპირკეთებულია ანტიკოროზიული და ნესტ გამძლე მასალებით. |
ხანძარ საწინააღმდეგო სისტემა: | სრულად არის დაცული სახანძრო უსაფრთხოების ნორმები 41-ე დადგენილებისა და სტანდარტების შესაბამისად:
· ხელის ცეცხლმაქრები; · ავტოსაშხეფი სისტემა; · სახანძრო მილდგარების სისტემა; · სახანძრო განგაშისა და ცეცხლაღმომჩენი სისტემები; · საავარიო განგაშის სისტემები. |
ლიფტები: | სართულზე არის 5 ბინა დაგეგმარებული და ასევე არის 1 ლიფტი, რომელიც აკმაყოფილებს 41-ე დადგენილებით გათვალისწინებულ რეგულაციებს. |
ავტოსადგომი: | პროექტში დაგეგმილია მიწისზედა პარკინგი, რომელიც სრულიად უფასო იქნება მობინადრეებისთვის. |
ჩაბარების პირობა: | პროექტში ბინები ბარდება სხვადასხვა კონდიციით:
· „შავი კარკასი“ · „თეთრი კარკასი“ · გარემონტებული
|
დასრულებული პროექტის მენეჯმენტი: | პროექტი არის საცხოვრებელი სტანდარტების, ექსპლუატაციაში მიღების შემდეგ, შეიქმნება ამხანაგობა, რომელიც იზრუნებს კომპლექსის მოვლასა და მენეჯმენტზე. |
ფასების დიაპაზონი საცხოვრებელ ფართებზე (1 კვ.მ): | 500$ – 1100$ შავი კარკასის მიხედვით |
გადახდის პირობები: | 1. 3 წლიანი შიდა განვადება, პირველადი შენატანი – 30%;
2. 20 წლამდე იპოთეკური სესხი, პროექტის პარტნიორი საქართველოს ბანკის დახმარებით. |
პროექტის უნიკალურობა: | პროექტი არის უკვე დასრულებული, რაც მომხმარებელს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, ზღვიდან 250 მეტრში 3 წლიანი შიდა განვადებით შეიძინოს ბინა. პროექტს უნიკალურს ხდის ეკოლოგიურად სუფთა, მშვიდი და მწვანე გარემო. ასევე სუბტროპიკული ჰავა და რეკრეაციული ზონა. უნიკალურია კომპლექსი მისი ადგილმდებარეობით:
· 5 წუთი ბოტანიკურ ბაღამდე; · 5 წუთი მწვანე კონცხის პლაჟამდე; · 3 კმ ბათუმის ცენტრალური რკინიგზის სადგურამდე; · 8 კმ ბათუმის ცენტრალურ პარკამდე. |
დამატებითი ინფორმაცია “პავლონიას” შესახებ ხელმისაწვდომია კომპანიის ოფიციალურ ვებ გვერდზე:
რუბრიკის წარმდგენია საქართველოს ბანკი.